გამაოგნებლად ზუსტი დახასიათება წინდების მიხედვით

FUN-ტესტი

2 ივნისი 16:30, 2016 წელი

აირჩიეთ, რომელი წინდა მოგწონთ ყველაზე მეტად... მიღებული პასუხი გაგაოცებთ!

თუ სადა წინდა აირჩიეთ...


მაშინაც კი, თუ უფროსი რთულ დავალებას მოგცემთ, იცით, მოცემულ სიტუაციას თავი როგორ უნდა გაართვათ, სახლის საქმეებსაც არაჩვეულებრივად უმკლავდებით. დროის შეგრძნება მძაფრად გაქვთ განვითარებული, ამიტომ საათის გარეშეც  ხვდებით, რა მონაკვეთში უნდა მოაგვაროთ კონკრეტული პრობლემა: როდის უნდა დატოვოთ სახლი, რომ შეხვედრაზე არ დაგაგვიანდეთ; რა დროში უნდა ამეცადინოთ შვილი და ა.შ.
მოწოდებით ლიდერი ხართ, ადამიანების შთაგონება და მათი ძალების ერთი მიზნისკენ მიმართვა შეგიძლიათ. არაჩვეულებრივი პოლიტიკოსი, მასწავლებელი, ლექტორი, ფსიქოლოგი ან სასულიერო პირი იქნებოდით.
თუ თქვენს ცხოვრებაში ახლა კრიზისია და გგონიათ, რომ ვერავინ გამჩნევთ ან თქვენი შრომა დაუფასებელია, ნუ იდარდებთ, მალე ყველაფერი გამოსწორდება. თქვენნაირი შესაძლებლობებისა და ენერგეტიკის ადამიანი ჩრდილში დიდხანს ვერ დარჩება.


 


თუ ზოლიანი წინდა აირჩიეთ...


ვერ იტანთ გაურკვევლობებს. თუ იეჭვებთ, რომ ადამიანი ერთგული არ არის ან მეგობარი ოდესმე დაგაღალატებთ, მასთან ურთიერთობას დაუფიქრებლად შეწყვეტთ. დამოუიდებელი და ძლიერი ხართ. არავის ეყრდნობით, საკუთარი თავის გარდა.
ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის ძლიერი კედელი და საიდუმლოებების ზარდახშა ხართ. შეგიძლიათ, მათ მთელი გულისყურით მოუსმინოთ (მაშინაც კი, თუ თავადაც ბევრი პრობლემა გაქვთ) და გამოსავალი აპოვნინოთ.
გახსოვდეთ, ურთიერთობა ორმხრივია. სასურველია, ძვირფას ადამიანებს გრძნობები და ემოციები თქვენც გაუზიაროთ. კომუნიკაცია უფრო დაგაახლოვებთ.


 


თუ კოპლებიანი წინდა აირჩიეთ...


თქვენში ორი პიროვნება ცხოვრობს, ერთი - მორცხვია, არასდროს ეპასუხება ადამიანებს, პროტესტის გარეშე ასრულებს მათ თხოვნებს/დავალებებს, გაურბის ყურადღების ცენტრში ყოფნას და კონფლიქტებს; მეორე - ხალისიანია და თავისებური გართობა უყვარს. შეგიძლიათ, სახლში ბოლო ხმაზე ჩართოთ მუსიკა და მარტომ იცეკვოთ ან საწოლზე იხტუნაოთ და მეგობართან ერთად ბალიშებით „იბრძოლოთ."


თუ კუბოკრული წინდა აირჩიეთ...


გადარეული, გიჟი და ჩარჩოებიდან ამოვარდნილი ხართ! მოგზაურობა გიზიდავთ. ახალი შთაბეჭდილებებისა და მძაფრი ემოციების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად გეჩვენებათ. ექსტრემალური შეგრძნებებისთვის ხართ დაბადებული, ამიტომ მოგწონთ თვითმფრინავიდან პატაშუტით გადმოხტომა, ალპინიზმი, დაივინგი, სერფინგი დიდ ტალრებზე და საშიში გართობის საშუალებები. 
სამეგობროში თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც პირველი სინჯავს ახალ კერძს ან სასმელს. მუდმივად რაღაცის ძიებაში ხართ! სანაცნობო წრის ხშირი გაფართოება ისევე გჭირდებათ, როგორც თევზს წყალი. 


 


თუ ტეხილებიანი წინდა აირჩიეთ...


სწრაფად აზროვნებთ, კრეატული ხართ, ნებისმიერი რამ (უსულო საგანი, მოვლენა, ცხოველი ან ფრინველი) შეიძლება იქცეს თქვენი შთაგონების წყაროდ. გიყვართ უწესრიგობა, ხართ დაბნეული, ხშირად კარგავთ ნივთებს. არასდროს მოიხადოთ ბოდიში მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხისგან განსხვავებული ხართ. საოცარი ქარიზმა გაქვთ, რომელიც ადამიანს მომენტალურად აჯადოებს. გიყვარდებათ ადვილად და ძლიერად. პარტნიორს არასდროს უღალატებთ ან მოატყუებთ.


 


თუ გულებიანი წინდა აირჩიეთ...


ძალიან რომანტიკული ხართ, გიყვართ ფლირტი. გჯერათ, რომ ყველა ადამიანს თავისი მეორე ნახევარი ჰყავს, რომელსაც ერთ დღეს აუცილებლად შეხვდება. გინდათ, რომ სიყვარულის ცეცხლმა თქვენს გულში მარადიულად იგიზგიზოს. 


 


თუ ყვავილებიანი წინდა აირჩიეთ...


ნამდვილი ოპტიმისტი ხართ, რომელიც ცხოვრებას ლამაზ ფერებში აღიქვამს და სჯერა, რომ მომავალი აუცილებლად მშვენიერი იქნება! ადამიანებს თბილად ექცევით, ყოველთვს ზრუნავთ გარშემომყოფებზე. პოზიტიურ ენერგიას ასხივებთ, რომელიც გადამდებია. 
ყველამ ვიცით, რომ შეუძლებელია, პიროვნება ყოველთვის ბედნიერი იყოს. ნუ გგონიათ, რომ ცრემლები სისუსტის ნიშანია. საკუთარ თავს ზოგჯერ სევდის უფლება მიეცით.


 


თუ ჭრელი წინდა აირჩიეთ...


თქვენ ხართ ადამაანი, რომელსაც აზრის დაფიქსირების არასდროს ეშინია. სამყარო თქვენი სცენაა და ყველა შანსს იყენებთ იმისთვის, რომ ადამიანებს მიმართოთ (კაცობრიობა შეაფხიზლოთ): წერთ რომანებს, ლექსებს, ქმნით მუსიკას ან სკულპტურებს, ხატავთ, აშენებთ შენობებს და ა.შ.
გეხერხებათ ადამიანების ყურადღების მიქცევა. აუხსნელი უნარის მეშვეობით მათ თქვენზე ფიქრს აიძულებთ. ხანდახან პათეტიკური ხართ, მაგრამ თქვენს მეგობრებს ეს არ აღიზიანებთ. 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?