ლეგენდარულ ტოჩინოშინს საჩუქრად ანსამბლ „რუსთავის“ უნიკალური გამოცემა „რუსთავი 50“ გადაეცა

ამბები

19 ნოემბერი 12:39, 2018 წელი

ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „რუსთავის“ 50 წლის საიუბილეო გასტროლები იაპონიაში გრძელდება. ტურნე, რომელიც ქალაქ  იჩიკავადან (ჩიბა) დაიწყო იაპონიის 21 ქალაქს მოიცავს.

მნიშვნელოვანია, რომ ანსამბლი საგასტროლოდ სრული შემადგენლობით იმყოფება. ქართულმა ფოლკლორმა ამომავალი მზის ქვეყნის 100 ათასზე მეტი მაყურებელი გაოცებული და აღფრთოვანებული დატოვა. დასკვნითი კონცერტი 21 ნოემბერს, ქალაქ ოსაკაში ჩატარდება.


ტურნეს ფარგლებში ანსამბლის წევრები ლეგენდარულ ტოჩინოშინს შეხვდნენ და საჩუქრად  ანსამბლის დამაარსებლისა და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის წიგნი - „რუსთავი 50“ გადასცეს.  გამოცემას თან ახლავს  „რუსთავის“  მიერ შესრულებული,  უნიკალური 400 ქართული ხალხური სიმღერის და საეკლესიო საგალობლის აუდიოჩანაწერი 16 კომპაქტ დისკით.


https://www.facebook.com/EnsembleRustavi/videos/584947605243969/                      


ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 1968 წელს დააარსა ანზორ ერქომაიშვილმა მეგობრებთან ერთად. თავიდან ანსამბლი მხოლოდ მომღერლებისგან შედგებოდა. იმავე წელს მომღერლებს მოცეკვავეთა გუნდი შეუერთდა და დღემდე ერთიანი სახელით აგრძელებენ მოღვაწეობას. დაარსების დღიდან ანსამბლს გამართული აქვს 7000-ზე მეტი კონცერტი მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში.ანსამბლის რეპერტუარში შედის საქართველოს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს.ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.