თუკი მარცხენა ხელი ზემოდან გიდევთ:
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო უფრო განვითარებულია. იმის გამო, რომ ტვინის მარჯვენა ნაწილი დაკავშირებულია კოგნიტიურ უნარებთან - ხელოვნებასთან, ემოციასთან და ინტუიციასთან, თქვენ ბუნებით ხელოვანი და ესთეტი ადამიანი ბრძანდებით. ამგვარად ბევრი ცაცია იქცევა.
თქვენი პროფესია ხელოვნებას, პოლიტიკას, მუსიკას, ტანვარჯიშს უკავშირდება, ანუ იმ ყველაფერს, რაც არტისტიზმთან და გამომგონებლობასთან არის დაკავშირებული.
ცნობილებიდან ასე იკრეფდნენ ხელებს: სტივ ჯობსი, სტივენ სპილბერგი, პიკასო.
თუკი მარჯვენა ხელი ზემოდან გიდევთ:
ეს იმაზე მიუთითებს, რომ თქვენი ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო მეტად არის განვითარებული. იმის გამო, რომ ტვინის მარცხენა ნაწილში უფრო ლოგიკა დომინირებს, თქვენ გონიერი, ბეჯითი და ორგანიზებული ადამიანი ბრძანდებით. წარმატებას ადვილად აღწევთ. ცხოველები გიყვართ. პროფესიით ახლოს ხართ ადვოკატთან, ბანკირთან ან მეცნიერებასთან.
ცნობილებიდან ასე იკრეფდნენ ხელებს: ისააკ ნიუტონი, ალბერტ აინშტაინი, ბილ გეიტსი.