თეგეტა მოტორსმა GROUPAUTO Caucasus-ის შეხვედრებს უმასპინძლა

ამბები

30 აპრილი 16:45, 2019 წელი

თეგეტა მოტორსმა საქართველოში GROUPAUTO Caucasus-ის ყოველწლიურ ღონისძიებას უმასპინძლა.

„პატივი გვაქვს წელს ჩვენ ვიყოთ GROUPAUTO Caucasus-ის მასპინძლები, ეს შეხვედრები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოში საავტომობილო ინდუსტრიის გაძლიერებას, ასევე, მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებას. თეგეტა მოტორსი, როგორც კავკასიის რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანია, არის ამ გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ საქართველოს, გახდეს რეგიონში საავტომობილო სფეროს ლიდერი“, - განაცხადა თეგეტა მოტორსის გენერალურმა დირექტორმა ავთანდილ წერეთელმა.

GroupAuto Caucasus გახლავთ GroupAuto International-ის წევრი კომპანია, რომელიც წარმოდგენილია კავკასიის რეგიონში. GroupAuto Caucasus-ის მთავარი მიზანია დანერგოს და განავითაროს თანამედროვე სერვისები რეგიონში, ასევე,  მოახდინოს საავტომობილო სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია რეგიონალურ დონეზე. აღსანიშნავია, რომ ამ გზით სხვა მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაზიარება მოხდება საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არსებული კომპანიებისთვის. GROUPAUTO Caucasus-ის ცენტრალური ოფისი და რეგიონალური ჰაბი განთავსდება საქართველოში.

GroupAuto International არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს წამყვანი 50-მდე ბრენდის მიერ წარმოებული მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე, კომერციული დანიშნულების ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილების იმპორტს ხუთ კონტინენტზე, მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ჩინეთში, ბრაზილიაში და სხვა. GroupAuto International აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ დისტრიბუტორს, 7 500-მდე სერვისცენტრს და ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: Shell, Bosch, ZF, Continental, Philips, Osram, Johnson Controls, Exide და სხვა.

GroupAuto International-ის მთავარი მიზანია ავტოინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი ბრენდების გაერთიანება და მათი ადგილობრივ კომპანიებთან დაკავშირება, რათა განვითარდეს ავტოინდუსტრია და ხელმისაწვდომი იყოს სერვისის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროდუქცია.

ურთიერთობა

ცნობილი „პენსიონერები“ და მათი მეორე ნახევრები

რამდენიმე მაგალითი კიდევ ერთხელ იმის დასტურად, რომ სიყვარულმა არ იცის ასაკის საზღვრები, ისევე როგორც - კანის ფერი, რელიგია და კიდევ ბევრი სხვა მსაზღვრელი.
დღის ჰოროსკოპი

26 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?