გაიგეთ, რით ხართ გამორჩეული?

FUN-ტესტი

16 ივლისი 18:00, 2016 წელი

ეს რომ გაიგოთ, აირჩიეთ 12 თვიდან ის, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ... 

თუ თქვენ იანვარი აირჩიეთ...
ძალიან გიყვართ ხალხთან ურთიერთობა, განსაკუთრებით წარმატებულ და ცნობილ ადამიანებთან. კარგი მეგობრის სახელი გაქვთ. მეოცნებე ხართ. წყენას ადვილად ივიწყებთ. არ ხართ მომთხოვნი. ადვილად ემორჩილებით ხელმძღვანელის მითითებებს.


თუ თქვენ თებერვალი აირჩიეთ...
თქვენი საუკეთესო თვისება პრაქტიკულობაა. სტრესულ სიტუაციაში შეგიძლიათ, გაწონასწორებული ქცევით გააკვირვოთ გარშემომყოფები. გამძაფრებული გაქვთ სამართლიანობის განცდა. გახასიათებთ ფიცხი ხასიათი. მოაზროვნედ და კარგ მრჩევლად ითვლებით. არასოდეს იბრძვით დიდებისთვის.


თუ თქვენ მარტი აირჩიეთ...
ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათის ხართ. გამოირჩევით ცოცხალი გონებით. გახასიათებთ ლიდერის თვისებები, გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. მოგწონთ ჰუმანურ ადამიანებთან კონტაქტი. ძვირფასი ადამიანების პატიება გიჭირთ.  სითამამე არ გაკლიათ - ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლიათ, საერთო ენა გამონახოთ.


თუ თქვენ აპრილი აირჩიეთ...
გულისხმიერი და მგრძნობიარე ხართ. გიყვართ ბევრი ლაპარაკი და ინფორმაციული ხასიათის კითხვების დასმა.
გაქვთ კარგი იუმორის გრძნობა. ხართ იმპულსური, მებრძოლი და შრომისმოყვარე. გაქვთ კარგად განვითარებული ფანტაზია.


თუ თქვენ მაისი აირჩიეთ...
ქარიზმატული და მომხიბლავი ხართ. გიყვართ, როდესაც ყურადღებას გაქცევენ. დისკომფორტს გიქმნით სტატუსით თქვენზე მაღლა მდგომ ადამიანებთან ურთიერთობა. ადვილად იღებთ გადაწყვეტილებებს. გაქვთ კარგი მეხსიერება.


თუ თქვენ ივნისი აირჩიეთ...
ნიჭიერი და ზარმაცი ხართ. გიყვართ ტრადიციები. გახასიათებთ არაორდინარული ჩაცმის სტილი. მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება გაქვთ. გიყვართ სასიყვარულო თავგადასავლები. შეგიძლიათ, კარგად მართოთ მეორე ნახევარი.


თუ თქვენ ივლისი აირჩიეთ...
პოზიტიური და მხიარული ხართ. ძალიან გიყვართ ფლირტის გაბმა. მეგობრებისა და სანაცნობო წრეს კარგად იყენებთ საზოგადოებაში ადგილის დასამკვიდრებლად. შეგიძლიათ, ისე მოიქცეთ, რომ ყველა მოხიბლოთ. თქვენი მიზანი პოპულარობაა.


თუ თქვენ აგვისტო აირჩიეთ...
რისკიანი და დამოუკიდებელი ხართ. მომთმენი ხასიათითა და კეთილი გულით გამოირჩევით. ძალიან გიყვართ ფული და ბევრსაც ხარჯავთ, რის გამოც ხშირად ფინანსური კრიზისი გექმნებათ. ექსტრავაგანტური იმიჯით გამოირჩევით. ბოლომდე საკუთარი პრინციპების ერთგული ხართ.


თუ თქვენ სექტემბერი აირჩიეთ...
წესრიგის მოყვარული, კონსერვატიული და კარიერისტი ხართ. მთელი შეგნებული ცხოვრება მიზანდასახულად იღებთ განათლებას, რათა საბოლოო შედეგად სტაბილური და მაღალანაზღაურებადი სამსახური მიიღოთ. გამოირჩევით კრიტიკული აზროვნებით. ხშირად კამათობთ.


თუ თქვენ ოქტომბერი აირჩიეთ...
თქვენ ბედნიერებისთვის ხართ დაბადებული. ეტრფით ხელოვნებას, გიყვართ კარგი მუსიკა, სასიამოვნო გარემოში დასვენება, მხიარული თავგადასავლები. შეგიძლიათ, მოიკლოთ ყველაფერი, გართობის გარდა, მთელი თქვენი ფინანსები ამაში იხარჯება. ერთი სიტყვით, სრულ ჰარმონიაში ცხოვრობთ.


თუ თქვენ ნოემბერი აირჩიეთ...
კარგი აღნაგობით გამოირჩევით. გიყვართ ოცნება, სასიყვარულო თავგადასავლები. ცოდნის ამოუწურავი რესურსი გაგაჩნიათ. ძლიერი ხასიათი გაქვთ. თქვენი პოტენციალის გამოყენების შემთხვევაში, შეგიძლიათ, წარმატებული გახდეთ. ხელოვნებასთან კავშირი თქვენი განმუხტვის ყველაზე კარგი საშუალებაა.


თუ თქვენ დეკემბერი აირჩიეთ...
შინაარსიანი და გულისხმიერი ხართ. გიყვართ ოჯახი და მაღალი მატერიები. სწრაფად უღებთ ცხოვრებას ალღოს. რბილი ხასიათი გაქვთ. გიყვართ თავის გამოჩენა მაშინაც კი, თუ ეს აუცილებლობას არ მოითხოვს. მოგწონთ მოგზაურობა. ზომიერი ამბიციები გაგაჩნიათ, რაც თქვენს კარიერულ წინსვლას სწორად განსაზღვრავს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?