ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ცაგერში 21-ე სალოტბარო სკოლას ოფიციალურად ხსნის

ამბები

15 ნოემბერი 14:10

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი სალოტბარო სკოლების გახსნის პროცესს განაგრძობს. დღეს, 15:00 საათზე ცაგერის კულტურის ცენტრში, სალოტბარო სკოლა საზეიმოდ გაიხსნება.  

რიგით 21-ე სალოტბარო სკოლამ ფუნქციონირება მარტში დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც.  


ღონისძიებას დაესწრებიან და მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელები და საპატიო სტუმრები,  მხარის გუბერნატორი, რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენლები, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის მხარის გამგებლები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა სტუმრები.


„სალოტბარო სკოლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციული კულტურის გადარჩენისთვის. სკოლებში ყველა მსურველს საშუალება ეძლევა, უფასოდ შეისწავლოს ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა. ცაგერის სალოტბარო სკოლაში უკვე 26 მოსწავლეა. გვსურს, სურვილის შემთხვევაში, ნიჭიერმა მოსწავლეებმა უმაღლეს სასწავლებელშიც განაგრძონ სწავლა, რათა თავიანთ კუთხეებში პროფესიონალ ლოტბარებად დაბრუნდნენ. აი, უკვე  სხვადასხვა სალოტბარო სკოლის 10-მდე მოსწავლე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია და იმედია, მალე თავიანთ კუთხეებში განაგრძობენ საქმიანობას“, - აღნიშნავს წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თამარ ახობაძე.


ცერემონიალის დასასრულს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც განაპირობებს სალოტბარო სკოლის ეფექტურ ფუნქციონირებას  ცაგერის მუნიციპალიტეტში.


ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად კვლავინდებურად, სალოტბარო სკოლები რჩება, რომლებიც უნიკალური ქართული სიმღერის გადარჩენასა და პოპულარიზაციას ემსახურება. ამჟამად, მთელ საქართველოში, 21 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ სიმღერასა და ტრადიციულ გალობას: "ჩვენთვის, პრიორიტეტი იყო და არის სალოტბარო სკოლები, რომელთა გასახსნელად მზადება 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან კი, პირველი სალოტბარო სკოლა ხობში გაიხსნა, ამას მოჰყვა რამდენიმე სხვა რეგიონიც. 2018 წლის ბოლოსთვის 24 სალოტბარო სკოლა გვექნება. ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს ახალგაზრდა თაობაში, რაც თავის სათქმელს იტყვის ქართული ფოლკლორის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში," - აღნიშნავს ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.


საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის  ინფორმაციით, წელს, სკოლების გახსნა ცაგერის გარდა, უკვე დაგეგმილია ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. მნიშვნელოვანია, რომ სალოტბარო სკოლებში პროფესიონალი და გამოცდილი სპეციალისტები არიან დასაქმებული, ამასთანავე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პედაგოგთა პროფესიული დონის ამაღლებაზეც ზრუნავს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში ცენტრს ხელს უწყობენ და ეხმარებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.


2015 წელს, საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, 2001 წელს იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარებული ტრადიციული ქართული სიმღერის გადარჩენის, მოვლისა და პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალურ ცენტრსა და თვითმმართველ ქალაქში სალოტბარო სკოლების გახსნა ეტაპობრივად დაიწყო. 2016 წლისათვის  ყველა სალოტბარო სკოლას საჩუქრად გადაეცა საკრავები, ინვენტარი და გაიმართა ინფრასტრუქტურა. ფოლკლორის ცენტრის საქმიანობის  ძირითადი მიზანია: ეთნოფორებთან მუშაობა, ფოლკლორული მასალების მოძიება, ჩაწერა-დაფიქსირება, არქივის შექმნა და ბაზის გამდიდრება. ადგილობრივი ცენტრების საქმიანობის ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი და მთავარი მხარეა მომავალი თაობისათვის სწავლება, ადგილობრივი კადრებისა და სპეციალისტების აღზრდა, ქართულ ფოლკლორში კუთხურობის შენარჩუნება და დამკვიდრება. ამ მიზნით, უკვე გახსნილ წარმომადგენლობებში შექმნილია  სალოტბარო სკოლები  - სიმღერა-გალობის განყოფილებები, მალე გაიხსნება ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოები.


 


 

საკნატუნო ამბები

10 შეცდომა, რომლებმაც ისტორია შეცვალა

ადამიანის მიერ უნებურად დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება კაცობრიობის ისტორია შეცვალოს...
საკნატუნო ამბები

ცოლებმა ქმრებს „შოპინგის“ დროს ფოტოები გადაუღეს. ეს კლასიკაა!

ეს დღე ოდესმე ყველა კაცის ცხოვრებაში დგება! დღე, როდესაც საყვარელი ქალი მას სავაჭრო ცენტრში გაყოლას სთხოვს...
საკნატუნო ამბები

ალკოჰოლი და სექსი - ამ უცნაური „დუეტის“ მთავარი მინუსები და პლუსები

სპირტიან სასმელს შეუძლია, ერთდროულად სექსუალურად აქტიურიც გაგხადოთ და ზიანიც მოგაყენოთ. აი, მაგალითად...
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 რომანტიკული ფილმი შაბათ-კვირისთვის

თუ გადაღლილი ხართ მთელი კვირის რუტინით, უქმეებზე თბილ პლედში გაეხვიეთ, გვერდით ცხელი ჩაი მოიდგით და ამ ფილმებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ. გარწმუნებთ, სასიამოვნო ემოციებით აივსებით...
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

26 იშვიათი ფოტო, რომლებიც ნაცნობ საგნებს უცნობი რაკურსით დაგანახვებთ

სამყარო - უმშვენიერესი და შეუცნობელი, სავსე სიურპრიზებით. ზოგჯერ ისეთი ნივთებიც კი გაგაოცებთ, რომელთა არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ამჩნევთ...
საკნატუნო ამბები

საახალწლო საჩუქრის შერჩევაში ასტროლოგები გვეხმარებიან!

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ, თუკი საახალწლოდ საჩუქრის შერჩევისას ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ, საქმე გაცილებით გაგვიმარტივდება. ერთად ვნახოთ... 
საკნატუნო ამბები

მგრძნობიარე, სენტიმენტალური და კინემატოგრაფიული სიშიშვლე (20 ფოტო)

ამ შავ-თეთრი ეროტიკული ფოტოების ავტორი ჩეხი ფოტოგრაფი ირჟი რუჟეკია, რომელიც საკუთარ თავს გაშიშვლებული ან ნახევრად შიშველი პორტრეტების ავტორს უწოდებს.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ამ მარცხის დასაფარად ვარსკვლავები, ალბათ, რას არ გაიღებდნენ!

ცხოვრებაში არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ თუ უბრალო მოკვდავთა მარცხი ყველას მალევე გვავიწყდება, ვარსკვლავთა ფიასკოებზე მთელი მსოფლიო დიდხანს ჭორაობს...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?