32 წლის ანა მამულაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება!

ამბები

17 ივლისი 15:35

32 წლის ანა მამულაშვილს თურქეთში ჩატარებული კვლევებით დაუდგინდა ავთვისებიანი მელანომას რეციდივი, მრავლობოთი მეტასტაზებით ფილტვებზე, ღვიძლზე, საშვილოსნოსა და კაუდალურ წილში. ექიმებმა ანას გამოჯანრთელების იმედი მისცეს.

დაენიშნა Target თერაპია (ტაბლეტური მკურნალობა) ხანგრძლივი ვადით.


ამ მეთოდით მკურნალობა და დანიშნული სხვადასხვა სახის კვლევის ჩატარება, წლის განმავლობაში  მინიმუმ 113 360 ლარი ჯდება. მკურნალობის ხანგრძლოვობა კი, დამოკიდებულია მკურნალობის შედეგზე, ამიტომ ამ თანხის მობილიზება ანას სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. თანხის შეგროვებას  ვცდილობთ ყველანაირი გზით და მეთოდით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან, ასევე ბიზნეს სექტორთან  ურთიერთობით, თუმცა ერთი წლის მკურნალობის თანხა ჯერ  ვერ შევაგროვეთ. იქიდან გამომდინარე, რომ მედიკამენტების ყიდვა ყოველთვიურად არის საჭირო, პროცესს მივყვებით ფეხდაფეხ და ვცდლობთ ანას მკურნალობის კურსი არ ჩაუვარდეს.


ანამ დანიშნული მედიკამენტები Mekinist 2 მგ.  და Tafinlar  75 მგ. უნდა მიიღოს ყოველდღიურად. 2-ვე პრეპარატი თვის განმავლობაში ჯდება 7500 ლარი, არ იყიდება საქართველოში და სპეციალური შეკვეთით ჩამოაქვთ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელებს, შეკვეთიდან 3 კვირაში. 


ასევე, 3 თვეში ერთხელ საჭიროა თურქეთში გამგზავრება,  კვლევების და დამატებითი ანალიზების ჩატარება, რომლის ღირებულებაც  საერთო ჯამში,  დაახლოებით 2000 ევროს შეადგენს. (5840 ლარი). ანალოგიური კვლევა ტარდება თბილისშიც, თუმცა აქ გაკეთებული  მაგნიტო რეზონანსული კვლევისას (მუცლის ღრუსა და მცირე მენჯზე) ანას დამამშვიდებელი დასკვნა გამოატანეს. „თოდუას კლინიკაში“ ჩატარებული კვლევისას, მუცლის ღრუში ვერ მოხდა ვერცერთი მეტასტაზის აღმოჩენა. სამწუხაროდ, საპირისპირო დაფიქსირდა თურქეთში.


მხოლოდ საწყის ეტაპზე, სამი თვის განმავლობაში, მედიკამენტებისა და გამოკვლევისთვის საჭიროა 28 340 ლარი.


ანამ მკურნალობა 7 ივლისიდან დაწყო, ამ დროისთვის საჭირო მედიკამენტების შესაძენად თანხა ჯანდაცვის სამინისტრომ დაუფინანსა.


7 აგვისტოს მისაღები მედიკამენტების შესაძენად საჭირო თანხის ნაწილი (5500 ლარის ოდენობით) თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ დააფინანსა. თუმცა, ხანგრძლივი მკურნალობის სრულფასოვნად ჩატარებისთვის, ეს თანხები საკმარისი არ არის.


ანამ კანის ავთვისებიანი მელანომა 5 წლის წინ აღმოაჩნდა. დღესაც ვაგრძელებთ სოცოცხლისთვის ბრძოლას, მაგრამ ამ შემთხვევაში, საზოგადოების დახმარება გვჭირდება.


ანა მებრძოლი და სოცოცხლით სავსე ადამიანია.  კანის ავთვისებიანი მელანომა 2013 წელს აღმოაჩნდა და გაუკეთდა ოპერაცია. თურქეთში ჩაუტარდა ლიმფური კვანძების ბიოფსია და სიმსივნის მეტასტაზები არ აღმოაჩნდა. სამედიცინო ცენტრ  „ანადოლუს“ (თურქეთი, სტამბოლი) ონკოლოგის დანიშნულებით ჩაიტარა ძვირადღირებული იმუნოთერაპია. (ინტერფერონი-„ინტრონ ა“,  კვირაში 3 ჯერ). იმყოფებოდა ინკოლოგის მუდმივი დაკვირვების ქვეშ და 3 თვეში ერთხელ უტარდებოდა საკონტროლო კვლევები. კვლევებმა აჩვენა, რომ ანა ჯანმრთელი იყო. მან ავთვისებიან სიმსივნესთან ბრძოლა მოიგო.


2015 წელს ანამ გაიგო, რომ ანდრე უნდა გაჩენილიყო. მიუხედავად, იმისა, რომ გარკვეული რისკი არსებობდა და მის ადგილას ბევრი სტანდარტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ანამ უარი თქვა ახალი სიცოცხლის ხელყოფაზე  და შვილი მაინც გააჩინა.


ანა მამულაშვილი 32 წლის არის, ჰყავს მეუღლე და 2 შვილი: 12 წლის მია და 2 წლის ანდრე.  ორი შვილის დედა დაუღალავად იბრძვის სიცოცხლისთვის და მას ჩვენი დახმარება სჭირდება.


ის პროფესიით ჟურნალისტია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ტელევიზიის თანამშრომელი იყო. მუშაობდა ტელეკომპანია „იმედში“, საინფორმაციო გამოშვების „ქრონიკის“ ჟურნალისტად. ასევე, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ის გასართობი გადაცემების კოორდინატორად.  ტელეკომპანია GDS-ში მუსიკალური შოუს „ერთი-ერთში“ და დილის გადაცემის წამყვანი იყო.


ნებისმიერი თანხა, რომელიც ანას ხანგრძლივი მკურნალობის მანძილზე გამოჯანმრთელებაში დაეხმარება, მისთვის, მისი შვილებისთვის, ოჯახისთვის და მეგობრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ  გთხოვთ, გვერდში დაგვიდგეთ და დაგვეხმაროთ ჩვენი ანის გადარჩენაში.


#ჩვენიანისთვის


ანგარიშის ნომრები:


თიბისი ბანკი
საბანკო კოდი - TBCBGE 22
ანგარიში: GE73TB7192345063300002

საქართველოს ბანკი
საბანკო კოდი - BAGAGE 22
ანგარიში: GE31BG0000000101246233

მიმღები - ანა მამულაშვილი  N 01009018536


 https://www.facebook.com/chvenianistvis/


 


საკნატუნო ამბები

26 იშვიათი ფოტო, რომლებიც ნაცნობ საგნებს უცნობი რაკურსით დაგანახვებთ

სამყარო - უმშვენიერესი და შეუცნობელი, სავსე სიურპრიზებით. ზოგჯერ ისეთი ნივთებიც კი გაგაოცებთ, რომელთა არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ამჩნევთ...
საკნატუნო ამბები

საახალწლო საჩუქრის შერჩევაში ასტროლოგები გვეხმარებიან!

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ, თუკი საახალწლოდ საჩუქრის შერჩევისას ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ, საქმე გაცილებით გაგვიმარტივდება. ერთად ვნახოთ... 
საკნატუნო ამბები

მგრძნობიარე, სენტიმენტალური და კინემატოგრაფიული სიშიშვლე (20 ფოტო)

ამ შავ-თეთრი ეროტიკული ფოტოების ავტორი ჩეხი ფოტოგრაფი ირჟი რუჟეკია, რომელიც საკუთარ თავს გაშიშვლებული ან ნახევრად შიშველი პორტრეტების ავტორს უწოდებს.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ამ მარცხის დასაფარად ვარსკვლავები, ალბათ, რას არ გაიღებდნენ!

ცხოვრებაში არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ თუ უბრალო მოკვდავთა მარცხი ყველას მალევე გვავიწყდება, ვარსკვლავთა ფიასკოებზე მთელი მსოფლიო დიდხანს ჭორაობს...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

NATIONAL GEOGRAPHIC-ის 2018 წლის საუკეთესო ფოტოები

ჟურნალმა NATIONAL GEOGRAPHIC-მა 2018 წლის გამარჯვებული ფოტოსურათები გამოავლინა.
ამბები

ისარგებლეთ ზუსტად 40%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ზამთრის საბურავებზე

თეგეტა მოტორსი ზამთრის საბურავებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში ზამთრის საბურავის, შეძენისას გადახდილი თანხის ზუსტად 40% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე.  
საკნატუნო ამბები

ეს ფოტოები გიამბობთ, როგორია მარტოობა

ფოტოები, რომლებსაც მხოლოდ მიზანთროპები და ის ადამიანები გაუგებენ, ვისთვისაც მარტოობა ცხოვრების ფილოსოფიაა.
საკნატუნო ამბები

სექსი ენთუზიაზმით, ანუ როგორ მიიღოთ სასურველი საძინებელში

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი სექსუალური სურვილების რეალიზება მოვახდინოთ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერება აუცილებელია - სექსი პარტნიორისთვისაც არანაკლებ სასიამოვნო უნდა იყოს.
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

5 ქალი, რომლებსაც სახელი და დიდება კაცებმა მოჰპარეს

საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ ქალები უფლებებისთვის. არცთუ იშვიათად ცოლები ქმრებზე გაცილებით ჭკვიანები და ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ საზოგადოება უარს ამბობდა ამის აღიარებაზე და მათ დამსახურებებს კაცებს მიაწერდა.