აირჩიეთ, როგორ მართავთ საჭეს და გაიგეთ თქვენი ფსიქოტიპი

FUN-ტესტი

30 ოქტომბერი 13:00, 2017 წელი

ავტომობილის მართვის სტილი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა, ნებისმიერი ადამიანის ფსიქოტიპის დასადგენად, ეს კი საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ, როგორ მოიქცევა ეს კონკრეტული ტიპი სხვადასხვა სიტუაციაში. 

1. მინიმალისტი
ცდილობთ, ცხოვრება იმდენად გაიმარტივოთ, რამდენადაც ამის საშუალება გაქვთ. თქვენ გარშემო არასდროს არის უსარგებლო ნივთები. მეგობარიც ბევრი არ გყავთ და ვინც გყავთ, გულწრფელი და პირდაპირი ადამიანები არიან. დროს არ ხარჯავთ ისეთ ურთიერთობებზე, რომლებსაც მომავალი არ აქვს. მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოსაწყენი ხართ! თქვენს წრეს მოსწონს თქვენი გემოვნება და ცხოვრებისადმი მიდგომა.


2. მახვილგონიერი
მუდმივად რაღაც ახალი და გადასარევი იდეები მოგდით თავში. ძალიან ენერგიული ხართ, ბრწყინვალე იუმორი გაქვთ და ნებისმიერი კამპანიის სული და გული ხდებით. ნებისმიერ ვითარებაში შეგიძლიათ რამე სასაცილოს პოვნა. თქვენი არტისტული ტალანტით მაგნიტივით იზიდავთ ადამიანებს. მახვილგონიერებაში თქვენთან ჭიდილი არ შეიძლება - თქვენი ჯობნა შეუძლებელია.


3. მშვიდობისმყოფელი
არ გიყვართ კამათი - ეს საშინლად გაღიზიანებთ და წონასწორობას გაკარგვინებთ. ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობთ, ნებისმიერი კონფლიქტი თავიდან აიცილოთ ან მშვიდად მოაგვაროთ. თუკი ოდესმე ხმას აუწევთ, ყველა ხვდება, რომ საქმე მართლაც სერიოზულადაა. 

4. პერფექციონისტი
დეტალებს ბევრ ყურადღებას უთმობთ. გიყვართ, როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. გჯერათ, რომ თუკი რაიმე კეთდება, გულისყურით და მაქსიმალური ხარისხით უნდა კეთდებოდეს. ყოველთვის სადა და მოხდენილი ხართ. თქვენი პერფექციონიზმი, სავარაუდოდ, დიდ წარმატებებთან მიგიყვანთ, რომელთა მსგავსზეც სხვებს მხოლოდ ოცნება შეუძლიათ.

5. პანიკიორი
საკუთარ შიშებს ხშირად ებრძვით. შეიძლება რამდენჯერმე დაბრუნდეთ სახლში, რათა შეამოწმოთ, ჩაკეტილია თუ არა ყველა კარი და გათიშულია თუ არა უთო. არასდროს რისკავთ და მხოლოდ შემოწმებულ და საიმედო მეთოდებს ენდობით. თქვენს ნათესავებსა და მეგობრებს ძლიერ უყვარხართ და ყოველთვის ცდილობენ, განტვირთვაში მოგეხმარონ. მათ იციან, რომ თქვენი თავდაუჯერებლობის ქვეშ კარგი ადამიანია დამალული.

6. თავგადასავლების მოყვარული
გიყვართ რისკი და მძაფრი შეგრძნებები. მიგაჩნიათ, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი უნდა აიღოთ. თუკი აქამდე არ გიცდიათ პარაშუტით ხტომა, აუცილებლად სცადეთ, მოგეწონებათ. თუკი საქმე სიყვარულს ეხება, მზად ხართ, გრძნობების ზღვაში თავით გადაეშვათ. თქვენს მეგობრებს ხშირად აოცებთ თქვენი ტემპერამენტი და ყოველთვის არ იზიარებენ თქვენს გატაცებებს, მაგრამ თქვენი ცხოვრებისეული პოზიცია - „სანამ ცხოვრობ, იცხოვრე მთელი არსებით“ - მათ პატივისცემას იმსახურებს.

7. ბოსი
დაბადებით ლიდერი ხართ. ნებისმიერ ვითარებაში ბრწყინვალედ გამოგდით მართვის სადავეების საკუთარ ხელში აღება. თქვენი მეგობრები რჩევისა და მხარდაჭერისთვის ხშირად მოგმართავენ, ისინი თქვენს თავდაჯერებულობას ენდობიან. ორგანიზატორული თვისებებისთვის სამსახურში ხშირად გაქებენ. თქვენი შესაფერისი მეორე ნახევარი ძნელი საპოვნია, მაგრამ, როცა ამგვარ ადამიანს შეხვდებით, მიხვდებით, რომ ლოდინი ამად ღირდა.


8. საიმედო
ადამიანებს უყვარხართ. თქვენ ოჯახისა და მეგობრებისთვის საიმედო საყრდენი ხართ. სხვისი წარმატება გულწრფელად გიხარიათ. კარგი მსმენელი ხართ და სხვებს უფლებას აძლევთ, ინიციატივა ხელში აიღონ. და სანამ ისინი ცხოვრებისეულ გამოწვევებს ებრძვიან, თქვენ ყოველივე ამისგან ისვენებთ. ცხოვრებას იღებთ ისეთს, როგორიც არის.

9. მტკიცე
ცხოვრებისადმი თქვენს დამოკიდებულებას შურის თვალით უყურებენ. ყველაფერი გულთან ახლოს არ მიგაქვთ და ამის გამო თქვენიანებს გულგრილი ადამიანი ჰგონიხართ. ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდებშიც კი თავდაჯერებული და მშვიდი ხართ. ყოველი დღე თქვენთვის ზეიმია. როცა მეგობრებს დროის მხიარულად გატარება სურთ, ყოველთვის თქვენთან მოდიან.

10. ტანკი
ყოველთვის დაკავებული ხართ და იმის დრო არ გაქვთ, გზაზე შემხვედრ ხალხს ელოლიავოთ. პრობლემის გადასაწყვეტად პირდაპირ იერიშზე მიდიხართ. გარშემომყოფთ აღაფრთოვანებთ თქვენი მიმწოლი და მიზანდასახული მოქმედება. მეგობრებს ყველანაირ ვითარებაში თქვენი იმედი აქვთ. მუდმივად მოქმედებაში ხართ და ამის გამო ნებისმიერ წამოწყებაში მიზანს მიაღწევთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?