გაიგეთ თქვენი ფარული სურვილების შესახებ

FUN-ტესტი

6 აპრილი 14:00

ამისთვის ამ 5 სიმბოლოდან აირჩიეთ ის, რომელსაც გული გიკარნახებთ...

ლომი


ეს მზის სიმბოლოა - შინაგანი ძალის მთავარი წყარო. ის მიუთითებს უპირატესობის მოპოვებისა და დომინირების სურვილზე. ხშირად ეს იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ საკუთარი ბედისწერის გაკონტროლება გინდათ. მაგრამ გახსოვდთ, მას ეს არ უყვარს.


თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, არსებობს დიდი ალბათობა, რომ შეიძლება იმ საქმის მიტოვება მოგიხდეთ, რაზეც ძალიან დიდხანს მუშაობდით, მასზე დიდი ძალა და ენერგია დახარჯეთ, ამიტომაც ახლა თავს ხაფანგში მომწყვდეულად გრძნობთ. სადღაც, სულის სიღრმეში ძალიან გინდათ, რაღაც შეცვალოთ და სხვა გზით წახვიდეთ.


კარგად დაფიქრდით, რამდენად ძლიერ გაღიზიანებთ თქვენი დღევანდელ მდგომარეობა და რამდენად ძლიერ გსურთ მისი შეცვლა. არ ინერვიულოთ, თქვენ შეძლებთ წარმატების მიღწევას და საკუთარ ბედისწერასთან შეთანხმებას.


ქვიშის საათი


დროის გარდაუვალობისა და ციკლურობის სიმბოლო. თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, ე.ი. დროის ხაფანგში გაებით. სავარაუდოდ, წარსულში რაღაც ისეთი მტკივნეული გადაიტანეთ, რომ თქვენთვის დრო გაჩერდა. წარსული გძირავთ და თავს სულ უფრო და უფრო იტანჯავთ.


აქ მხოლოდ ერთი რამის რჩევა შეიძლება - გაუშვით წარსული, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერასოდეს გააგრძელებთ გზას. მიიღეთ ჟამთასვლა და მისი გარდაუვალობა. ყველაფრის თავიდან დასაწყებად ჯერ კარმა გაისუფთავეთ. ეცადეთ, დღევანდელი დღით იცხოვროთ, ირწმუნეთ საკუთარი თავის და კიდევ იმის, რომ დრო თქვენი მეგობარია. ყველაფერი კარგად იქნება, როცა ამ მძიმე პერიოდს გადალახავთ.


მთვარე


ამ სიმბოლოში დევს ემოციისა და დაფარული ჭეშმარიტების ძალა. თუ ეს სიმბოლო აირჩიეთ, ე.ი. თქვენს გულში ომი მძვინვარებს. რაღაც ძალიან გაწუხებთ და ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ გაძლევთ. ამის გამო უძილობა გტანჯავთ და მოსვენებაც დაკარგეთ. და რა გრძნობაა ეს?


ნებისმიერ შემთხვევაში უნდა განთავისუფლდეთ ამ გრძნობისგან. თქვენი სული სიმშვიდეს ითხოვს, რისი მიღწევაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ გასაქანს მისცემთ. მიიღეთ ის და გაუზიარეთ სხვებსაც - ეს იქნება თქვენი განწმენდის დასაწყისი. ისწავლეთ ემოციების გამოხატვა და თქვენი გული სიმშვიდეს მოიპოვებს.


გასაღები


ამ სიმბოლოს არჩევით აჩვენებთ, რა წარმოდგენა გაქვთ საკუთარ ცხოვრებაზე. თქვენი სული ითხოვს პასუხებს კითხვებზე. თქვენ ეჭვქვეშ აყენებთ უდავო დოგმებს. სასოწარკვეთილი ეძებთ ჭეშმარიტებას და შესაძლოა, თქვენი შესაძლებლობების ზღვარზე ხართ.


ის, რომ გასაღები აირჩიეთ - ეს ნიშანია ზემოდან. ეს გამოხატავს თქვენს სურვილს, გახსნათ ახალი ჰორიზონტები და გააფართოოთ საზღვრები. ასე გააგრძელეთ! გამონახეთ დრო მოგზაურობისთვის, ეს ახალ შთაბეჭდილებებსა და ნაცნობობას მოგიტანთ. იპოვეთ პასუხი იმაზე, რაც გაღელვებთ!


ფატიმას ხელი


თქვენი ქვეცნობიერი სურვილია ბოროტი ძალებისგან თავდაცვა. შეიძლება ბოროტი თვალის ზემოქმედების ქვეშ მოექეცით. ეს კი საფრთხეს გიქადით.


ფატიმას ხელი ამბობს, რომ ნებისმიერი ხაფანგიდან არსებობს თავის დაღწევის გზა და ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია. შესაძლოა, ამ შინაგან ხაფანგში თავად მოიმწყვდიეთ თავი და მხოლოდ პატიება გაგათავისუფლებთ. აპატიეთ საკუთარ თავს სისუსტე და ყველაფერი კარგად იქნება!

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.