უცხოური სამზარეულო

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი, რომელიც არ ასუქებს

fun time

19:14 ორშ. 17 ივლისი, 2023 წელი

ბატატი ღუმელში

14
დაკოპირებულია

ბოლო დროს, ბაზარში და მაღაზიების დახლებზე ტკბილი კარტოფილის (ბატატი) დიდი, ვარდისფერი ბოლქვები სულ უფრო ხშირად გვხვდება.  ბოსტნეული საქართველოში ამერიკის ტროპიკული რეგიონებიდან მოხვდა, ამიტომ ჩვენმა დიასახლისებმა მისი მომზადების შესახებ ბევრი არაფერი იციან.

ბატატის მომზადების უმარტივესი გზა ღუმელში გამოცხობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ტბილი გემო დაჰკრავს, ბატატს მარილი და სანელებლები ძალიან უხდება. გამომცხვარი ბატატი შეიძლება როგორც დამოუკიდებელი კერძი ან ხორცის გარნირი მიირთვათ.

2 ულუფისთვის საჭირო პროდუქტი:

  • ბატატი 400-450 გრ.
  • მარილი - გემოვნებით
  • ხმელი სუნელი - 1/2 ჩ.კ.
  • პაპრიკა - 1/2 ჩ.კ.
  • მცენარეული ზეთი

ბატატის მომზადების წესი:

1. ზოგჯერ ტკბილი კარტოფილის წონა კილოგრამზე მეტია, მაგრამ გამოსაცხობად უმჯობესია აირჩიოთ პატარა ბოლქვები, ნაზი კანით ( ფრჩხილით ადვილად უნდა იჭრებოდეს) ასეთი ბატატი ყოველთვის წვნიანი და გემრიელია.

2. ღუმელი 200-220ºС-მდე გაახურეთ.

3. ბატატს კანი გააცალეთ, გაასუფთავეთ და დიდ ნაჭრებად დაჭერით.

4. მოამზადეთ სანელებლების ნარევი - მარილი, ხმელი სუნელი და პაპრიკა ერთმანეთში აურიეთ. თუ ცხარე გემოები მოგწონთ, შეგიძლიათ ცოტაოდენი წითელი წიწაკა დაამატოთ.

5. ტკბილი კარტოფილის ნაჭრები ჩაყარეთ პოლიეთილენის პარკში დაამატე სუნელები და ცოტაოდენი ზეთი. პარკი შეკარით და რამდენჯერმე კარგად შეანჯღრიეთ, რომ ბატატზე სანელებლები თანაბრად განაწილდეს.

6. ბატატი საცხობ ფურცელზე გადაიტანეთ, კარგად გახურებულ ღუმელში შედგით და 15-20 წუთის განმავლობაში, 200ºС ტემპერატურაზე აცხვეთ.

როდესაც კარტოფილი დარბილდება და დანით ადვილად გაჭრით, ღუმლიდან გამოიღეთ და გემრიელად მიირთვით!

ტკბილი კარტოფილის სასარგებლო თვისებები

✔️ჩვეულებრივი კარტოფილისგან განსხვავებით, ტკბილი კარტოფილი დიეტურ პროდუქტად ითვლება. დაბალი კალორიულობისა და ბოჭკოს მაღალი შემცველობის გამო, მას ხშირად ექიმები სიმსუქნის სამკურნალოდ ნიშნავენ.

✔️ბატატი მდიდარია რთული ნახშირწყლებით, რომლებიც შიმშილის გრძნობას დიდი ხნის განმავლობაში აკმაყოფილებენ.

✔️ტკბილი კარტოფილი მცენარეულ და ქალურ ჰორმონებს შეიცავს, ამიტომ ქალებში ნორმალური ჰორმონალური დონის შენარჩუნებისთვის ძალიან სასარგებლოა.

✔️ტკბილ კარტოფილში B6 ვიტამინის რეკორდული რაოდენობაა, რაც სისხლძარღვებს ქოლესტერინის დაფებისგან წმენდს და სისხლძარღვების კედლებს ამაგრებს.

✔️ტკბილი კარტოფილი ცნობილი ანტიოქსიდანტია, ამიტომ მას ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვის იყენებენ.

ესეც სცადეთ👇

კარტოფილის სწორად შეწვის 6 ოქროს წესი

სამარხვო დრიანიკი - უკრაინული კერძი კარტოფილითა და კამით

რაში გამოგადგებათ კარტოფილის სახამებელი – 5 რჩევა ბებიებისგან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკუ...

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი

კატლეტები კრაბის ჩხირებით

კატლეტები კრაბის
ჩხირებით