პირველად - თბილისს ლილიპუტების ცირკი ეწვევა

ამბები

13 მარტი 17:34

„პატარა ადამიანების დიდი ზღაპრული სანახაობა“ - ასე ჰქვია თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობას, რომელსაც 31 მარტს თბილისელი მაყურებელი იხილავს „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში.

გინესის რეკორდსმენი მსახიობები, რომელთა სიმაღლეც ერთ მეტრს არ აჭარბებს, საოცარ სანახაობას ჰპირდებიან მაყურებელს. დასი 36-40 ნომრით წარდგება ქართველი მაყურებლის წინაშე. პროგრამა მოიცავს თითქმის ყველა საცირკო ჟანრს - აკრობატულ ნომრებს, კლოუნადას, ილუზიას, ბუფონადის სერიას…
ცირკის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ შოუპროგრამა გათვლილია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ის აღაფრთოვანებს მათ მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს. „რა სჯობს ოჯახურ გარემოში, პატარებთან ერთად, კეთილი ცირკის ჯადოსნურ სამყაროში სასიამოვნო წუთების გატარებას. აჩუქეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს ჯადოსნური დღესასწაული“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
მოსკოვის ლილიპუტების ცირკი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა. სწორედ მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ადამიანებს თავზარდამცემი წარსულისგან თავის დაღწევა და გასართობი სანახაობებით თავშექცევა. განსაკუთრებით ბავშვებისთვის იყო აუცილებელი ნამდვილი ბავშვობის დაბრუნება.
დღეს დასში 30-მდე მსახიობი მონაწილეობს. 28-65 წლამდე ასაკის არტისტები ზღაპრულ წარმოდგენებს მართავენ მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში. მათი აუდიტორია სავსეა არა მხოლოდ პატარებით, არამედ ზრდასრული ადამიანებითაც, რომლებიც ბავშვობისდროინდელ ბედნიერ ემოციებს აბრუნებენ ცოტა ხნით.
თითოეული მსახიობი, როგორც პლანეტის ყველაზე პატარა ადამიანი, „გინესის რეკორდების წიგნშიცაა“ შესული.
აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენაში ცხოველები არ მონაწილეობენ, რადგან, დასის მესვეურთა თქმით, ისინი გმობენ მათზე ძალადობას.
მოსკოვის ლილიპუტების ცირკი, თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობით, 6-7 აპრილს, აზერბაიჯანის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სცენაზე წარდგება.
ბილეთების შეძენა 25 მარტიდან შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე: https://biletebi.ge/lilu-circus/moskovis-liliputebis-tsirki-tbilisshi-the-circus-of-lilliputians-in-tbilisi?fbclid=IwAR2gK0RtS2J7rPo1WL1fhObfM46BvwPasGtEUjBa0hAPWdeh5nwt5XzNr64

საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?