სილამაზე/ჯანმრთელობა

რისგან კეთდება ხელოვნური ბრინჯი და როგორ განვასხვაოთ ის ნამდვილისგან?

fun time

11:00 პარ. 25 დეკემბერი, 2020 წელი

ხელოვნური ბრინჯი - მარტივი
ტესტი ამოსაცნობად

14
დაკოპირებულია

მსოფლიოში დიდი ხანია, გამოჩნდა მასობრივი წარმოების ხელოვნური ბრინჯი. „პლასტმასის“ ბრინჯი პირველად აზიაში, კერძოდ ჩინეთსა და ვიეტნამში აღმოაჩინეს. დღეს მისი ნახვა ევროპისა და აზიის სუპერმარკეტებშიც შეიძლება. რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, აღნიშნული ბიზნესი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა.

დღეს ეს პროდუქტი ნებისმიერ დიასახლისს აქვს სამზარეულოში. გარდა იმისა, რომ ბრინჯის ფასი ხელმისაწვდომია, ეს მარცვლეული ძალიან სასარგებლოა - შეიცავს უჯრედისს, ბ ჯგუფის ვიტამინებს, სპილენძს, იოდს და, თანაც, შესანიშნავი გარნირია ხორცთან, თევზთან, ბოსტნეულთან. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ გაუსინჯავს ბრინჯის ფაფა და ბრინჯის ფლავი აზიურად.
ბრინჯი კოსმეტიკური დანიშნულებითაც გამოიყენება - მაგალითად, ბრინჯის წყალი თმისთვის, ბრინჯის ნიღაბი და ბრინჯის ტონიკი სახისთვის...

თუმცა, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ ბრინჯი უნდა იყოს ნატურალური.

ხელოვნური ბრინჯი მთლიანად სინთეტიკური არ არის. მის შემადგენლობაში შედის კარტოფილის სახამებელი, რომელსაც ფორმის შენარჩუნებისთვის პლასტიკატი ემატება. ამ ბრინჯის ერთი ულუფის მირთმევა იგივეა, რაც ერთი ცალი პოლიეთილენის პარკის ჭამა, ამიტომ, ბრინჯის მომზადებამდე სასურველია მისი ტესტირება.

პლასტმასის ბრინჯი, ერთი შეხედვით, არაფრით განსხვავდება ნატურალურისგან, მაგრამ მოხარშვის შემდეგ არ რბილდება და, რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

ქვემოთ წარმოდგენილი ტესტები დაგეხმარებათ ბრინჯის ხარისხის განსაზღვრაში:

💡 წყლის ტესტი

ერთი სუფრის კოვზ ბრინჯს დაასხით ცივი წყალი და მოურიეთ. თუ ცოტა ხნის შემდეგ ბრინჯი ჭურჭლის ფსკერზე დაეშვა, ყველაფერი კარგადაა. თუ მარცვლები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა, ფრთხილად უნდა იყოთ!

💡 ცეცხლის ტესტი

ბრინჯის მარცვალთან ანთებული ასანთი მიიტანეთ. ხელოვნური ბრინჯი მაშინვე აალდება და დამწვარი პლასტმასის სუნს დააყენებს!

💡 ქვასანაყის ტესტი

ბრინჯის რამდენიმე მარცვალი ქვასანაყში დანაყეთ და დააკვირდით. ნამდვილი ბრინჯი თეთრ ფქვილად იქცევა, ხელოვნური კი - ოდნავ მოყვითალო მასად.

💡 ობის ტესტი

ბრინჯის ხარისხის შემოწმება მისი მოხარშვის შემდეგაც არის შესაძლებელი. ცოტაოდენი მოხარშული ბრინჯი ჰერმეტულ ჭურჭელში მოათავსეთ და თბილ ადგილზე დადგით. რამდენიმე დღის შემდეგ ნამდვილ ბრინჯზე ობი გაჩნდება, ყალბი ბრინჯი კი ისეთივე სუფთა იქნება, როგორც ადრე.

გახსოვდეთ, პლასტმასის ბრინჯი მნიშვნელოვნად აზიანებს მომნელებელ სისტემას და ზოგადად, სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

ამ მარტივი ტესტებით შეძლებთ გაიგოთ, რამდენად უსაფრთხო და ხარისხიანია პროდუქტი, რომელსაც მიირთმევთ ან სილამაზისთვის მოიხმართ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას