1. მშვიდად გიყვართ
თქვენი ყოფნით გარშემო ყველას აწყნარებთ. თქვენთვის სიყვარულში ნდობა და ლოიალურობა უპირველესი მოთხოვნაა.
2. ჰარმონიულად გიყვართ
ყურადღებიანი და დაფიქრებული ხართ. ყოველდღიურ ცხოვრებასა და სიყვარულში ცდილობთ, ბალანსი დაამყაროთ. უფრო მეტად საკუთარ გულს უსმენთ.
3. დამალულად გიყვართ
თქვენ ცეცხლოვანი და ვნებიანი ხართ, მაგრამ საკუთარ ნამდვილ ბუნებას იშვიათად ამჟღავნებთ. არასდროს გასცემთ ძალიან ბევრს. ამგვარად სულიერი ტრავმებისგან მუდამ დაცული ბრძანდებით.
4. თავდადებით გიყვართ
საკუთარი პარტნიორისთვის ყოველთვის ყველაფერს აკეთებთ, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს ითხოვთ. პარტნიორი ამას გიფასებთ ან, თუ ჯერ არ გიპოვიათ, დაგიფასებთ!
5. ვნებიანად გიყვართ
ფიზიკურად და სექსუალურად მდიდარი ცხოვრებით ცხოვრობთ. თქვენს საძინებელში არასდროსაა მოწყენილობა. პარტნიორებს მოსწონთ თქვენი ენერგია. სიყვარული სექსის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ.
6. სპონტანურად გიყვართ.
სპონტანური ხართ. ყოველთვის საკუთარ ინტუიციას ეყრდნობით. თქვენ საკუთარ გრძნობებს თავისუფლად გამოხატავთ და თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობთ.