#1
თქვენი ახლობელი ადამიანი თქვენი თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს. თქვენ უნდა აუხსნათ მას, რომ ყოველ ადამიანს აქვს უფლება პირად სივრცეზე.
რჩევა: უთანასწორო პარტნიორობა არსაით წაგიყვანთ. თუკი ურთიერთგაგებას ვერ აღწევთ, მაშინ დატოვეთ ეს ტვირთი წარსულში და გაბედულად გადადგით ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ.
#2
თქვენგან ინიციატივის გამოვლენას, ერთობლივ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აღებას ელიან. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თავს ძლიერ პიროვნებად კი არ უნდა აჩვენებდეთ, არამედ ამგვარი უნდა იყოთ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ერთად მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდება.
რჩევა: ლიქნას ნუ დაუჯერებთ და ნუ შეიფერებთ. ის შეიძლება შირმა აღმოჩნდეს, რათა მთელი პასუხისმგებლობა თქვენ დაგეკისროთ.
#3
თქვენთან ერთად პრობლემის განხილვა სურთ და იმედი აქვთ, რომ დაეხმარებით. ეცადეთ, მათთან ღია იყოთ და პრობლემას თავიდანვე დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ - ჯერ მის არსში ბოლომდე გაერკვიეთ.
თქვენს პასუხს თქვენს გადაწყვეტილებად ჩათვლიან. ამიტომ მაშინვე ნუ უპასუხებთ. ამან შესაძლოა, თქვენს რეპუტაციაზე იმოქმედოს.
რჩევა: ნებისმიერი ვითარების შეფასებისას აქტიური იყავით. შეხედეთ მას ყოველი მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
#4
თქვენ გაფასებენ, როგორც კარგი რჩევების მომცემს. საკმარისი ცოდნა და სიბრძნე გაქვთ, რათა დაეხმაროთ ადამიანებს რჩევით, რომელიც მათ დასახულ მიზნამდე მიიყვანთ. თქვენ ვალდებული ხართ, დაეხმაროთ, ვინაიდან ადრე ასეთივე დახმარება თქვენ გაგიწიეს.
რჩევა: ვინც თქვენთან გულწრფელი არაა, მათთვის „არას“ თქმა ისწავლეთ.