A - გაწონასწორებული, პრაქტიკული და მომთმენი ადამიანი ხართ. ყველა აღიარებს, რომ ერთგული და გულწრფელი მეგობრობა იცით. ზოგჯერ ცივი ხდებით, რაც ხელს გიშლით გარშემომყოფებთან ურთიერთობებში.
B - გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა. ზუსტად იცით, რა გსურთ და მიზანსაც აღწევთ. ინტელიგენტი და ძლიერი ადამიანი ხართ. საკუთარ თავში დარწმუნებულს გიყვართ, იყოთ ყველაფერში პირველი. მოკლედ, ძალაუფლება მოგწონთ.
V - გიჭირთ, განახორციელოთ თქვენი მიზნები და იდეები, თუმცა მთავარი მოთმინებაა და ყველაფერს შეძლებთ.
G - მოუთმენელი და ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ, ეს ყველაფერზე მოქმედებს. თქვენი კოზირია ურთიერთობები, ენერგეტიკა და დინამიზმი.
D - ასეთი პოზით, ძირითადად, ქალბატონები სხედან. ისინი თავის თავში საკმარისად თავდაჯერებულები არ არიან. ისინი მერყეობენ სხვადასხვა საკითხებზე და უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება.
E - საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი ხართ. თქვენ შეგიძლიათ, იცხოვროთ დამოუკიდებლად.
J - გულწრფელი ადამიანი ხართ. ყველაფერში წესრიგი გიყვართ. გარეგნულად გარშემომყოფებს ცივ ადამიანად ეჩვენებით, მაგრამ ასე სულაც არ არის, თქვენ ნამდვილად ოქროს გული გაქვთ.
Z - არ ხართ გახსნილი ადამიანი, მუდამ კბილებით იცავთ თქვენს პოზიციას. გარშემომყოფებს ეშინიათ თქვენი რეაქციების და გაურბიან თქვენთან პირისპირ საუბარს. ეს ყველაფერი კი თქვენზე მოქმედებს და თავს მარტო გრძნობთ.
I - მერყევი ადამიანი ხართ, ხალხს გაურბიხართ და ხშირად ატარებთ დროს მარტოობაში.
K - ეჭვიანი ბუნება გაქვთ. გიყვართ, იყოთ ყველგან და ყველაფერში პირველი, გარშემომყოფებზე დომინირებთ. თქვენთან ურთიერთობა არ არის ადვილი.