სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს გავაცანი ჩემ მიმართ განხორციელებული მუქარა, რაც ჩემს ქალიშვილსაც ეხება, რომელიც ამერიკის მოქალაქეა

ამბები

16 ნოემბერი 13:06, 2018 წელი

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, როს უილსონს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მათ საარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრეს. ასევე, პრეზიდენტობის კანდიდატმა ელჩის მოვალეობის შემსრულებელს მისი და მისი შვილების მიმართ განხორციელებულ მუქარაზე მიაწოდა ინფორმაცია.


„დღეს შევხვდი ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც ახლახან ჩამოვიდა საქართველოში, დაახლოებით ორი კვირაა. მანამდე ჰქონდა ოფიციალური შეხვედრები მთავრობასთან. პრეზიდენტობის კანდიდატებიდან პირველი მე შემხვდა, რომ ესაუბრა საარჩევნო გარემოზე. რამდენადაც ვიცი, ჩემს კონკურენტს უნდა შეხვდეს მეორე ნახევარში. ავუხსენი, რა მდგომარეობაში დაიწყო ეს საარჩევნო კამპანია, რა იყო ჩემი მოწოდება, რომ კამპანია ყოფილიყო ევროპული და დასავლური ტიპის. როგორ გარდაიქმნა ბევრად უფრო ბნელ საბჭოთა კამპანიად, ვიდრე ვისურვებდი. ამის შესახებ მას ბევრი დეტალი გავაცანი, თუნდაც ბოლოდროინდელი მუქარა, რაც, სხვათა შორის, ასევე, ეხება ჩემს ქალიშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, საუბარი შეეხო მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის პრიორიტებებსა და პრიორიტეტების მოსახლეობისთვის წარდგენის საკითხებს.


„ასევე, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, რა იქნება ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტის, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ თემებისა და პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის გამომდინარე იქიდან, როგორ ჩატარდა კამპანია და რამდენი ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობდა. როგორც მოგეხსენებათ, ახალი ჩამოსული არის და ძალიან დაინტერესებულია ამ ყველაფრით. მისთვის ყველა ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


მისივე თქმით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ რაც ყველა შეხვედრა დასრულდება, საელჩოში გაკეთდება ოფიციალური განცხადება.

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.