1. შეზლონგი
თქვენ კარგად გაქვთ განვითარებული ინტუიცია და წარმოსახვა. ამ უნარების წყალობით კი საოცრად კრეატიული ადამიანი ხართ. კარიერაში წარმატებები გელით, განსაკუთრებით კი, თუ თქვენ მასწავლებელი, მხატვარი, მუსიკოსი ან მწერალი ხართ.
2. ფოტოაპარატი
თქვენ მამაცი ადამიანი ხართ. არ გეშინიათ პრობლემების. ყოველთვის იმას ამბობთ, რასაც ფიქრობთ. არასდროს დაიბრალებთ იმას, რაც არ ხართ. შიძლება ვერც კი ხვდებით, მაგრამ იცოდეთ, რომ თქვენი პირდაპირობით და პატიოსნებით ბევრი ადამიანია აღფრთოვანებული.
3. საცურაო რგოლი
თქვენ ამბიციური ადამიანი ხართ. გიყვართ შრომა და საქმიანობისთვის ყოველთვის პოულობთ მოტივაციას. ცდილობთ, მხოლოდ კარგი დაინახოთ ადამიანში,მაშინაც კი, როცა ის თქვენს იმედებს ვერ ამართლებს.
4. მზის სათვალე
მხიარული ადამიანი ხართ. მეგობრები და ოჯახი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში. როცა მეგობართან უთანხმოება გაქვთ, ცდილობთ, გაუგებრობა სწრაფად აღმოფხვრათ და გაუფრთხილდეთ მეგობრობას. ადამიანებს უყვართ თქვენთან ერთად ყოფნა, რადგან იუმორითა და ხალისით, ყველგან სასიამოვნო სიტუაციას ქმნით.
5. გამაგრილებელი სასმელი
თქვენ ოპტიმისტი ადამიანი ხართ. ყოველთვის თანაგრძნობით ეკიდებით ადამიანებს. ცხოვრებაში ჰარმონიას აფასებთ და ეს ბედნიერების მთავარ პირობად მიგჩნიათ. თქვენ გჯერათ, რომ წინ საუკეთესო მომავალი გაქვთ!