„გალერია თბილისში“ გახსნილ „ვენდის“ ახალ რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა

ამბები

22 თებერვალი 10:48, 2019 წელი

„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელი საქართველოში განვითარებას განაგრძობს და მორიგ რესტორანს სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ხსნის.

„ვენდი“ „გალერია თბილისში“ სტუმრებს ახალი ფორმატით უმასპინძლებს. ერთგულ მომხმარებელს „ვენდის“ რესტორნისა და „ვენდის“ კაფეს ტრადიციულ, უგემრიელეს მენიუსთან ერთად, ნამდვილი, მხოლოდ იტალიური ინგრედიენტებით დამზადებული პიცების დაგემოვნებაც შეეძლებათ. შეგახსენებთ, რომ „ვისოლ ჯგუფმა“ პიცერიების ქსელის განვითარების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა და საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება „ვენდის“ ამერიკულ რესტორნებში დაიწყო, თუმცა „ვენდის“ პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება. 


„გალერია თბილისში“ „ვენდის“ რესტორნის ოფიციალურ გახსნას „ვენდის“ საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი რაჯეევ საბარვალ რაჯივი, „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორი გაბორ ჰავარი და კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლები დაესწრნენ.


„საქართველოში ქსელის განვითარების პირველივე დღიდან დასახული ამბიციური გეგმებით ჩვენ შევძელით, რომ გაგვეზიარებინა საერთაშორისო „ვენდისთან“ ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტები - საკვების უმაღლესი ხარისხი, მისი უსაფრთხოება, მომსახურების გამორჩეული სტანდარტი და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ღირებულებები. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, შევასრულოთ დანაპირები - „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ და თბილისის გულში,  „გალერია თბილისში“ გახსნილ ახალი ფორმატის „ვენდის“ რესტორანში მასპინძლობით გავაკვირვებთ როგორც ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს. მოხარული ვართ, რომ „ვენდის“ საერთაშორისო დელეგაციაც ჩვენთან ერთად იზიარებს ბრენდის წარმატებას ქართულ ბაზარზე“, - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


„ვენდის“ ახალ რესტორანში 20 ადამიანი დასაქმდა. დღესდღეობით „ვენდის“ უკვე 11 რესტორანი ფუნქციონირებს წარმატებით მთელი საქართველოს მასშტაბით.  


საქართველოში „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის  ფარგლებში კი უკვე 2 წელია, ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს ყოველდღიურად საქართველოში დამზადებულ ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვ. სთავაზობს.


 

ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?