1. ძლიერი, იმპულსური და კონკურენტუნარიანი ბრძანდებით. ამგვარ ადამიანებს გაყიდვებში ძლიერ უმართლებთ - იქ, სადაც შემოსავალი პროცენტებზეა დამოკიდებული. ამას გარდა, ნებისმიერ სამეწარმეო საქმიანობაშიც საუკეთესო შედეგები გექნებათ.
2. თქვენ სტაბილურობა გიყვართ. საკუთარ მიზნებზე ხართ ორიენტირებული და ამასთანავე, ძლიერ აფასებთ: კარგ ხელფასს, შვებულებას, სამუშაო უსაფრთხოებას. თქვენ იქნებით საუკეთესო ბუღალტერი, მასწავლებელი, იურისტი, შეფ-მზარეული და დიზაინერი.
3. შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობით სავსე ადამიანი ხართ. გიყვართ მოგზაურობა და სამსახურებრივი მივლინებები. თქვენ მენტორობა, პროექტირება, ბირჟაზე მუშაობა ან ტექნიკური უზრუნველყოფა შეგეფერებათ.
4. მზრუნველი, გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანი ხართ. ამიტომაც ადამიანების მოვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმიანობა (არამხოლოდ ბავშვების) თქვენთვის იდეალურია. თქვენ, ასევე, კარგად გამოგივათ მებაღეობა, სოციალური სამსახური, ადვოკატურა და საწარმოს მართვა.