თუ დიდი მუხლები გაქვთ...
ქორწინებამდე ძალიან ბევრს იფიქრებთ, აწონ-დაწონით მინუსებსა და პლუსებს. წარმოიდგენთ საკუთარ თავს ახალ ამპლუაში. ცხოვრების მეგზურის შერჩევისას განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენთ, რადგან ოჯახის დანგრევის გეშინიათ. თქვენი გრძნობები ღრმა და ძლიერია, თუმცა კაცი/ქალი ადვილად არ გიყვარდებათ.
თუ პატარა მუხლები გაქვთ...
ბევრ პარტნიორს გამოიცვლით, სანამ ნამდვილ სიყვარულს შეხვდებით. თუმცა ურთიერთობის დასერიოზულებას არც მასთან შეეცდებით. ვალდებულებები გაშინებთ, ამიტომ ოჯახს ძალიან გვიან ან საერთოდ არ შექმნით. გიჭირთ სიყვარულისა და შეჩვევის ან სიმპათიის გარჩევა. საქმე ისაა, რომ ადამიანებით მარტივად იხიბლებით და მძაფრი ემოციები გიჩნდებათ. ზოგჯერ რამდენიმე ქალი/კაცი ერთდროულად გაინტერესებთ და არჩევანის გაკეთება გიჭირთ.
თუ წვეტიანი მუხლები გაქვთ...
ოჯახის შექმნა თქვენი ერთ-ერთი მიზანია. მარადიული სიყვარულის იდეა მოგწონთ, თუმცა პრაქტიკულად აზროვნებთ და რეალობის შეგრძნებას არ კარგავთ. თუ ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობას ბონუსად ვნებაც დაემატება, ჩათვლით, რომ გაგიმართლათ. იქნებით მზრუნველი მეუღლე და ყურადღებიანი მშობელი.