ის „ვენდის“ მსოფლიო ქსელის 200 გამორჩეულ მენეჯერს შორის აღმოჩნდა, ვისი ყოველდღიური საზრუნავიც მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნა და უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი მენიუს მომსახურების ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით შეთავაზებაა. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ საერთაშორისო ქსელის იმ მენეჯერებთან ერთად დააჯილდოვეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით „ვენდის“ რესტორნების მართვის სტანდარტების დახვეწასა და თანამშრომლების მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნვის მეთოდების სრულყოფაში.
„ვენდის“ რესტორნების წამყვანი მენეჯერები ამერიკის შტატ ოჰაიოში, ქალაქ დუბლინში გამართულ კონფერენციაზე დააჯილდოვეს. „ვენდის“ გლობალური ქსელის 6700-ზე მეტი რესტორნის მენეჯერიდან მხოლოდ 200 შეირჩა საერთაშორისო კომიტეტის მიერ, რომელთაც წამყვანი მენეჯერები მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისა და რესტორანში მათი ნაკადის ზრდის ტენდენციის საფუძველზე გამოავლინეს. დაჯილდოებული მენეჯერებიდან 175 - აშშ-დან, 15 - კანადიდან და 10 სხვა ქვეყნიდანაა.
„ვენდის“ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვლენილი წამყვანი მენეჯერები „ვენდის“ რესტორნების მმართველი გუნდის მხოლოდ 3%-ია. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ თბილისი მოლის რესტორანს მართავს.
„გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარება მოტივაციას გვაძლევს, მეტი ძალისხმევა გავიღოთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ მომსახურება, რაც, საბოლოო ჯამში, მათი კმაყოფილებისა და ნაკადის ზრდაზე აისახება. მეამაყება, რომ საშუალება მომეცა, „ვენდის“ მსოფლიოს ტოპ მენეჯერებთან ერთად წარმოვჩენილიყავი და საქართველოს „ვენდის“ რესტორნის წარმატება აღმენიშნა“, - აცხადებს ქეთი ჩოგოვაძე.
„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერის საერთაშორისო აღიარება საამაყოა „ვისოლ ჯგუფისთვის“, რომელმაც ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით „ვენდი“ საქართველოში 10 რესტორნითაა წარმოდგენილი. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი უკვე 2 წელია, ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ, ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვ. სთავაზობს.