ლურჯი ჩიტი - ფსიქოლოგიური ტესტი

FUN-ტესტი

5 იანვარი 18:00, 2017 წელი

გაიგეთ, როგორი ადამიანი ხართ...

ერთხელ თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. მოგეწონათ და გადაწყვიტეთ, დაიტოვოთ. თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა ლურჯი ფერი შეიცვალა და ყვითელი გახდა! მეტიც, ეს საოცარი ჩიტი ფერს იცვლის ყოველ ღამე. მესამე დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით - შავი.
და აი, გათენდა მეხუთე დღე. რა ფერის იქნება ჩიტი?


1. არ იცვლის ფერს, ის ისევ შავია.


2. უბრუნდება თავის საწყის ლურჯ ფერს.


3. თეთრი ფერის ხდება.


4. ოქროსფერი ხდება.


პასუხები:


ოთახში შემოფრენილი ჩიტი აღიქმება, როგორც წარმატების სიმბოლო, მაგრამ მისი ფერის მოულოდნელი ცვლილება იწვევს თქვენს შეშფოთებას, შეგრძნებას იმისა, რომ ბედნიერება შეიძლება ხანმოკლე აღმოჩნდეს.


ამ სიტუაციაში თქვენი რეაქცია იმის დემონსტრირებაა, როგორ რეაგირებთ ცხოვრებისეულ სიძნელეებსა და მოულოდნელობებზე.


1. ისინი, ვინც უპასუხა, რომ ჩიტი დარჩა შავი ფერის, ცხოვრებას უყურებენ პესიმისტურად. თქვენ ფიქრობთ, რომ, თუ სიტუაცია ერთხელ გაუარესდა, შემდეგ არ გამოსწორდება.
იქნებ, ასე იფიქროთ: თუ ყველაფერი ძალიან ცუდადაა, მაშინ ამაზე უარესი არაფერი მოხდება. დაიმახსოვრეთ, რომ არ არსებობს ისეთი წვიმა, რომელიც არ გადაიღებს და ისეთი ღამე, რომელიც არ გათენდება.


2. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი ისევ ლურჯი ფერის გახდა, პრაქტიკული ოპტიმისტები არიან.
თქვენ გწამთ, რომ ცხოვრება კარგისა და ცუდის ნაზავია და საჭიროა, ამ რეალობის შეგუება. უსიამოვნებებს მშვიდად ხვდებით, ყოველგვარი ზედმეტი შფოთისა და სტრესის გარეშე. ასეთი მიდგომა საშუალებას გაძლევთ, უსაფრთხოდ გადაიტანოთ მღელვარებები და არ მისცეთ საშუალება, თან გაგიყოლონ.


3. ისინი, ვინც უპასუხეს, რომ ჩიტი გახდა თეთრი ფერის, პრობლემის დროსაც მშვიდად და მტკიცედ იქცევიან.
თქვენ არ კარგავთ დროს ნერვიულობასა და ყოყმანზე, მაშინაც კი, როცა კრიზისი გაქვთ. როცა სიტუაცია საკმაოდ მძიმდება, თქვენ გირჩევნიათ, შარში არ გაეხვეთ, დროულად შეწყვიტოთ უსარგებლო საქმე და საკუთარი მიზნისკენ სხვა გზა ეძებოთ.

4. ისინი, ვინც თქვეს, რომ ჩიტი ოქროსფერი გახდა, შეიძლება ერთი სიტყვით აღვწეროთ - „უშიშარი“.
ნებისმიერი კრიზისი თქვენთვის ხელსაყრელი შესაძლებლობაა. თქვენი შედარება შეიძლება ნაპოლეონთან, რომელმაც თქვა: „შეუძლებელი – ეს არ არის ფრანგული სიტყვა“.
მაგრამ ფრთხილად იყავით, რათა თქვენმა უსაზღვრო თავდაჯერებულობამ ყურადღება არ მოგიდუნოთ. გახსოვდეთ, სიმამაცესა და უგუნურებას შორის ძალზე მოკლე მანძილია.

საკნატუნო ამბები

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ზეპირი ანკეტა

შოთა იათაშვილი: „ხალისი სულ მაქვს, მაგრამ სევდაც სულ თან დამყვება“

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია პოეტი შოთა იათაშვილი.
საკნატუნო ამბები

იმისთვის, რომ კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო

„ბიძაჩემი ამბობს, რომ ქალები უკეთესი მზარეულები არიან, სამზარეულოშია მათი ადგილი და „ქალური მოვალეობაც“ კარგად უნდა შეასრულონ“, - წერს ბეირუთელი ფოტოგრაფი ალი რეზკალაჰი. „ვიცი, რომ ყველა კაცი ბიძაჩემივით არაა, ამიტომაც გამოვიგონე პარალელური სამყარო, სადაც კაცისა და ქალის როლები შევცვალე, რათა კაცებმაც შეიგრძნონ სექსიზმის გემო“.
PR კლუბი

ზურა თალაკვაძე: „პიარში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებთან ურთიერთობის ნიჭია“

ავსტრიაში აღებული ჰონორარით ბაბუას „ქემელი" რომ უყიდა, ამას დღეს ღიმილით იხსენებს. თუმცა ყველაფერი სწორედ იქიდან დაიწყო, საქართველოში დაბრუნებას კი კიდევ უფრო საინტერესო ცხოვრება მოჰყვა... 
საკნატუნო ამბები

მწერები სამკაულებად - ეს მართლაც დიდებული სანახაობაა!

მწერების ბევრს ეშინია და, სიმართლე რომ ითქვას, ეს არც არის გასაკვირი. მაგრამ ეს ხელნაკეთი ხოჭოები მხოლოდ შემქმნელის საოცარი ნიჭით „გვაშინებს“...
საკნატუნო ამბები

მათ ცნობილი ფოტოების გამეორება სურდათ, მაგრამ შემთხვევით „შედევრები“ შექმნეს

სხვისი მიღწევის გამეორება საკმაოდ ძნელია, მაგრამ დღევანდელი ფოტოების გმირებმა ეს შეძლეს და მეტიც - პოპულარულ ფოტოებს „თავიანთი წილი ნიგუზალი“ დაუმატეს!
იცით თუ არა...

რას ნიშნავს იდუმალი „13“ აშშ დოლარზე?

1862 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც პირველი დოლარი დაიბეჭდა, აშშ-ის ეროვნული ვალუტა ყოველთვის მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. დოლარის შექმნას საინტერესო ისტორია აქვს და უამრავ საიდუმლოსაც მალავს. ერთ-ერთი ასეთია რიცხვი „13“... 
ამბები

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი გამოცხადდა

განათლების საერთაშორისო ცენტრში სასტიპენდიო კონკურსი "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" გამოცხადდა.
თემატური ჰოროსკოპი

ქალის ჯადოსნური უნარი მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

იცით, რომ ასეთი ძალა ყოველ ქალს აქვს და ისე იყენებს ყოველდღიურად, რომ ვერც კი ამჩნევს?..
FUN-ტესტი

7 ბილიკიდან აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, რა ცვლილებები გელოდებათ ცხოვრებაში

ყოველი ადამიანი თავად ირჩევს თავისი ცხოვრების გზას. თუ თქვენ ახლა გზაჯვარედინზე დგახართ, აირჩიეთ ქვემოთ მოცემული ბილიკებიდან ერთ-ერთი და შეიტყვეთ, რა ცვლილებებს უნდა ელოდოთ ამ წელს.
რჩევები დიასახლისებს

„ავი თვალი“ და ჯადო - როგორ გვიცავს ბუნებრივი ქვების მისტიკური თვისებები?

მნიშვნელობა არ აქვს, გჯერათ თუ არა „ავი თვალის“ არსებობა, ნებისმიერ შემთხვევაში ახერხებს თქვენი ენერგეტიკული ველის დაზიანებას ის ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც თქვენი მტრებისგან მოდის. ნეგატიური აურისგან თავის დასაცავად უამრავი გზა არსებობს, მაგრამ მათ შორის - ნატურალურ ქვები ყველაზე ხელმისაწვდომი და ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. 
თავსატეხი

თავსატეხი ფეხბურთის მოყვარულებისთვის

თქვენ წინაშეა მაისურები, რომლებსაც ცნობილი ფეხბურთელების გვარები ამშვენებს. ნახატზე კიდევ ერთი ცნობილი ფეხბურთელის გვარიცაა დაშიფრული. შეძლებთ გამოცნობას?