რა არის თქვენი ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო (ტესტი)

FUN-ტესტი

16 ნოემბერი 18:00, 2016 წელი

აირჩიეთ რვა პრინტიდან ერთ-ერთი და გაიგეთ, რა ტიპის ქალი ხართ...

პასუხები:

1. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო ბავშვურობაა.

თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ულევი ენერგია აქვს. დაუღალავი და სპონტანური არსება ხართ, რომელსაც შეუძლია, ყოველთვის გაიცინოს და იუმორით მიუდგეს მამაკაცებს. თვალები მუდამ გაცისკროვნებული გაქვთ და საწინააღმდეგო სქესიც ყველაზე ხშირად სწორედ მათში ჩამალულ პაწაწინა ეშმაკუნებს ეთაყვანება. მათ მოსწონთ თქვენი უშუალობა და სილაღე. თქვენ შეგიძლიათ, კი არ გაურთულოთ, პირიქით, გაუმარტივოთ ცხოვრება პარტნიორს, სხვა თანამედროვე, პრეტენზიული გოგონებისგან განსხვავებით და ამას მამაკაცები გრძნობენ.

2. თქვენში მამაკაცებს მზრუნველი ბუნება მოსწონთ.
თქვენ ხართ ქალი, რომელიც მამაკაცებს, ამ მარადიულ ბავშვებს, მათთვის ასე საჭირო მზრუნველობითა და ყურადღებით ამარაგებს. სულ ფუსფუსებთ. სიხარულს განიჭებთ მათთვის სიამოვნების მინიჭება: რამე გემრიელის მომზადება, სიმყუდროვის შექმნა, მისთვის პერანგის დაუთოება. ყოველთვის მზად ხართ, მოუსმინოთ, მხარდაჭერა აგრძნობინოთ. მოკლედ, იდეალური ქალი და დედა ხართ, ნამდვილი განძი, რომლის მოპოვებაზე ყველა კაცი ოცნებობს.

3. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო ორიგინალურობაა.
თქვენ განსაკუთრებული ხართ, არავის ჰგავხართ. გაქვთ რაღაც, რაც მასიდან სრულიად გამოგარჩევთ. არ ჯდებით არავითარ სტერეოტიპში. თქვენ არ ხართ ქალის რომელიმე ტიპაჟი, ძალიან ინდივიდუალური ხართ. ურთიერთობაში თავისუფალი ხართ ბანალური ქალური სენტიმენტებისგან: არ იმახსოვრებთ პირველი პაემნის, პირველი კოცნის თარიღებს, რადგან თავი ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საინტერესო იდეებით გაქვთ სავსე. მამაკაცები აღმერთებენ თქვენ გარემოცვაში ყოფნას, რადგან ყოველი დღე და ყოველი წუთი სიახლითა და თავგადასავლებით არის სავსე თქვენ გვერდით.

4. თქვენ ხართ ქალი – გამოწვევა.
კაცებს მოსწონთ მძაფრი შეგრძნებები. ისინი ბუნებით მონადირეები არიან. ნიცშე წერდა: მამაკაცები ბავშვები არიან და მოსწონთ ქალი – სახიფათო სათამაშოო. სწორედ თქვენნაირ ქალს გულისხმობდა, ალბათ. თქვენ საბედისწერო ქალი ხართ, რომლისთვისაც მზად არიან, სისხლი დაღვარონ. აი, ის ტიპაჟი, მიუწვდომელს რომ ეძახიან. ყველა მამაკაცი რომ ოცნებობს მასზე, მაგრამ მხოლოდ მამაცები თუ ბედავენ მისი გულის დაპყრობისთვის ბრძოლას.


5. თქვენი მომხიბვლელობის საიდუმლო მოკრძალებულობაა.
იცით, კაცებს თქვენნაირი ქალების არსებობის არ სჯერათ, სანამ თქვენ შეგხვდებიან. ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება არსებობდეს ქალი, რომელსაც არ აინტერესებს რჩეულის არც თანამდებობა, არც ფინანსური მდგომარეობა. თქვენთვის უფრო ღირებული სხვა რამაა და არც ყოველ კვირას ახალი ფეხსაცმლის ან კაბის ფულს არ მოსთხოვთ. თქვენ იგი გიყვართ, უბრალოდ, იმიტომ, რომ თქვენ გვერდითაა, თქვენია და არა იმიტომ, რომ საჩუქრებით გამარაგებთ. არ გაქვთ არარეალური მოთხოვნები და არც გმირობის ჩადენას ითხოვთ მისგან – აი, რა იზიდავთ მამაკაცებს თქვენში.


6. თქვენი ქალური მომხიბვლელობის საიდუმლო სინაზეა.
თქვენ ძალიან ქალური ხართ: რომანტიკული, მსუბუქი, ელეგანტური, ნაზი და დახვეწილი. ბედნიერი ხართ, როცა თქვენზე ზრუნავენ და მამაკაცებსაც მეტი რა უნდათ იმისთვის, რომ ნამდვილ მამაკაცად იგრძნონ თავი? ცხოვრებას ოპტიმისტურად უყურებთ, ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტივს ეძებთ. თქვენთვის უცხოა უხეშობა, აგრესია, საკუთარი ინტერესებისთვის მამაკაცივით ბრძოლა, ქალურ ხრიკებს იყენებთ თქვენის გასატანად. არ ცდილობთ, ფეხი დააბიჯოთ მტკივნეულ ადგილზე, მხოლოდ სიყვარულსა და ყურადღებას ითხოვთ მისგან და ამის გამო ისინი ძალიან გაფასებენ.


7. თქვენ რკინის ლედი ხართ. მტკიცე, ჭკვიანი, თავდაჯერებული.
ყოველთვის ზუსტად იცით, რა გინდათ. გაქვთ თქვენი ცხოვრება, თქვენი მიზნები და ოცნებები, რომლისკენაც მიილტვით და არაფრის და არავის გამო არ უღალატებთ საკუთარ გზას. თქვენ არ ელოდებით თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს, რომელიც მოვა და ყველა პრობლემას მოგიგვარებთ, ყველა ოცნებას აგიხდენთ. თქვენს სახეზე კაცები ვერასოდეს ნახავენ ცრემლს. ბევრ მამაკაცს მოსწონს ასეთი ძლიერი ქალი, რომელსაც შეუძლია, საკუთარ ხელში აიღოს ცხოვრების სადავეები და გაუმკლავდეს ნებისმიერ სირთულეს.


8. თქვენი მთავარი ქალური კოზირი სექსუალურობაა.
თქვენ ძალიან მგრძნობიარე ხართ, ყველაზე მომხიბლავი ქალის ტიპი მამაკაცებისთვის – ქალური და ამავდროულად ძალიან სექსუალური. თქვენ იცით საკუთარი ღირსებები და მათი გამოყენება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების გულების დასაპყრობად. თქვენ არ მიიჩნევთ, რომ სექსის ინიციატორი კაცი უნდა იყოს, პირველი ნაბიჯების გადადგმაც ძალიან ზუსტად შეგიძლიათ და კაცებიც გაღმერთებენ, რადგან თქვენ გვერდით თავს სასურველად და სექსუალურად გრძნობენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?