ქეთი კენკიშვილი: „ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ის ჯერ უნდა შეიცნო და შემდეგ დააგემოვნო“

ამბები

12 ივლისი 11:10

კომპანია GWS-ის ელჩი ღვინის  შესახებ და მის გემოვნურ თვისებებზე.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია GWS  ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც  1993 წელს  თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“ -ის ბაზაზე შეიქმნა. დღესდღეობით, „GWS”-ის მფლობელობაში  350 ჰექტარი ვენახია. ვენახების უმრავლესობა 15-25 წლისაა. მათგან 280-ს წითელი ყურძნის სახეობები იკავებს, დანარჩენი 120 კი, თეთრ ჯიშებს ეკუთვნის. 70% ქართული ტრადიციული ყურძნის ჯიშები წარმოადგებს, 30% კი, საერთაშორისო ცნობილი სახეობებია.  კომპანია აწარმოებს წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინოსა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს, რომელიც თამადას, ძველი თბილისის, ადამანტი, ვისმინოსა და ელიბოს სახითაა ცნობილი.

ღვინის წარმოებასა, მის მნიშვნელობასა და გემოვნურ თვისებებზე, საკუთარ კარიერულ მოღვაწეობასა და იმ ნარატივზე რაც დღემდე მოიყვანა,  გვესაუბრება კომპანია GWS-ის ელჩი ქეთი კენკიშვილი:

ბავშვობიდანვე ძალიან მიყვარდა ფრანგული ენა. დავდოდი ფრანგულ სკოლაში. სწავლა გავაგრძელე საფრანგეთში სტრასბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოგვიანებით დავბრუნდი საქართველოში და მას შემდეგ ვცხოვრობ თბილისში.

- კარიეული მოღვაწეობა სად და როგორ განაგრძეთ?

-  ამის შემდეგ, სხვადასხვა პროფესიით, საკმაოდ  ბევრგან მომიწია მუშაობა. კერძო კომპანიაშიც და საერთაშორისო პროექტებშიც. ბოლო პერიოდში 3 წლის განმავლობაში ვიყავი საფრანგეთის სავაჭრო პალატის დირექტორი


კომპანია GWS-ის  შესახებ ბავშვობიდან ვფლობდი გარკვეულ ინფორმაციას, რადგან ის თავიდანვე ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანია იყო. მივიღე მოწვევა ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმლების კომპანიიდან, რომ გავმხდარიყავი მათი ელჩი. იმ პერიოდში კომპანიას  ელჩი საერთოდ არ ჰყავდა, ზოგადად, მაშინ ეს პოზიცია საერთოდ არც არსებობდა. დღესაც საქართველოში არსებულ კომპანიებს  ძალიან ცოტას თუ აქვს მსგავსი პოზიცია შექმნილი.



-  რას ნიშნავს ეს პოზიცია კომპანიისთვის?


-  ელჩი ნიშნავს იყო წარმომადგენელი კომპანიის და შესაბამისად მისი პროდუქციის პრიორიტეტულ ბაზრებზე.


-  თქვენ ხართ GWS-ის ელჩი, თქვენ წარადგენთ პროდუქციას უცხოურ ბაზრებზე, ხართ კომპანიის სახე სხვა ქვეყნებში. კონკრეტულად, რომ გვითხრათ, რას მოიცავს თქვენი პოზიცია? რა გევალებათ?


-  ჩემი მოვალეობა საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობაა. ასევე, ჩემი ძირითადი მოვალეობაა, რომ წარვადგინო კომპანია და მისი პროდუქცია საქართველოსა და სხვადასხვა პრიორიტეტულ ბაზრებზე. პრიორიტეტული ბაზრებია მაგალითად, უკრაინა, ჩინეთი, რუსეთი, პოლონეთი, ყაზახეთი  და. ა.შ. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით, ნამდვილად, ბევრ ადგილას იცნობენ ქართულ ღვინოს და აფასებენ მის ხარისხსა და სტილს. ქართული ღვინო ნამდვილად უნიკალურია, მისი ჯიშებითა და ხასიათით .ასევე ზოგიერთ ქვეყანაში ,ვმართავთ სხვადასხვა  ღონისძიებებსა და შეხვედრებს.  ასევე, არსებობს ბაზრები, სადაც ჩემგან ელოდებიან საინტერესო ინფორმაციებს ღვინის, საქართველოსა და  ჩვენი კულტურის შესახებ.


- რატომ ღვინის კომპანია, საიდან წამოვიდა ინტერესი ღვინის წარმოებაზე?


- ზოგადად, საქართველო ღვინის სამშობლოა. ჩემთვის რთულად წარმოსადგენია ქართველი ადამიანი, რომელსაც ღვინის მიმართ ინტერესი არ აქვს. ძალიან მიხარია, რომ საქართველო ძალიან ბევრმა ადამიანმა , როგორც ღვინის სამშობლო ისე გაიცნო. საქართველოს კულტურაში ღვინოსა და ვენახს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 


- თქვენ, როგორც პროფესიონალი, ღვინის დაგემოვნებისას, რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?


-  ღვინის დაგემოვნების დროს ყველაზე დიდ ყურადღებას მის მთლიანობასა და ბალანსს ვაქცევ. მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ არის ერთმანეთთან შერწყმული ღვინის ფერი, არომატი, ტანინი და მჟავიანობა. მნიშვნელოვანია, ასევე, თუ რა ემოცია მოაქვს ღვინოს ჩემამდე. ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ამიტომ ის ჯერ უნდა შეიცნო და შემდეგ დააგემოვნო, რადგან მან ბოლომდე მოიტანოს შენამდე ის ემოცია, რისი მოტანაც მას შეუძლია.


-  თქვენ როგორ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?


- პირადად უპირატესობას მშრალ ღვინოს ვანიჭებ. მიყვარს თეთრიც და წითელიც.


-  ცნობილია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა კერძს მივირთმევთ კონკრეტული სახეობის ღვინის დაგეგმოვნებისას, თქვენ რა რჩევას მოგვცემდით?


-  უპირველესად,  ნებისმიერი ღვინის შერჩევისას ადამიანმა უნდა გაითვალისწინოს თავისი გემოვნება. როგორი ღვინო უყვარს? მშრალი თუ ტკბილი? ამის შემდეგ უნდა დაისვას კითხვა, მხოლოდ ღვინის დაგემოვნება  სურს ადამიანს თუ რაიმე კონკრეტულ კერძთან ერთად აგემოვნებს. თეთრი ღვინო არის უფრო მეტად თხელი, მსუბუქი. ის არ არის იმდენად ინტენსიური და მკვეთრად გამოხატული, როგორც წითელი. შესაბამისად, თეთრი ღვინო უფრო მეტად მსუბუქ კერძებთან ერთად მიირთმევა, მაგალითად, როგორიცაა, ბოსტნეული, თევზეული, ზღვის პროდუქტები. წითელი ღვინო უფრო მეტად ხორცს უხდება, რადგან ხორცს მკვეთრად გამოხატული გემოვნური თვისებები აქვს. ერთი მხრივ აუცილებელია, რომ თვითონ ღვინო იყოს დაბალანსებული, მეორე მხრივ კი, კერძთან უნდა იყოს ბალანსში. კერძის არომატები, მათ შორის, მჟავიანობა და სიმკვეთრე უნდა შესაბამებოდეს ღვინის გემოვნურ თვისებებს. 


-  შეაფასეთ ქართული ბაზარი,როგორც ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ?


-  ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი,რომ ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ბაზარი საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ჩვენი კომპანია მთავარ აქცენტს - ღვინის ხარისხსა და პროფესიონალიზმზე აკეთებს. ჩვენ მთელ პროცესს ვენახის მოვლიდან ღვინის დაწურვამდე თავად ვაკონტროლებთ, რაც მაღალი ხარისსხის გარანტია. ჩვენი ღვინოები ძალიან დიდი წარმატებით იყიდება როგორც ტრადიციულ, ისე ახალ ბაზრებზე. ტრადიციიული ბაზრებია საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი. ბოლო პერიოდში გაჩნდა ახალი ბაზრები ქართული ღვინისთვის: პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, აშშ...


-  სულ ახლახანს კომპანიამ ტრადიციული ღონისძიება გამართა, ამეჯრად ბაროკოს სტილში სახელწოდებით „ტკბობის ბაღი“ , სადაც საკულტო ღვინოების წარდგენა მოხდა, ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?


-  უკვე მესამე წელია კომპანია ჯივიესში ტრადიციულად ვაწყობთ ღონისძიებას, სადაც ჩვენს სტუმრებს ახალ პროდუქტებს წარვუდგენთ. 2016 წელს ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ 40 წლის იუბილე აღნიშნა, სადაც სტუმრებს ახალი ბრენდი ვისმინო წარვუდგინეთ. 2017 წელს ბახუსის ზეიმი მოვაწყეთ და სტუმრებს ექსკლუზიურად შევთავაზეთ თამადას დიდებული რეზერვი და ქვევრი.   ამ წლის 23 ივნისს ჯივიესში გავმართეთ ღონისძიება სადაც ჩვენს სტუმრებს წარვუდგინეთ ახალი საკულტო ღვინოების კოლექცია „საქართველოს ფერები“. ეს კოლექცია მოიცავს სამ ღვინოს: ერთი თეთრი სახელწოდებით ვარდისუბანი და ორი წითელი სახელწოდებით აკურა და ართანა. რატომ ტკბობის ბაღი? საკულტო ღვინოები გულისხმობს პრემიალურზე მაღალი ხაზის ღვინოებს რომელსაც მეღვინეები სრული მრძნობელობით ძალიან მცირე რაოდენობით ქმნიან. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ღონისძიების თემად ბაროკო, ვინაიდან მოგეხსენებათ, ბაროკოს მახასიათებლებია ექსპრესიულობა, სიცოცხლით ტკბობა, სიცოცხლის ზეიმია.


- კომპანიის სამომავლო და სტრატეგიულ გეგმებზე რას გვეტყვით?


-  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ღვინოები. მათი ხარისხი და სტილი. ასე იყო წარსულში, კიდევ უფრო მეტად არის დღეს  და ასე გაძლიერდება მომავალშიც. დაახლოებით 4-5 წელია ძალინ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელეთ ვენახებში, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ყურძნის ხარისხზე, შევცვალეთ მევანეხეობის პრაქტიკა, იმისთვის რომ საბოლოოდ ჩვენი ღვინის ხარისხი გაგვეუმჯობესებინა. ღვინოების ეს ხარისხი, მევენახეობის ეს ხარისხი არის ჯივიესის სტრატეგიის მთავარი საყრდენი. ბოლო რამნდენიმე წლის განმავლობაში ჯივიესს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა როგორც მოცულობის ისე ღირებულების თვალზასზისით. ჩვენს  სტრატეგიას სამ ღერძს ემყარება: პირველი ეს არის ჩვენი ღვინოების ხარისხი და სტილი, რომელიც აღიარებულია როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივ ბაზარზე. მეორე  - ეს არის კომერციული ტრატეგია, კერძოდ  მრავალფეროვანი ბაზრები. ისტორიულად ჯივიესის პროდუქცია გადიოდა ექსპორტზე რუსეთში, უკრაინაში. ბოლო რამდენიმე წელია მოვიძიეთ ახალი ბაზრები როგორიც არის ჩინეთი, თუმცა ახლა უკვე მათ შემოუერთდა დასავლეთ ევროპაც. სხვათა შორიც სიმბოლურად საფრანგეთშიც გაგვაქვს ღვინო ექსპორტზე. ეს ჩვენთვის დიდი წარმატებაა. სტრატეგიის მესამე ძირითადი ღერძი არის ჩვენი ბრენდების პორთფელის განვითარება. ბოლო რამდენიმე წელია განვავითარეთ ახალი ბრენდები. ისტორიულად ჯივიესი აწარმოებდა ძველ თბილისს და თამადას. ბოლო პერიოდში შევქმენით „ვისმინო“ ქართული ბაზრისთვის, თამადას დავამატეთ სუპერპრემიალური ხაზი დიდებული რეზერვის და ქვევრის სახით. წელს მომხმარებელს ახალი საკულტო ღვინოების კოლექცია წარვუდგინეთ. აი ეს სამი ძირითადი სტატეგია გვაქვს - ჩვენი ღვინოების ხარისხი, ჩვენი საექსორტო ბაზრების მრავალფეროვნება და ჩვენი პროდუქტების და სამარკო ნიშნების პორტფელის განვითარება. 


საკნატუნო ამბები

კარგი სექსი იწყება გონებიდან, ცუდიც, სამწუხაროდ

ნუ აიკვიატებთ იმაზე ფიქრს, იდეალური ხართ თუ არა და მოსწონხართ თუ არა ლოგინში თქვენს პარტნიორს. მთავარი სხვა რამ არის....
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არარეალური გოგოები: ვარსკვლავები კომიქსების გმირების წინააღმდეგ

ამ მსახიობებმა სუპერგმირების განსასახიერებლად შეუძლებელი შეძლეს: მთელ დღეებს სპორტდარბაზებში ატარებდნენ და ლატექსის კოსტიუმში გამოწყობილნი დუბლს დუბლზე იღებდნენ.
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

"საზოგადოების თანამედროვეობისკენ შეცვლისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მთავარი ძალაქალები იქნებიან"

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობა აუცილებელია.
ამბები

თეიმურაზ გორჯესტანი: გადავწყვიტე, დამეცვა დედაჩემი არამარტო მუქარისგან, არამედ საერთო სიცრუისგან

“ვიყავი ლონდონში, როდესაც მუქარა მივიღე ჩემს სოციალურ ქსელში, შემდეგ გავიგე, რომ იგივე მუქარა მიიღეს ჩემმა დამ და დედამ",-ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა თეიმურაზ გორჯესტანმა განაცხადა. 
საკნატუნო ამბები

რა ღირს რიგითი ნიუ-იორკელის ჩაცმულობა? (16 ფოტო)

New York Fashion Week-ის დროს ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, თავისებური მოდის კვირეული მოეწყოთ, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ნიუ-იორკის ქუჩებში. კორესპონდენტებმა მეგაპოლისის მცხოვრებლებს სთხოვეს, დაესახელებინათ თანხა, რომელიც მათ სამოსსა თუ აქსესუარებში გადაიხადეს.    
საკნატუნო ამბები

რაზე ფიქრობს ქალი ორალური სექსის დროს?

გგონიათ, რომ ამ დროს ქალი სიამოვნებისგან ფიქრის უნარს კარგავს? სულ ტყუილად.
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ყველაზე ლამაზი ეკრანული წყვილები

ყველა დროისა და ყველა თაობის ყველაზე რომანტიკული კინოწყვილების რეიტინგი...
ამბები

თეგეტას ფილიალები დამატებით კვირა დღეს იმუშავებენ   

საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურის ვარდნისა და უხვი ნალექის გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული.