უცხოური სამზარეულო

კესადილია - გემრიელი ქათმის მექსიკური რეცეპტი

fun time

12:09 სამ. 26 სექტემბერი, 2023 წელი

კესადილია - ქათმის
მექსიკური რეცეპტი

14
დაკოპირებულია

კესადილია მექსიკური სწრაფი კვების კერძია - ტორტილაში ( სიმინდის ან ხორბლის ფქვილის უსაფუარო პური), გადახვეული ხორცი, ბოსტნეული და ყველი (სასურველია, რომ ყველი კარგად დნებოდეს). კესადილიასთვის, ასევე მექსიკური ბურიტოს ან ენჩილადასგან განსხვავებით, ტორტილას კი არ ახვევენ, შუაზე კეცავენ.

 

გთავაზობთ, ერთად მოვამზადოთ ქათმის კესადილია. თანაც, ეს მექსიკური რეცეპტი ადვილია და მის მომზადებას ყველა შეძლებს.

საჭირო პროდუქტი:

  • ქათმის (ან ინდაურის) ფილე - 350 გრ
  • ყველი - 240 გრ
  • ხახვი - 200გრ (ორი საშუალო თავი)
  • ბულგარული წიწაკა - 1 (საშუალოზე დიდი) ან 2 (პატარა)
  • დაკონსერვებული სიმინდი - 120 გრ.
  • დაკონსერვებული პომიდორი - 140 გრ.
  • დაფქული მწარე წიწაკა - 1/2 ჩაის კოვზი
  • დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით
  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი გემოვნებით
  • ტორტილა - 6 ცალი

მომზადების წესი:

1. ქათამი: ქათმის ხორცი წვრილად დაჭერით. ტაფა კარგად გაახურეთ, ცოტა ზეთი მოასხით და ქათმის ხორცი 5 წუთის განმავლობაში შეწვით. შეწვის დროს ხორცს გემოვნებით მარილი და პილპილი მოაყარეთ. შეწვის შემდეგ ხორცი თასში გადაიტანეთ.

2. ხახვი: ხახვი გაასუფთავეთ, გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ტაფაზე დაასხით ზეთი, დაყარეთ ხახვი და მოშუშეთ, სანამ ოქროსფერი გახდება.

3. ქათამი+ხახვი: ხახვს დაუმატეთ შემწვარი ქათმის ხორცი დაუმატეთ, მოურიეთ და კიდევ 2 წუთის განმავლობაში შეწვით. ამის შემდეგ ხახვიან ხორცს ბულგარული წიწაკა დაუმატეთ, აურიეთ და კიდევ 2 წუთის განმავლობაში შეწვით.

4. სიმინდი: ახლა უკვე დაკონსერვებული სიმინდის დროა! ტაფაზე დაუმატეთ და 1 წუთის განმავლობაში, მუდმივად ურიეთ.

5. დაკონსერვებული პომიდორი: ახლა იგივე გაიმეორეთ დაკონსერვებულ პომიდორთან ერთად, ისევ 1 წუთის განმავლობაში და შემდეგ ტაფა გაზქურიდან გადმოდგით.

6. ყველი: ყველი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. ერთ კესადილიაზე დაახლოებით, 40 გრ ყველი დაგჭირდებათ.

დროა კესადილია „ავაწყოთ“:

ჩვენ დაახლოებით 600 გრამი შიგთავსი გვაქვს. აქედან თითოეულ ტორტილაზე 100 გრამი შიგთავსი უნდა გამოიყენოთ. ტორტილას ნახევარზე მოაყარეთ ყველი, თანაბრად გაანაწილეთ, ზემოდან მოაყარეთ შიგთავსი ისევ თანაბრად გაანაწილეთ, ცოტაოდენი ყველი ისევ მოაყარეთ და ტორტილა შუაზე გადაკეცეთ.

ახლა თითქმის მზა კესადილია სუფთა, უზეთო ცხელ ტაფაზე ან გრილზე გადაიტანეთ, რომ ყველი გადნეს. თითოეული მხარის შესაწვავად 1 წუთი საკმარისია.

და აი, უგემრიელესი, ხრაშუნა კესადილია მზადაა! შეგიძლიათ დანით ორ ნაწილად გაჭრათ და სუფრასთან სოუსთან ერთად მიიტანოთ, თუმცა მის გარეშეც ძალიან გემრიელია.

შენიშვნა:

თუ ტორტილას დიამეტრი 22 სმ-ია, ინგრედიენტების ამ რაოდენობით 6 კესადილიას დაამზადებთ, თუ ტორტილა უფრო დიდია, მაშინ 4 ან 5 კესადილიას მიიღებთ.

რატომ დაკონსერვებული სიმინდი და პომიდორი? - იმიტომ, რომ ცოცხალი ბოსტნეულის დამუშავებაზე დრო არ დავკარგოთ.

კესადილიასთვის შეგიძლიათ როგორც ხორბლის, ისე სიმინდის ტორტილები გამოიყენოთ. თავად გამოაცხოვთ თუ გამომცხვარს იყიდით, თქვენი გადასაწყვეტია.

ყველი უმჯობესია ისეთი აირჩიოთ, რომელიც კარგად დნება.

გემრიელად მიირთვით!

ესეც დააგემოვნეთ:

ქათმის ფილეს შეწვა - სცადეთ არაჟნით

ქათმის ფილე მაიონეზში

ქათმის ღვიძლი არაჟნით



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჰუმუსის მომზადება - კლასიკური რეცეპ...

ჰუმუსის მომზადება

ბატატი ღუმელში - მიირთვით კარტოფილი...

ბატატი ღუმელში

მაშარაფის რეცეპტი - როგორ მოვმზადოთ...

მაშარაფის რეცეპტი

უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმ...

უკრაინული გალუშკები

სასწრაფო დახმარება ნაბახუსევზე - ნი...

ნივრის წვნიანი

თუ ოლივიე მოგბეზრდათ, სცადეთ ეს გან...

განსხვავებული სალათები
საახალწლო სუფრისთვის

განსხვავებული სალათა საახალწლო სუფრ...

განსხვავებული სალათა
საახალწლო სუფრისთვის

სოკოს წვნიანი - მოამზადეთ 20 წუთში

სოკოს წვნიანი

კატლეტები კრაბის ჩხირებით

კატლეტები კრაბის
ჩხირებით