„თეგეტა მოტორსი“ და „ბრიჯსტოუნი“ თანამშრომლობის 20 წელს აღნიშნავენ

ამბები

20 ნოემბერი 16:52, 2018 წელი

2018 წელი თეგეტა მოტორსისა და Bridgestone-ის თანამშრომლობის საიუბილეო მე-20 წელია.

სწორედ 20 წლის წინათ, 1998 წელს დაიწყო ქვეყნის საავტომობილო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული თანამშრომლობის ისტორია მსოფლიოს ყველაზე დიდ საბურავების მწარმოებელ ბრენდსა და „თეგეტა მოტორსა“ შორის.


„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ Bridgestone-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანიებმა 20-წლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს, რომელსაც ესწრებოდნენ Bridgestone Corporation-ის, Mitsubishi Corporation-ის და „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენლები და პარტნიორები. ღონისძიებაზე შეჯამდა განვლილი 20 წელი და გაფორმდა მომდევნო 20 წლის პარტნიორობის სამმხრივი მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა, Mitsubishi Corporation-ის გენერალურმა დირექტორმა ენჯი სუზუკიმ და Bridgestone Corporation-ის წარმომადგენელმა კენტარო საჯიმ.


 „ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვუთმობთ საქართველოს ბაზარს, რადგან იგი ჩვენთვის მეტად პრიორიტეტულია. ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს, რაც გაყიდვებშიც აისახება. მუდმივად ვატარებთ ბაზრის კვლევას და კომპანიის წარმომადგენლები წლის განმავლობაში რამდენჯერმე სტუმრობენ თეგეტა მოტორსს სამუშაო ვიზიტებით. საამაყოა გყავდეს ასეთი ძლიერი პარტნიორი როგორიც თეგეტა მოტორსია, ჩვენ 20 წელია ვთანამშრომლობთ და მინდა აღვნიშნო ძალიან იშვიათია ასეთი სანდო და სტაბილური პარტნიორის ყოლა ჩვენს ბიზნესში“, - განაცხადა Bridgestone Corporation-ის წარმომადგენელმა კენტარო საჯიმ. 


„90-იანი წლების მიწურულს, საქართველოში ავტოპარკი ძალიან მოძველებული იყო და ძირითადად საბჭოთა წარმოების ავტომობილებით შემოიფარგლებოდა. საბურავების გაყიდვების უდიდესი ნაწილიც სწორედ რუსულ პროდუქციაზე  მოდიოდა. ამის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალ რისკებთან იყო დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა იაპონური პრემიუმ ხარისხის საბურავები. მიუხედავად ამ რისკებისა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დაგვეწყო თანამშრომლობა და ორივე კომპანიის უდიდესი ძალისხმევის შედეგად, დღეს Bridgestone-ის საბურავების გაყიდვების წილი ყველაზე დიდია სხვა ბრენდებთან მიმართებაში. თეგეტა მოტორსი Bridgestone-ის ყველაზე მსხვილ პარტნიორს წარმოადგენს რეგიონში“, - ამბობს „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი მშვილდაძე.


Bridgestone-ი არის მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი საბურავების წარმოებაში, რომელიც აწარმოებს საბურავებს როგორც მსუბუქი, ასევე 4X4-ზე და სატვირთო ავტომობილებისთვის და არსებობის მანძილზე მუდმივად გამოირჩეოდა წარმოების ხარისხით და ინოვაციებით. კომპანია 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დააარსა შოჯირო იშიბაშიმ. ბრენდის სახელწოდება მისი დამფუძნებლის გვარიდან მოდის, Ishibashi იაპონურ ენაზე ქვის ხიდს ნიშნავს, რაც ინგლისურად ითარგმნება როგორც Bridgestone. ბრენდის მთავარი ფილოსოფიაც აქედან იღებს სათავეს, ეს არის ბრენდი რომლისთვისაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ამრიგად საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს. საქმისადმი სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ განაპირობა Bridgestone-ის ლიდერად ქცევა საბურავების მწარმოებელ ბრენდებს შორის როგორც ხარისხის, ასევე საერთაშორისო გაყიდვების კუთხით. კომპანიას 77 ქარხანა აქვს მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში და 150 000-მდე თანამშრომელს აერთიანებს.


„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.