ცესკოში მორიგი საინფორმაციო ბრიგინგი გაიმართა

ამბები

19 მაისი 17:39

ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიასთან 15:00 სთ-ის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ისაუბრა.

ანა მიქელაძემ საზოგადოებას, ასევე, გააცნო მოცემული დროისთვის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით:

„საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 55 საჩივარი, აქედან მარნეულში შევიდა 17 საჩივარი, ზესტაფონში 4, ხულოში 7, ხოლო ზუგდიდში 26 და ოზურგეთში - 1  საჩივარი. საჩივრები, ძირითადად, პროცედურულ ხარვეზებს შეეხება“, - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკრემა.

ანა მიქელაძემ მედიასთან რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია, წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი ელექტონული მოწყობილობის საშუალებით. წყალტუბოს მე-15 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში აპარატი ჩაანაცვლეს სარეზერვო მოწყობილობით; ამ დროისთვის კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

ზუგდიდის #97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 3 სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა საქმიანობის განხორციელების პროცესში. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა გამოეძახებინა პოლიცია. დამკვირვებლები „პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, „სსიპ როპისა“ და „აპრიორის“ წარმომადგენლები არიან.

„ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მინდა, განცხადება გავაკეთო გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე პირადობის მოწმობების გარეშე ხმის მიცემის შესახებ:

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩვენო კომისიის წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ხდება მათი იდენტიფიცირება ბიულეტენის გაცემამდე. ამასთან, არც ერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით,  არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბფრიფინგზე.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩერნილია რამდენიმე საათი. მივმართავთ ამომრჩევლებს იაქტიურონ, ვინაიდან თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია.

დღეს 11 მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე, ან/და საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება. მერებს ირჩევენ მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტები. თბილისი მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატს აძლევს ხმას.

საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით! 
დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დაუჯერებელი მსოფლიო რეკორდები, რომელთა შესახებ შეიძლება არც კი გსმენიათ

კაცობრიობა რომ ყოველდღე ახალი სიმაღლეების დაპყრობას არ ცდილობდეს, ვინ იცის ახლა სად ვიქნებოდით - ქვის თუ რკინის ხანაში?
სილამაზე/ჯანმრთელობა

როგორ ცვლის დუნდულოების ფორმას ყოველდღე ქუსლებზე სიარული?

კვინსლენდის უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა მასშტაბურმა კვლევამ გამოავლინა საინტერესო ფაქტორი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მაღალქუსლინი ფეხსაცმლის სისტემატურ ტარებასთან.