20 მაისს, 11:00 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარ შედეგებთან დაკავშირებით საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება.
მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.
19 მაისს საქართველოში მერების რიგგარეშე, პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა. 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
შუალედური/რიგგარეშე არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
საკრებულოს შუალედური არჩევნები საგარეჯოს, ახმეტის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაიმართა, მერი კი ხუთ მუნიციპალიტეტში მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში აირჩიეს.