აქციის ფარგლებში ზამთრის საბურავების, აკუმულატორებისა და ანტიფრიზების შეძენისას მომხმარებლებს გადახდილი თანხის ზუსტად 50% დაუბრუნდებათ თეგეტა ქარდზე.
ასევე, დამატებით ნებისმიერი მომხმარებელი მიიღებს უსასრულო გარანტიას ბრიჯსტოუნის ზამთრის საბურავებზე, ხოლო აკუმულატორის შეძენისას - დამატებით ფასდაკლებას: ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში, მიიღებთ 60 ლარამდე ფასდაკლებას, 50%-იან ქეშბექთან ერთად. აქციები მოქმედებს 31 დეკემბრის ჩათვლით თეგეტა მოტორსის ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.
თეგეტა ქარდზე დარიცხული თანხით, 31 დეკემბრის ჩათვლით, თეგეტას ქსელში შეგიძლიათ, შეიძინოთ თეგეტას ბრენდირებული აქსესუარები, ინსტრუმენტები, ავტომობილის მოვლის საშუალებები და ნებისმიერი დასახელების პროდუქტი.
ასევე, თეგეტა გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც შესაძლებლობა მოგეცემათ, დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე, შეგიძლიათ, ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებშიც პერსონალური მენეჯერი სასურველ მისამართზე მოგაკითხავთ და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვისცენტრში გადაყვანას. აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც ონლაინრეზერვაციით: reservation.tegetamotors.ge, ისე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით: 032 226 44 44.