თუ თაფლისფერი ან შავი თვალები გაქვთ...
აქტიური, მგზნებარე, იმპულსური და ენერგიული ადამიანი ხართ. გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და პირველობა. საკუთარ თავში დარწმუნებული, ყოველთვის მახვილგონივრულად მოქმედებთ. გაქვთ იმის უნარი, რომ სწორი გამოსავალი იპოვოთ.
თუ მწვანე თვალები გაქვთ...
გამძლეობა, სიჯიუტე, სტაბილურობა და სიმტკიცე გახასიათებთ. პრინციპული და მიზანსწრაფული ხასიათი თქვენი მთავარი კოზირია. ოსტატური მანიპულაციებით მარტივად იცილებთ კონფლიქტურ სიტუაციებს. არის თქვენში რაღაც ამოუცნობი და იდუმალი.
თუ ლურჯი თვალები გაქვთ...
რომანტიკოსი, მეოცნებე, დაუცველი და მგრძნობიარე ხართ. თქვენი გონება და გრძნობები სიყვარულისკენ არის მიმართული. შეიძლება, სიყვარულის გამო დეპრესიაშიც კი ჩავარდეთ. სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნა კი ძალიან გაღიზიანებთ. კეთილსინდისიერი და გულუხვი ადამიანი ხართ.
თუ რუხი ნაცრისფერი თვალები გაქვთ...
ჭკვიანი, რეალისტი, პრაქტიკული და ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ. მყარად დგახართ ფეხზე. მოკრძალებული ამბიციები გამოძრავებთ. თქვენი თვალები თანაგრძნობას გამოხატავს. შეიძლება გეწოდოთ მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანი. სიყვარულში გამოირჩევით ერთგულებით. თქვენთვის უცხოა ვნება და რომანტიკა. როცა გიყვართ, ეჭვიანიც ხდებით. თქვენთვის მთავარი მიზანი მაინც დაბრკოლებების გადალახვაა.