სამარხვო რეცეპტები

ვემზადებით ზამთრისთვის - ბულგარული წიწაკა სტაფილოს სატენით

fun time

15:01 ხუთ. 6 ოქტომბერი, 2022 წელი

დატენილი ბულგარული

14
დაკოპირებულია

თუ დატენილ ბულგარულს მოამზადებთ, ზამთრის სუსხიან დღეებში ზაფხულის ვიტამინები არ მოგაკლდებათ. გარდა ამისა, ის გემრიელი სამარხვო ვახშამი იქნება...

საჭირო პროდუქტი:

  • ბულგარული წიწაკა - 1 კგ.
  • პომიდორი - 700 გრ.
  • ხახვი - 250 გრ.
  • სტაფილო - 300 გრ.
  • ოხრახუში - 40 გრ.
  • ზეთი - 1 ჭიქა,
  • მარილი - 25 გრ.
  • ძმარი - 1-2 ს/კ.
  • სურნელოვანი პილპილი - 5 მარცვალი

მომზადება:


ბულგარული წიწაკა კარგად გარეცხეთ, თესლი ამოაცალეთ და თუშფალანგზე დატოვეთ, რათა წყლისგან დაიწრიტოს.

წვრილად დაჭრილი (ან გახეხილი) სტაფილო და ხახვი ზეთში ცალ-ცალკე მოშუშეთ.

პომიდორი ბლენდერში დაატრიალეთ. თუ ბლენდერი არ გაქვთ, პომიდორს კანი გააცალეთ და მსხვილ სახეხზე ან თუშფალანგზე გახეხეთ. გახეხილი პომიდორი 15-20 წუთი ადუღეთ. შემდეგ დაამატეთ მარილი, ძმარი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, სურნელოვანი წიწაკა და კიდევ 10 წუთი ხარშეთ.

ზეთი რამდენიმე წუთი ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, 70 გრადუსამდე გააგრილეთ და წინასწარ გამზადებულ სუფთა ქილებში ჩაასხით (1-ლიტრიან ქილაში 2 ს/კ).

ფარშისთვის გამზადებული ბოსტნეული და მარილი კარგად აურიეთ და ამ მასით ბულგარული წიწაკები გამოტენეთ.

დატენილი ბულგარული ქილებში ჩააწყვეთ და სანელებლებით შეზავებული, ცხელი ტომატი დაასხით.

ქილებს თავსახური დაახურეთ, შემდეგ გადმოაბრუნეთ და თავით დადგით, სანამ არ გაგრილდება.

შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

შენიშვნა:

ქილები წინასწარ მდუღარე წყალში გაასტერილეთ: ნახევარლიტრიანი - 55 წთ. ლიტრიანი - 65 წთ. მაინც.

გემრიელად მიირთვით!

ასევე, ზამთრის შესანახები:

მწვანილის შენახვა ზამთრისთვის

ბროწეულის ნატურალური წვენი და მურაბა ზამთრისთვის

ხილი და ბოსტნეული ზამთრისთვის - გაყინვის წესი


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სამარხვო ბისკვიტი მანანის ბურღულით

სამარხვო ბისკვიტი

შოკოლადის სამარხვო ორცხობილა „ბრაუნ...

შოკოლადის სამარხვო
ორცხობილა „ბრაუნი“

სამარხვო კრემი ნებისმიერი ტორტისა თ...

მოხარშული კრემი წყლით

შემწვარი გოგრა ტაფაზე - კარტოფილივი...

შემწვარი გოგრა ტაფაზე

ყაბაყის მწნილი სტერილიზაციის გარეშე

ყაბაყის მწნილი
სტერილიზაციის გარეშე

მწვანე ლობიო ნიგვზით იმერულად

მწვანე ლობიო ნიგვზით
იმერულად

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული...

ბოსტნეულის კატლეტი

უხორცო წვნიანი პიტნით

უხორცო წვნიანი პიტნით

სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი...

უკრაინული დრიანიკი