თუ თქვენ პირველი გზა აირჩიეთ...
ჰარმონიული ადამიანი ხართ, სილამაზეს აფასებთ. პატივს სცემთ ტრადიციებსა და კულტურას. თქვენი მოზღვავებული ენერგია გინდათ გამოიყენოთ იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. თქვენი ცხოვრების გზა უჩვეულო თავგადასავლებს გპირდებათ. ის თქვენ აღფრთოვანებულს დაგტოვებთ. მოემზადეთ ზაფხულში დაუვიწყარი ცვლილებებისთვის.
თუ თქვენ მეორე გზა აირჩიეთ...
ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ. ამასთანავე, მამაცი, ერთგული და საიმედო მეგობრობა იცით. თქვენთვის ცხოვრება თამაშია. ამ გზაზე ქვის ბილიკია დაგებული, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ადამიანი, რომელიც ამ გზას ირჩევს, არასოდეს უშინდება მოსალოდნელ გამოწვევებს. თქვენ ყოველთვის მზად ხართ, ბრძოლას შეუერთდეთ და გჯერათ, რომ უკეთესი მომავალი გელით. მიზანთან ძალიან ახლოს ხართ. ძალიან საინტერესო იდეები გაქვთ.
თუ თქვენ მესამე სურათი აირჩიეთ...
ბევრ კითხვას სვამთ და პასუხებს ეძებთ. ძალიან ბევრს ფიქრობთ ცხოვრებაზე და ახალ-ახალ აღმოჩენებს აკეთებთ. ასეთ სიმწვანეში ჩაფლული ველური ბუნებიდან თავის დაღწევა ძალიან რთულია. იქნებ დადგა დრო, ცხოვრებაში სიახლე შეიტანოთ და ახალი გეგმები დაისახოთ. თქვენი სიმშვიდე თქვენი ძალაა. ცნობისმოყვარეობა საშუალებას გაძლევთ, ცხოვრებისეულ გზაზე ცვლილებები განახორციელოთ.
თუ თქვენ მეოთხე სურათი აირჩიეთ..
ექსტრავაგანტური ხართ, თქვენი ცხოვრება სავსეა ვნებებითა და ნათელი მომენტებით. თქვენი ორაზროვანი ბუნება ბევრს აღაფრთოვანებს. თქვენ ძალიან მაღალი ხეების რიგი აირჩიეთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეცნობიერად რაღაც ახალს ელით, უფრო მეტს, ვიდრე ახლა გაქვთ. ფრთხილად იყავით, წინსვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხი არ დაგიცდეთ. მეტი სერიოზულობა გმართებთ.
თუ თქვენ მეხუთე სურათი აირჩიეთ...
ადამიანები, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, მოკრძალებულები და გულწრფელები არიან. თქვენ შეგიძლიათ, დამალოთ აღშფოთება და სწრაფად აპატიოთ სხვებს. მნიშვნელოვანია ის, რომ თქვენ მიერ არჩეულ სურათზე შემოდგომის ტყეა. ეს არის შუალედური ეტაპი, ახალი ნაბიჯი გადადგათ ერთი პერიოდიდან მეორეზე. მართალია, ეს იქნება ეკლიანი გზა, თუმცა თქვენი გამძლეობით ყველაფერს მოერევით და ძალიან მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
თუ თქვენ მეექვსე სურათი აირჩიეთ...
მშვიდი და გააზრებული ადამიანი ხართ. ყოველთვის გირჩევნიათ, უჩინარი იყოთ და კონფიდენციალურობა გიყვართ. მალე გბეზრდებათ ადამიანთა წრეში დიდხანს ყოფნა. შეგიძლიათ, სხვებს თანაუგრძნოთ და გულწრფელი დამოკიდებულება გქონდეთ. თქვენი ცხოვრების გზა მშვიდი და დალაგებული იქნება.