„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ამბები

15 თებერვალი 14:00, 2019 წელი

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.

- ანა, რა პროფესიის ხართ და რას საქმიანობდით „ჯიპიაი ჰოლდინგში“ მოხვედრამდე?
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ბიზნესის და ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე. უნივერსიტეტის დამთავრებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ჩატარდა „ჯიპიაი“-ს ფორუმი. ახალი წამოსული ვიყავი წინა სამსახურიდან. გაყიდვების სფეროში ვმუშაობდი. ფორუმის შესახებ ჩემი მეგობრისგან შევიტყვე და გასაუბრებაზე მივედი. კომპანიის შესახებ მანამდეც მქონდა გარკვეული ინფორმაცია და უკვე სანდო იყო ჩემთვის კომპანია. დავინტერესდი მისი ვაკანსიით და ასე მოვხვდი უშუალოდ ფორუმზე. როგორც აღვნიშნე, მანამდე, დაახლოებით, 3 თვე ვმუშაობდი გაყიდვებში, მაგრამ უფრო ვიწრო მიმართულებით. ფაქტობრივად, არ მქონდა გამოცდილება, აქ ბევრი რამ იყო ისეთი, რაც ჩემთვის უცხო აღმოჩნდა.


- გამოცდილების უქონლობამ  პრობლემები ხომ არ შეგიქმნათ?

- არ შეუქმნია, რადგან ტრენინგებზეც საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღე, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო პრაქტიკული გამოცდილება.  ყველა სფეროში ასეა, მაგრამ გაყიდვების სფეროში განსაკუთრებით. როცა უშუალოდ გაყიდვების პროცესზე გადადიხარ, მაშინ ხვდები, რასთან გაქვს საქმე. პრაქტიკიდან გამომდინარე შენ თვითონ ქმნი ახალ შენს სახეს გაყიდვების სფეროში. ასათვისებელია, რთული არაა ადამიანისთვის.


- როგორ ფიქრობთ, რატომ შეგარჩიეს?  რას აქცევს კომპანია ყურადღებას?
- მოტივირებას, ოპტიმისტური განწყობა უნდა გქონდეს ზოგადად საქმისადმი, შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური უნდა იყო, რადგან უამრავ ადამიანთან გიწევს ურთიერთობა, ყველა ადამიანი განსხვავებულია და თუ შენ გსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა, ვფიქრობ, საინტერესოა ეს სამსახური.


- რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი სამსახურით?
- ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კომპანიის ხელმძღვანელობის მხრიდან დამოკიდებულება ძალიან უშუალოა. როცა ახალი ხარ კომპანიაში, ყველა ცდილობს, მაქსიმალური კომფორტი შეგიქმნას, დაგეხმაროს, ყველა გვერდით გიდგას, რომ შენ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს. გაიზარდა ჩემის სანაცნობო წრე, კონტაქტები, ბევრ ადამიანთან მიწევს დღის განმავლობაში შეხვედერა, ეს ძალიან საინტერესოა. არ არის რუტინული სამსახური, არ ხარ ოფისში მთელი დღე, არ აკეთებ ტაბუდადებულ რაღაცებს, მთელი დღე რაღაცებს არ ბეჭდავ და ა.შ.  ყოველი დღე წინა დღისგან განსხვავებული და ძალიან საინტერესოა. დიდი გამოცდილება მივიღე, ვფიქრობ, თუ ამ ტემპით ვივლი, მეტ წარმატებასაც მივაღწევ ამ კომპანიაში.


- რას ურჩევდით „ჯიპიაი“-ში დასაქმების მსურველებს?
- მინდა, ყველა წარმატებული იყოს, ვინც გადაწყვეტს აქ მუშაობას და ვურჩევდი, რომ არ დაიზარონ საქმე. პესიმისტურად არ მიუდგნენ თავის საქმეს. ბევრი კითხვა დასვან, თუ კითხვები ექნებათ, პოზიტიურად მიუდგნენ  ადამიანებთან, კლიენტებთან ურთიერთობას, სიახლეებსაც. დაახლოებით 2 წელია რაც ამ კომპანიაში ვარ და ძალიან ბევრი სიახლე დაინერგა, დანარჩენმა თანამშრომლებმაც, რომლებიც წლების განმავლობაში აქ იყვნენ, ჩემთან ერთად გაიარეს ყველა ეს სიახლე. ასე რომ, სიახლეების არ შეეშინდეთ, გადადგან  გაბედული ნაბიჯი, თუკი ხედავენ თავს ამ სფეროში, მათთვის ეს სამსახური საინტერესო იქნება.



***
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ დასაქმების მასშტაბურ პროგრამას წელსაც აცხადებს და პროექტის ფარგლებში საცალო გაყიდვების 300 სპეციალისტის აყვანას გეგმავს.


ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, ასაკობრივი შეზღუდვის, სამუშაო გამოცდილებისა და სპეციფიკური განათლების მოთხოვნის გარეშე, აქვს შესაძლებლობა, გახდეს „ჯიპიაი ჰოლდინგის“ პროფესიონალთა გუნდის წევრი.


„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დასაქმების ფორუმები ჩატარდება 22 და 23 თებერვალს, 10:00-დან 19:00 საათამდე.
მისამართი: რუსთაველის გამზ. #27, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობა. მუშაობს დასაქმების ცხელი ხაზიც: 2 509111.


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?