საინფორმაციო შეხვედრა "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019" -ის კონკურსანტებთან

ამბები

19 აპრილი 15:08, 2018 წელი

დღეს, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში ფრანგული სასტიპენდიო კონკურსის გამარჯვებულებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო შეხვედრაზე კონკურსანტებმა  Campus France-ის და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმოდგენლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს უნივერსიტეტში ჩარიცხვის, გამგზავრებამდე და გამგზავრების შემდეგ განსახორციელებელი პროცედურების შესახებ.


 2018- 2019 სასწავლო წელს პროგრამის განხორციელების შედეგად 17 სტიპენდია გაიცემა როგორც ფრანგულენოვან, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე პრიორიტეტულად განსაზღვრული მიმართულებით მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად.


აღნიშნული პროგრამა 2016 წელიდან ხორციელდება და უკვე 30-ზე მეტი სტიპენდია გაიცა  საქართველოს მოქალაქეებზე საფრანგეთის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სასწავლებლად. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი,  საფრანგეთის საელჩო საქართველოში და კამპუსს ფრანსი ერთობლივად  დააფინანსებენ პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კონკურსანტებს. სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებულები საქართველოში დაბრუნდებიან და მოღვაწეობას განაგრძობენ სპეციალობის შესაბამის სფეროში 3 წლის ვადით.  ასევე, ცენტრის მიერ შეთავაზების შემთხვევაში,  ითანამშრომლებენ საქართველოს  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.


პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე საფრანგეთში ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.


დაფინანება გულისხმობს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას:



  • სწავლის (სავარაუდო) ხარჯების საფასური;

  • ყოველთვიური სტიპენდია - 767 ევროს ოდენობით (ათი თვის განმავლობაში);

  • სტუდენტური დაზღვევის ხარჯები;

  • სავიზო მოსაკრებელი;

  • დოსიეს შექმნის ხარჯები.


სასტიპენდიო პროგრამის "სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში" ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი პროგრამული მიმართულებები/დარგთაშორისი მიმართულებები/სპეციალობები:



  • აგრარული მეცნიერებანი;

  • განათლება;

  • ინჟინერია;

  • მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი;

  • სოციალური მეცნიერებები;

  • ჰუმანიტარული მეცნიერებანი;

  • სამართალი;

  • რქიტექტურა;

  • საჯარო მმართველობა;

  • მენეჯმენტი.

დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.
დღის ჰოროსკოპი

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1-ლი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ტექნიკა, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება თანამედროვე სამზარეულოში

როგორი უნდა იყოს თანამედროვე სამზარეულო? - პირველ რიგში, ის არ უნდა იკავებდეს დიდ ადგილს სახლში, რადგან თანამდროვე ცხოვრების სტილი მჭიდროდაა დაკავშირებული სტუდიოს ტიპის მცირე ფართის ბინებთან. გარდა ამისა, სამზარეულოში ნებისმიერი ინგრედიენტის დამუშავებისთვის განკუთვნილი დანადგარი ტექნოლოგიურად სულ უფროდაუფრო მეტად იხვეწება. ასე რომ, დღეს შინ თავისუფლად შეძლებთ ისეთივე გემრიელი კარტოფილი ფრის მომზადებას, როგორც - ჩვენს საყვარელ ფასტფუდის რესტორნებში.
დღის ჰოროსკოპი

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში საქართველოში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი საინფორმაციო კამპანია დაიწყო

„იმოგზაურე ვისოლთან ერთად“ პროექტის ფარგლებში შიდა ტურიზმის  მხარდამჭერი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივი ტურისტებისათვის  დღემდე თითქმის უცნობი მცირე საოჯახო ტურისტული ობიექტების შესახებ ცნობადონის ამაღლებით ვისოლს სურს პანდემიის ზეგავლენით შემოსავლების გარეშე დარჩენილ მცირე ბიზნესს ვიზიტორების ნაკადი შეუქმნას და დააძლევინოს კრიზისი. 
NEW

საუკეთესო ქართველმა მოდებატეებმა დებატების საერთაშორისო აკადემიაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა

საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემიაში, რომელსაც ორგანიზებას „საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო ასოციაცია (IDEA)“ უწევს და რომელიც წელს პირველად ონლაინფორმატში ჩატარდა, ქართველმა მოდებატეებმა ხუთიდან ოთხ თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვეს და აკადემიის ხუთ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანმანათლებლო დებატების საერთაშორისო აკადემია ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?