ანა მიქელაძე: ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი

ამბები

19 მაისი 23:15

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კენჭისყრის პროცესის დასრულების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

როგორც ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა.


„ამ წუთებში საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პროცესი - კომისიის წევრები ითვლიან ბიულეტენებს. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ მშვიდ ვითარებაში, ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და რომ უბანზე ყოფნის უფლების მქონე ყველა პირმა დაუბრკოლებლად შეძლოს აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება“,-განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.


მისივე თქმით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა,  მიუხედავად კენჭისყრის შენობის გარეთ ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლენებისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა.


წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა შემდეგია:


თბილისის № 1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 34.27%


მარნეული:   35.82 %    


ზესტაფონი:  57.03 %            


ჭიათურა:    43.26 %              


ზუგდიდი: 46.88 %           


ხულო:     58.21%             


აქტივობა იმ საარჩევნო უბნების მიხედვით, სადაც ტარდება საკრებულოების შუალედური არჩევნები:


საგარეჯო: 74.56 %


ახმეტა: 50.57%


ადიგენი: 56.41%


ტყიბული: 39.85%


წყალტუბო: 52.05%


ოზურგეთი: 45.45%.


საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა. მას შემდეგ რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, საარჩევნო უბანზე ყველა კანონით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ, ისინი მიეწოდება შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომლებიც უმოკლეს ვადებში ატვირთავენ არჩევნების მართვის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში. ცესკო საუბნო შემაჯამებელ ოქმებს დაუყოვნებლივ, მიღებისთანავე გაასაჯაროვებს სპეციალური ვებ-გვერდის (results.cec.gov.ge) საშუალებით და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.


ამასთან, ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით, რომელიც 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს „Facebook“-გვერდზე, „Youtube“-სა და ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი.


“მაჟორიტარული არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც სხვადასხვა ოლქში ტარდება და არა მთელს საქართველში, კონკრეტული ოლქების პირველადი წინასწარი შედეგების გამოცხადება შესაძლებელი გახდება მხოლოდ საკმარისი რაოდენობის ოფიციალური, რეპრეზენტატული რაოდენობის ოქმების შემოსვლის შემდეგ. ცესკო შეეცდება მაქსიმალურად მოკლე დროში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია წინასწარი შედეგების შესახებ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, საუბნო შემაჯამებელი ოქმები შემოსვლისთანავე დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ვებ-გვერდზე.


უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო უბანზე მყოფი საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და დამკვირვებლები  ინფორმაციას შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებიდანვე სხვადასხვა საშუალებებით ავრცელებენ. თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებულია დაელოდოს საუბნო საარჩევნო კომისიების ოფიციალურ მონაცემებს და მხოლოდ ოფიციალური შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე დათვლილ პირველად, წინასწარ შედეგებს გავაცნობთ საზოგადოებას.


როგორც მოგეხსენებათ, წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი. აპარატიდან ამობეჭდილი ელექტრონული მონაცემების საინფორმაციო ფურცელი ხელმისაწვდომია როგორც საარჩევნო უბნებზე, ისე ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს არჩევნების წინასწარ შედეგებს“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.


რაც შეეხება საჩივრების რაოდენობას.  კენჭისყრის პროცესის შესახებ შემოსულია ჯამში 89 საჩივარი ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში. მათ შორის, მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში - 6, ხულოში - 16, ზუგდიდში- 44, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისის №1 საარჩევნო ოლქში ასევე 1 საჩივარი.  საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული კომისიების მიერ.


გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში ცესკოს სატელეფონო საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა 209 ზარი,  ონლაინ ჩათში  კი 56 შეტყობინება. მათი უმეტესობა შეეხებოდა ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებას, დამკვირვებლისა და ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას.

საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.
კულინარია

სპაგეტი ფრიკადელებით - გემრიელი და სწრაფად მოსამზადებელი

ამ უგემრიელეს იტალიურ კერძს, სულ რაღაც, ნახევარი საათში მოამზადებთ და თანაც ყველა ინგრედიენტი ადვილად ხელმისაწვდომია.
დღის ჰოროსკოპი

18 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბრონქსელი გოგონადან მოდის დედოფლამდე: ჯეი ლოს სილამაზის ევოლუცია

ლათინოამერიკელი მომღერალი, მსახიობი, მოდელიერი და ბიზნესლედი მთელი ცხოვრება ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ და ახლა მას მთელი მსოფლიო იცნობს. ჯენიფერი 50 წლისაა და როგორც ჩანს, კარგად იცის, როგორ დაატრიალოს საათის ისრები უკუღმა.
საკნატუნო ამბები

დაუცველი სექსი სასარგებლოა? - მეცნიერების ახალი კვლევა

დაუცველი სექსი ორივე პარტნიორის ფსიქიკას იცავს, ხოლო სექსი პრეზერვატივით სტრესსა და დეპრესიას იწვევს, - ამტკიცებენ მეცნიერები. თქვენც დაგაფიქრათ, მეცნიერების ნათქვამმა? ერთად გავერკვეთ, რისი თქმა სურთ ჩვენს კეთილისმსურველებს.
დღის ჰოროსკოპი

17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Sunset Fest Bakhmaro - 19 აგვისტოს ბახმაროში თანამედროვე მუსიკის ფესტივალი და დიდი მხიარულება გელოდებათ

Sunset Fest  Bakhmaro 2019-ის მზადება აქტიურ ფაზაშია. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, დაბა ბახმაროში, 19 აგვისტოს ბევრი სიურპრიზი და დიდი მხიარულება გელით.
კინო

გასაოცარი შარლიზ ტერონის 20 ფილმი

შარლიზ ტერონი არა მხოლოდ ლამაზი ქერაა, არამედ ეფექტიანი მსახიობიც, ფართო დრამატული დიაპაზონით. მას ერთნაირად ძლიერად შეუძლია ითამაშოს როგორც „საოსკარე“ დრამაში, ისე ბლოკბასტერსა და კომედიაში.
დღის ჰოროსკოპი

16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

სტაფილოს სალათი აღმოსავლურად

ამ რეცეპტით მომზადებულ სალათს ძალიან გამოკვეთილი და მდიდარი გემო აქვს. ოღონდ სუფრასთან მიტანამდე 2-3 საათი უნდა გააჩეროთ.