ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამები და თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში

ამბები

8 აპრილი 10:59

5 აპრილს „ფრანგული ინსტიტუტისა“ და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილი ოფიციალური ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების სტუმრებს მიესალმნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში - პასკალ მენიე და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია ზედგინიძე-ჯიშკარიანი.


ღონისძიებაზე შედგა განახლებული ფრანგულ-ქართული სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია და მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა. მემორანდუმს ხელი ფრანგული ინტიტუტის ხელმძღვანელმა პიერ კლუემ და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ მოაწერეს.


ფრანგულ-ქართული სამაგისტრო სტიპენდია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგული ინსტიტუტისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის  ერთობლივი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ყოველ სასწავლო წელს საქართველოს მოქალაქეებს საფრანგეთის უმაღლეს სასწავლებლებში ფრანგულ და ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლა დაუფინანსდებათ. სასტიპენდიო პროგრამა 2021 წლის ჩათვლით განხორციელდება და მის ფარგლებში ათეულობით ქართველი სტუდენტი შეძლებს საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლას.


ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებიც გამოავლინეს და მათ სერტიფიკატები გადასცეს. 2019-2020 სასწავლო წელს 15 სტიპენდია გაიცემა და საქართველოს მოქალაქეებს ფრანგულ უმაღლეს სასწავლებლებში 1 აკადემიური წლით დაუფინანსდებათ სწავლა. სასტიპენდიო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: აგრარული მეცნიერებანი; განათლება; ინჟინერია; საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; სოციალური მეცნიერებები; ჰუმანიტარული მეცნიერებანი; სამართალი; არქიტექტურა; საჯარო მმართველობა და მენეჯმენტი.


საგანმანათლებლო სფეროში ფრანგულ-ქართული თანამშრომლობის საკითხებზე პრეზენტაციის ფორმატში ისაუბრეს: განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჭელიძემ, კამპუს ფრანსის  რეგიონულმა დირექტორმა ოლივიე შიშ - პორტიშმა, საქართველოში ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა - პიერ კლუემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.


საგანმანათლებლო სფეროში საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. სტუდენტთა მობილობის შესახებ იუნესკოს სტატისტიკის მიხედვით, ქართველი სტუდენტებისთვის საფრანგეთი ევროკავშირში რიგით მეორე მიმართულებას წარმოადგენს. ხელმოწერილია ERASMUS +  მობილობის თხუთმეტი შეთანხმება. ასევე, უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის 22 ხელშეკრულება. უკვე ფუნქციონირებს სამი ორმაგი დიპლომის პროგრამა (ინფორმატიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მედიცინა, მართვა). იმის გათვალისწინებით, რომ 5 ქართული უნივერსიტეტი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრია, მათ შეუძლიათ ისარგებლონ პროფესიულ სწავლებაზე ორიენტირებული პედაგოგიური კურსით ფრანგულ ენაზე (როგორც, მაგალითად, ტურიზმისა და ინოვაციების სფეროზე ადაპტირებული ფრანგული ენის კურსი, ონლაინ სწავლების საშუალებით).


ამასთანავე, კამპუს ფრანსის წარმომადგენლობა, საფრანგეთის მიმართულებით მობილობის წახალისების მიზნით, სტუდენტებს  უფასო საინფორმაციო და საკონსულტაციო მხარდაჭერას უწევს.


ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ახალ ეტაპს, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის  დაარსება წარმოადგენს. 2018 წლის 26 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტროსა და საქართველოს განათლების სამინისტროს შორის ხელმოწერილი მნიშვნელოვანი ორმხრივი შეთანხმებით დაფუძნებული ამბიციური პროექტის მიზანს წარმოადგენს ფრანგულ და ქართულ უნივერსიტეტებს შორის  ორმაგი დიპლომების ამოქმედება როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობისა და ინფორმატიკის მიმართულებით. 

საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
დღის ჰოროსკოპი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
ამბები

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა.