აირჩიეთ მთვარე და შეიტყვეთ თქვენ შესახებ მნიშვნელოვანი ამბავი

FUN-ტესტი

4 ივნისი 14:00, 2019 წელი

მთვარე - ეს ერთი დიდი და საიდუმლო ნიშანია, რომელსაც ყველაზე მეტად შეუძლია, პასუხი გასცეს თქვენი ცხოვრების საიდუმლოებებს...

მთვარე #1: მიღწევა.


თქვენ ხართ ენერგიული და თავდაჯერებული ადამიანი, თანაც ოპტიმისტი. იცით, რომ მზის ქვეშ ადგილის დასამკვიდრებლად დიდი შრომა გჭირდებათ.


გჯერათ, რომ უსაფრთხოება, უპირველეს ყოვლისა, მატერიალური სტაბილურობაა, ამიტომაც კეთილდღეობისთვის საჭირო მატერიალურ ბაზას ქმნით.


თქვენი მთავარი ამოცანაა საკუთარი თავის მიმართ შემწყნარებლობა, რადგან, საბოლოოდ, შეიძლება თავად აღმოჩნდეთ ძალიან მკაცრი განმსჯელი თქვენივე თავის.


ყურადღება მიაქციეთ, როგორ ექცევით თავს, როცა რაიმე შეცდომას უშვებთ. დაიწყეთ თქვენი პიროვნების პატივისცემა, მიიღეთ საკუთარი შეცდომები და სიყვარულით გამოასწორეთ ისინი. გახსოვდეთ, ბევრად უკეთესია, დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, ვიდრე თვითგვემას მიეცეთ და საკუთარი თავის ჯალათად იქცეთ.


მთვარე #2: შემოქმედება.


თქვენ შეიძლება დაგახასიათოთ, როგორც პრაქტიკული, კეთილი, ემოციური პიროვნება, რომელსაც დახვეწილი ნივთებით ტკბობა შეუძლია.


ძალიან მგრძნობიარე ხართ მატერიალური სამყაროს მიმართ და მოგწონთ, როდესაც ესთეტიკურ და ემოციურ შუალედს აღწევთ.


გარდა ამისა, გაქვთ გატაცებები: შეგიძლიათ, გათენებამდე უყუროთ საინტერესო ფილმს ან უსმინოთ საყვარელ მუსიკას და უზომო რაოდენობით მიირთვათ მავნე საკვები, რომელიც, საბოლოოდ, ენერგიულობის დონეს დაგიქვეითებთ.


მცირეოდენი თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის კონტროლი, ცოტა მეტი ორგანიზებულობა და თქვენი ცხოვრება, სამუშაო და კიდევ ბევრი რამ „ფერს იცვლის“. მოკლედ, შეგიძლიათ, ბედნიერი იყოთ.


მთვარე #3: ენერგია.


თქვენ შეიძლება დაგახასიათოთ, როგორც მამაცი ადამიანი, რომელსაც ძლიერი ხასიათი აქვს. გინდათ იგრძნოთ, რომ მნიშვნელოვანი პიროვნება ბრძანდებით.


თქვენ ის ხართ, ვინც მუდმივად ზრუნავს როგორც საკუთარ, ისე ახლობლების კეთილდღეობაზე.


მეგობრობა თქვენთვის რაღაც ძალიან დიდი, ნათელი და ორმხრივია. მეგობრების მიმართ ძალიან ლოიალურად ხართ განწყობილი და ღალატის გეშინიათ. სწორედ ამაში მდგომარეობს ყველაზე დიდი ამოცანა: ისწავლოთ ადამიანების ნდობა და დაძლიოთ ღალატის შიში.


გახსოვდეთ, მუდმივი უნდობლობა სისუსტის ნიშანია, ეს კი საშინლად დამღლელი და მომქანცველია.


მეგობრების არჩევაში საკმაოდ ფრთხილი ხართ, ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებსაც მეგობრებს უწოდებთ, შეგიძლიათ, თამამად ენდოთ.


მთვარე #4: თანაგრძნობა.


უზარმაზარი სურვილი გაქვთ, კარგი საქმე გააკეთოთ და ადამიანებს დაეხმაროთ. გამოკვეთილად კარგი პიროვნება ბრძანდებით, რომელიც, ჩვეულებრივ, სხვა ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ფოკუსირებული.


საკუთარ სურვილებსა და საჭიროებებს ნაკლებ ყურადღებას აქცევთ და სხვებზე ხართ ორიენტირებული, ამან კი შეიძლება გარშემომყოფთა აზრზე დამოკიდებული გაგხადოთ.


თქვენი მთავარი ამოცანაა, აღიაროთ, რომ ნიჭიერი, ფასეული და მნიშვნელოვანი პიროვნება ხართ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქროთ გარშემომყოფთა საჭიროებებზე.


თქვენ ხართ ნიჭიერი და მგრძნობიარე ადამიანი, ნება მიეცით საკუთარ თავს, გამოავლინოს ეს თვისებები და დაიწყეთ საკუთარი მომავლის შენება.


მთვარე #5: ძიება.


თქვენ შეიძლება დაგახასიათოთ როგორც კულტურული, კეთილშობილი ადამიანი, რომელიც ხშირად გამოხატავს ცნობისმოყვარეობას.


ბუნებით დამკვირვებელი ბრძანდებით და, ამასთანავე, საკმაოდ ობიექტურიც. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ ძალზე კომუნიკაბელური და მეგობრული იყოთ, გირჩევნიათ, მხოლოდ ახლობლებით შემოიფარგლოთ. არცთუ იშვიათად გაქვთ მოთხოვნილება, ხალხმრავლობასა და ხმაურს გაექცეთ და განმარტოვდეთ.


თავში უამრავი იდეა გიტრიალებთ, ამიტომაც ადვილად ისტრესებით და ხშირად გაწუხებთ უძილობა.


თქვენი მთავარი ამოცანაა, ენდოთ ინტუიციას. ხშირად მოუსმინეთ შინაგან ხმასა და გულს. ასე შეძლებთ პოზიტიურ გარემოში ცხოვრებას. და რაც უფრო მეტად მიჰყვებით გულის ძახილს, მით სწრაფად მოიშორებთ წინააღმდეგობებსა და იმ აზრებს, რომლებიც საშუალებას არ გაძლევთ, ჭეშმარიტი ბედნიერება იპოვოთ.


მთვარე #6: განცხრომა


თქვენ შეიძლება დაგახასიათოთ, როგორც მომთმენი  და ნებისყოფის მქონე ადამიანი, რომელიც ძალიან აფასებს სიმშვიდეს (ზოგიერთ შემთხვევაში აბსოლუტურ სიჩუმეს ანიჭებთ უპირატესობას) და სიამოვნებას იღებს უბრალო ცხოვრებისეული სიხარულებით. მოგწონთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დროის გატარება პარკში ან სადმე მყუდრო ადგილას.


ძალიან აქტიური და ენერგიული ბრძანდებით, მაგრამ რაღაც მომენტში აუცილებლად გჭირდებათ, ხმაურსა და ხალხმრავლობას გაექცეთ, ასევე, კონფლიქტებსაც.


დიდ დროს კარგავთ მომავალზე ფიქრში, რაც შფოთვას იწვევს.


გამოტყდით, ცხოვრების რამდენი წელი გაქვთ გატარებული ასეთ ფიქრებში? როდესაც ზედმეტად ფიქრობთ მომავალზე, ამით ბედნიერების დონესაც ამცირებთ, მუშაობის ეფექტურობასაც და საკუთარ ენერგიულობასაც ბოლოს უღებთ.

წყარო
ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?