ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა

ამბები

24 აპრილი 18:27

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 24 აპრილს გაიმართა.

ავტორმა კაბალას მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კაბალას უდიდესი პოლიტიკური და მეცნიერული დატვირთვა აქვს. მისი თქმით, „ქართულ კაბალაზე“ მუშაობის პროცესში ყველაზე მთავარი ქართული ჰემატრიის აღმოჩენა იყო.


ქართული ჰემატრიის არსებობის დამტკიცებაზე 6 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, თავად წიგნი კი 1 წელიწადში გამოიცა.


„დიდი იბერია მთელი თავისი მშვენიერებით ჩვენ წინაშეა და მე მას, ქართულ კაბალას, ვუბრუნებ საქართველოს“, - განაცხადა ალიკო ცინცაძემ.


მისივე თქმით, ქართული ჰემატრიით მტკიცდება, რომ ქართული ენა ქრისტეს ენაა და ქართველებს ბიბლიის შემქმნელი ხალხის ნიშნები აქვთ.


„ქართული კაბალა - ეს არის ცხოვრების წესი, ტრადიციები, მზისა და მთვარის მოძღვრება, სულის უკვდავების მოძღვრება, რომელიც დაფარვის მეთოდებს შეიცავს. დადგინდა, რომ ქართული კაბალა მსოფლიოს 6 ძირითადი რელიგიის - ქრისტიანობის, ბუდიზმის, ინდუიზმის, იუდაიზმის, მუსლიმანობისა და ზოროასტრიზმის საფუძველია“, - განმარტა წიგნის ავტორმა.


როგორც მან თქვა, ეს წიგნი უკვე დახლებზეა, თუმცა საზოგადოება მას ნაკლებად იცნობს.


„ქართველ საზოგადოებას ეს წიგნი ებრაულ კაბალაზე ჰგონია და ამიტომ არ იყიდება. ვფიქრობ, მოვიდა დრო ქართული კაბალა აღდგეს მთელი თავისი ბრწყინვალებით“, - აღნიშნა ალიკო ცინცაძემ წიგნის პრეზენტაციაზე.


პრეზენტაციის ბოლოს ავტორმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და ქართული კაბალას მნიშვნელობაზე დამატებით განმარტებები გააკეთა.

დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა აქვთ საერთო მერილინ მონროს, ელვის პრესლისა და ჯენიფერ ლოპესს?

გარდა ვარსკვლავური სტატუსისა, მათ ძაღლებისადმი სიყვარულიც აერთიანებთ.
დღის ჰოროსკოპი

16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

მიქსერმა ქალი მისივე შარფით „მოგუდა“

ეს სამწუხრო ინციდენტი ორიოდე დღის წინს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ეტიენში (Saint-Étienne) მოხდა. 58 წლის ქალი, თავის ვაჟთან ერთად, სამზარეულოში იმყოფებოიდა და ნამცხვრია გამოცხობას აპირებდა... ამის შესახებ გამოცემა „დეილი მეილი“ იუწყება.
დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.