„სმარტი“ ახალი ფორმატით განვითარებას განაგრძობს - „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მორიგი ობიექტი გაიხსნა

ამბები

1 ნოემბერი 20:41

„სმარტმა“  ახალ ფორმატზე გადასვლის შემდგომ მორიგი სუპერმარკეტი აღმაშენებლის  ხეივნის მე-9 კილომეტრზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე გახსნა.

მომავალი 3 წლის მანძილზე „ვისოლის“ ქსელს „სმარტის“ 60-მდე სუპერმარკეტი შეემატება და მომხმარებელს  უმაღლესი ხარისხის საწვავთან ერთად, „სმარტის“ ევროპული იმპორტის და ადგილობრივი პროდუქციის ფართო არჩევანს შესთავაზებს.


„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე  სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ უახლოეს პერიოდში თბილისის გარდა ზუგდიდში, ბათუმში,  თერჯოლაში, რუსთავსა და საქართველოს სხვა  რეგიონებში  გახსნის ობიექტებს და მომხმარებლებისთვის  მგზავრობისა და განახლებული ასორტიმენტის ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების შეძენისთვის უფრო კომფორტულ გარემოს შექმნის.



„მოხარული ვარ, გაცნობოთ „სმარტის“ ქსელში კიდევ ერთი ახალი მაღაზიის გახსნა, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე.  ეს არის რიგით მე-10  მაღაზია განახლებული ფორმატით,  „სმარტის“ ქსელში მოხდა გარკვეულწილად ცვლილებები. ავტოგასამართ სადგურებზე  საწვავისთვის მისულ  მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება,  მიიღოს როგორც უმაღლესი ხარისხის  საწვავი, ასევე „სმარტის“ მაღაზიებში წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის  პროდუქციაც. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ის გეგმა, რომელიც „ვისოლ ჯგუფს“ აქვს და მათ შორის ის  „სმარტის“ განვითარებას ეხება, იქნება დროის მოკლე მონაკვეთში განხორციელებული, რადგან ძალიან ბევრი ადგილი გაგვაჩნია საქართველოს მასშტაბით, გეოგრაფიულად „ვისოლი“ ერთ-ერთი აქტიური ბრენდია და გვინდა, რომ  ყველა იმ ადგილას, სადაც იქნება მომხმარებლის ინტერესი, ავტოგასამართ სადგურებთან ერთად შეიქმნას  ისეთივე ინფრასტრუქტურა, როგორსაც დღეს ჩვენ ვქმნით „სმარტის“ მარკეტების სახით“,-განაცხადა  „ვისოლის“  გენერალურმა  დირექტორმა ვასილ ხორავამ.


ახალგახსნილ  „სმარტში“ მომხმარებელს  წამახალისებელი აქციაც ელის.  იტალიური ყავა „ტრუჩილოს“ შეძენის შემთხვევაში, მათ საჩუქრად გადაეცემათ „სმარტის“ წარმოების  უგემრიელესი პლიე.


„ამ გზაზე ხშირად მიწევს გავლა, ამიტომ, მიხარია, რომ  „სმარტმა“ კიდევ ერთი ობიექტი დაამატა, ყავა შევიძინე და საჩუქრად პლიეც მოყვა. ძალიან მოხარული ვარ, ვუსურვებ წარმატებას“,-აღნიშნა მომხმარებელმა გვანცა ხარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.


კიდევ ერთი მომხმარებელი თამარ კიკვაძე ამბობს, რომ რაც ძალიან მნიშვნელოვანია,  ახალ ობიექტში პროდუქციის ფართო არჩევანია:


„ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ახალი ობიექტის გახსნა, განსაკუთრებით „სმარტის“ ობიექტის გახსნა.  მე გახლავართ „სმარტის“ ძალიან ხშირი მომხმარებელი, მოსახერხებელია ის, რომ  ავტოგასამართ სადგურზე იხსნება ახალი ობიექტები, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს, რომ როდესაც მოვალთ ავტოგასამართ სადგურზე, დამატებით კიდევ „სმარტის“ მაღაზიაში შევიდეთ.  პროდუქციის არჩევანი საკმაოდ დიდია, ყველაფერია წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს სჭირდება“,-განაცხადა თამარ კიკვაძემ.



„ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“  ფორმატის ცვლილებაზე სტრატეგიული გადაწყვეტილება  გასულ წელს მიიღო.  ფართო ფორმატის სუპერმარკეტები, რომელიც „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილ კომპანია „ემ პე დეელოპმენტის“ მფლობელობაში არსებულ სავაჭრო ცენტრებში იყო განთავსებული, იჯარით მსხვილ  სავაჭრო კომპანიებს გადასცა და განვითარება პატარა და საშუალო   ფორმატის  სუპერმარკეტების ფორმით გადაწყვიტა.


ცნობისთვის, პირველი „სმარტი“ „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე 2010 წელს გაიხსნა.


„ვისოლის“ სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი“ ევროპული და ადგილობრივი წარმოების  ყოველდღიური  მოხმარების პროდუქტების ფართო ასორტიმენტით იქნება წარმოჩენილი მთელი საქართველოს  მასშტაბით.  სუპერმარკეტებში მომხმარებელს  კომფორტული კაფეც ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ  ფუნთუშეულს იტალიურ  ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის 20 წელს აღნიშნავენ

2018 წელი თეგეტა მოტორსისა და Bridgestone-ის თანამშრომლობის საიუბილეო მე-20 წელია.
კინო

მე-20 საუკუნის სექსსიმბოლოები - ბაბუები, რომლებზეც ჩვენი ბებიები გიჟდებოდნენ

წლები გადის, მაგრამ მათ კომპანიაში მოხვედრაზე დღემდე ბევრი ქალი ოცნებობს... და არამხოლოდ ბებიები...
ამბები

„ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა

„ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში ყველასთვის მონატრებული პრეტცელ ბურგერი დაბრუნდა.
საკნატუნო ამბები

იდეალური ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

უდავოა, ყველა ქალში არსებობს რაღაც ბრწყინვალე და ამოუცნობი, მაგრამ არსებობენ ისეთი ქალებიც, რომელთა გვერდით ყოფნა კაცებს აბედნიერებთ და ეს ქალები ყოველთვის გამოირჩევიან სხვების ფონზე.  
საკნატუნო ამბები

კარგი სექსის რეცეპტი

მყარი ურთიერთობისთვის სამი რამ არის საჭირო: პატივისცემა, სიყვარული და კარგი სექსი. შევთანხმდეთ, თუკი პარტნიორები ერთმანეთს არ იზიდავენ და არ აკმაყოფილებენ, სექსის მოთხოვნილება ქრება.     
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ

სესხების საკითხს სჭირდება რეგულირება, მიხარია, რომ ამ გზით მივდივართ.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი: მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა

მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ქართული ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფა და მიუღებელიასაქართველოს ყოფილი პრეზიდენტისგან.
ამბები

სალომე ზურაბიშვილი კახეთში ახალგაზრდა მეღვინეებს შეხვდა

საქართველო რეგიონულ დონეზე უნდა განვითარდეს, თუ რეგიონი არ იქნება ძლიერი, იქ თავისუფალი ადამიანები არ იქნებიან და თქვენ ხართ გზის მაჩვენებლები.
საკნატუნო ამბები

17 ნიშანი იმის გამოსაცნობად, რომ ის იდეალური ქმარი იქნება

დიდი ხანია ერთმანეთს ხვდებით, მაგრამ არცერთი არ ჩქარობთ ურთიერთობის დაკანონებას? და თუ თქვენი შეყვარებული ამ პუნქტებიდან უმრავლესობას აკმაყოფილებს, კისრისტეხით გავარდით მმაჩის ბიუროში!