საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე - ველომარათონი სტარტს ვაკის პარკიდან აიღებს

ამბები

21 სექტემბერი 14:53

22 სექტემბერს, 10:00 სთ-ზე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ავტომობილის გარეშე საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ველომარათონს გამართავს.

მარათონი ხორციელდება ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის“ პროექტის (ACCESS) მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენლობის დაფინანსებით.


ღონისძიების პარტნიორები არიან ორგანიზაცია „სიდა“, „ეკოლოგიკა“, „ახალი საზოგადოება“, „იარე ფეხით“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“.


ველომარათონი სტარტს აიღებს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიიდან (ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან) და ჭავჭავაძის გამზირის გავლით დასრულდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე ველოსიპედის მონუმენტთან. მარათონის დასრულებისას საჯარო პირები სიტყვით მიმართავენ მონაწილეებს.


ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საჯარო, კერძო, სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.


„საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ 2000 წლიდან დაარსდა ევროკომისიის მიერ და მას შემდეგ ის აქტიურად აღინიშნება ევროპასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საერთაშორისო თარიღი მიზნად ისახავს ქალაქის ცენტრალურ უბნებში ნაკლები კერძო ავტომობილის მოძრაობით გარემოს მოფრთხილებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ველოსიპედისა და ფეხით სიარულის პოპულარიზაციას.

საკნატუნო ამბები

26 იშვიათი ფოტო, რომლებიც ნაცნობ საგნებს უცნობი რაკურსით დაგანახვებთ

სამყარო - უმშვენიერესი და შეუცნობელი, სავსე სიურპრიზებით. ზოგჯერ ისეთი ნივთებიც კი გაგაოცებთ, რომელთა არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ამჩნევთ...
საკნატუნო ამბები

საახალწლო საჩუქრის შერჩევაში ასტროლოგები გვეხმარებიან!

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ, თუკი საახალწლოდ საჩუქრის შერჩევისას ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ, საქმე გაცილებით გაგვიმარტივდება. ერთად ვნახოთ... 
საკნატუნო ამბები

მგრძნობიარე, სენტიმენტალური და კინემატოგრაფიული სიშიშვლე (20 ფოტო)

ამ შავ-თეთრი ეროტიკული ფოტოების ავტორი ჩეხი ფოტოგრაფი ირჟი რუჟეკია, რომელიც საკუთარ თავს გაშიშვლებული ან ნახევრად შიშველი პორტრეტების ავტორს უწოდებს.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ამ მარცხის დასაფარად ვარსკვლავები, ალბათ, რას არ გაიღებდნენ!

ცხოვრებაში არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ თუ უბრალო მოკვდავთა მარცხი ყველას მალევე გვავიწყდება, ვარსკვლავთა ფიასკოებზე მთელი მსოფლიო დიდხანს ჭორაობს...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

NATIONAL GEOGRAPHIC-ის 2018 წლის საუკეთესო ფოტოები

ჟურნალმა NATIONAL GEOGRAPHIC-მა 2018 წლის გამარჯვებული ფოტოსურათები გამოავლინა.
ამბები

ისარგებლეთ ზუსტად 40%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ზამთრის საბურავებზე

თეგეტა მოტორსი ზამთრის საბურავებზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე აგრძელებს აქციას, რომლის ფარგლებში ზამთრის საბურავის, შეძენისას გადახდილი თანხის ზუსტად 40% დაგიბრუნდებათ თეგეტა ქარდზე.  
საკნატუნო ამბები

ეს ფოტოები გიამბობთ, როგორია მარტოობა

ფოტოები, რომლებსაც მხოლოდ მიზანთროპები და ის ადამიანები გაუგებენ, ვისთვისაც მარტოობა ცხოვრების ფილოსოფიაა.
საკნატუნო ამბები

სექსი ენთუზიაზმით, ანუ როგორ მიიღოთ სასურველი საძინებელში

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი სექსუალური სურვილების რეალიზება მოვახდინოთ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ზომიერება აუცილებელია - სექსი პარტნიორისთვისაც არანაკლებ სასიამოვნო უნდა იყოს.
დღის ჰოროსკოპი

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

5 ქალი, რომლებსაც სახელი და დიდება კაცებმა მოჰპარეს

საუკუნეების მანძილზე იბრძოდნენ ქალები უფლებებისთვის. არცთუ იშვიათად ცოლები ქმრებზე გაცილებით ჭკვიანები და ნიჭიერები იყვნენ, მაგრამ საზოგადოება უარს ამბობდა ამის აღიარებაზე და მათ დამსახურებებს კაცებს მიაწერდა.