თეგეტა აკადემია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას აცხადებს

ამბები

8 აპრილი 17:41

თეგეტა აკადემია აცხადებს მიღებას ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების (დუალური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, კურსი მოიცავს 81 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადსა და რვა თვეს.

აქედან თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილია 8 თვე, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მოიცავს საწარმოში მუშაობას ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით.


მსურველები გადიან შერჩევის სამ ეტაპს - რეგისტრაცია, ტესტირება და გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, რეგისტრაცია გაიაროთ ელექტრონული წესით მოცემულ ლინკზე - https://bit.ly/2I6OP7g. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია  წარმოებს 13 აპრილამდე.


პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საბაზო პროფესიულ კვალიფიკაციას მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში. საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია, დასაქმდეს ელექტრიკოსისა და დიაგნოსტიკის სპეციალისტად კომპანია თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში.


თეგეტა აკადემიამ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა  საქართველოში პირველი კერძო  კოლეჯი, რომელიც განახორციელებს საავტომობილო ტრანსპორტის შეკეთების  მიმართულებით პროგრამას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში სიახლეა, ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.


 თეგეტა აკადემია დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. ის წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 1350-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა.


„თეგეტა აკადემიის“ ტრენინგ კურსებს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტრიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, შელი, მიშელინი, ტოიოტა და სხვ.

საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.
დღის ჰოროსკოპი

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ღუმელში გამომცხვარი ქათმის ბარკლები

როცა მთელი ოჯახი გყავთ გამოსაკვები და სადილის მოსამზადებლად დრო არ გაქვთ, სცადეთ...
საკნატუნო ამბები

მილიონი მოწონება: ვარსკვლავების შიშველი ფოტოები ინსტაგრამზე: (+18)

კონფიდენციალურობა? არა, არ ვიცით! ეს ვარსკვლავები მოუღალავად ავრცელებენ საკუთარი შიშველი სხეულის ფოტოებს ინტერნეტსივრცეში. რას არ გააკეთებ, მილიონი „ლაიქისთვის?!“
დღის ჰოროსკოპი

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

აირჩიეთ პეპელა და გაიგეთ, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში

როცა საკუთარ პრობლემებში გარკვევა გვიჭირს, დასახმარებლად ფსიქოლოგები მოდიან.
ამბები

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა საჯარო სამსახურში დასაქმებულთათვის

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2019 წლის საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გამოაცხადა.