19 მაისს გამართული შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის 410-ვე საარჩევნო უბნის შედეგები დათვლილია.

ამბები

20 მაისი 13:23

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2019 წლის 19 მაისის არჩევნების წინასწარი შედეგები წარადგინა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკოში) დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე კომისიის პრეს-სპიკერმა მედიას წინასწარი შედეგები გააცნო  და აღნიშნა, რომ დეტალური მონაცემები ყველა დაინტერესებული მხარისთვის ცესკოს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.


„სამწუხაროდ, კენჭისყრის დღეს, მათ შორის, ხმების დათვლის პროცესში, იკვეთებოდა სარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის, საქმიანობის ხელის შეშლის ტენდენცია, რაც კანონიერი მექანიზმების გამოყენების გარეშე, შეუძლებელს ხდიდა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ ფუნქციების განხორციელებას.


ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ დაფიქსირდა  კანონით მინიჭებული უფლებამოსილების გადამეტება და პროცესის მიმდინარეობის ხელშეშლა. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონის საფუძველზე, პროცედურების დაცვით, შეძლო კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დროულად დასრულება და ამომრჩეველთა ნების  შედეგებში ასახვა“, განაცხადა ანა მიქელაძემ. 


საბოლოო წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების 100 პროცენტის მიხედვით შემდეგია:


თბილისის №1 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი: 


№ 13 შალვა შავგულიძე - 36,83 %


№35 გერმანე საბო - 4,76 %


№41 ვლადიმერ კახაძე - 41 %


№ 42 ლევან იოსელიანი 6,55 %


№43 კობა დავითაშვილი 2,91 %


№44 სოფიო ხორგუანი 2,64 %


№ 45 გრიგოლ გეგელია 3,14 %


წინასწარი მონაცემების მიხედვით აღნიშნულ ოლქში გაიმართება არჩევნების მეორე ტური. საარჩევნო კოდექსის თანახმად, მეორე ტური უნდა გაიმართოს პირველი ტურის კენჭისყრის დღიდან 25 დღის განმავლობაში და დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს ცესკო.


საოლქო საარჩევნო კომისია კი კენჭისყრის შედეგებს შეაჯამებს არაუგვიანეს 30 მაისასა.
 


მერების რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები საარჩვენო ოლქების მიხედვით შემდეგია:


№22 მარნეულის საარჩევნო ოლქი:


№2 აკმამედ იმამკულიევი - 7,54 %


№5 აგილ მუსტაფაევი - 11,49 %


№41 ზაურ დარგალი - 78.6 %


№51 ზესტაფონის საარჩევნო ოლქი:


№5 ბაქარ ხიჯაკაძე 34,26 %


№8 ანზორ ნებიერიძე 2,64 %


№9 გიორგი წულაია 5,81 %


№41 გიორგი გოგლიჩიძე 50,75 % 


№42 ვახტანგ რობაქიძე - 5,07 %


№56 ჭიათურის საარჩევნო ოლქი:


№41 გივი მოდებაძე - 64,58  %


№42 ზურაბ კუპატაძე - 17,99 %


№43 დავით ჭუმბურიძე - 15,26 %


№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქი:


№5 სანდრა ელისაბედ რულოვსი - 42.84 %


№41 გიორგი შენგელია - 54,18 %


№84 ხულოს საარჩევნო ოლქი:


№1 ვახტანგ ბერიძე - 3.63  %


№5 ირაკლი ჯორბენაძე - 23,74 %


№41 ვახტანგ ბერიძე 70,91 %


№42 როლანდ აბულაძე 1.03 %


საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები შემდეგია:


საგარეჯო


№5 ირაკლი ჯინჭარაძე - 26,71%


№41 ზურაბ შინდელაშვილი - 72,4%


ახმეტა


№17 შოთა თავბერიძე - 1%


№41 როსტომ ალხანაშვილი - 96,49%


ადიგენი  


№1 გიორგი კოღუაშვილი - 1,61 %


№41 გენადი ბოლქვაძე - 93,89%


ზესტაფონი


№5 გაგა ლაბაძე - 29,84 %


№41 ნუგზარი ფერაძე - 69,71 %


ჭიათურა


№5 ილიკო ჩიკვილაძე - 27%


№41 თეიმურაზ ჭუმბურიძე - 46,82 %


№44 ნოდარ ჩაჩანიძე - 23,86 %


ტყიბული


№5 დავითი ლომიძე - 28,68 %


№24 მერაბი ყიფიანი - 3,36 %


№41 რომან მაწკეპლაძე - 63,23 %


№43 ავთანდილ ბრეგაძე - 3,36 %


წყალტუბო


№2 ზაურ ქაშიბაძე - 19,72 %


№ 41 ომარ სინაურიძე - 78,41 %


ოზურგეთი


№2 იაკობ ზაქარეიშვილი - 15,85 %


№9 მარიამ მაჩაბერიძე - 2,4 %


№41 დავით მდინარაძე - 71,75 %


№42 ტოგო ჭელიძე - 4,45 %


№43 კაკო თავდუმაძე 4,72 %


ანა მიქელაძემ ასევე ისაუბრა საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებზე: მოცემული დროისთვის ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 116 საჩივარი.  მათგან მარნეულში შესულია - 33, ზესტაფონში -10, ხულში - 21, ზუგდიდში - 48, ოზურგეთში - 1, ხოლო თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში  - 3 საჩივარი.


საჩივრების  უმეტესი ნაწილი  მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს შეეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, რომლებითაც  8 საარჩვენო უბანზე მოთხოვნილია საუბნო შემაჯამებელი ოქმების ბათილობა. მათგან, 4 საჩივარია მარნეულში, 5 - ზესტაფონში და 1 - თბილისის №1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.


ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით განსაზღვრული პროცედურები. საოლქო საარჩევნო კომისიები განიხილავენ საჩივრებს და  შესწავლის შემდეგ მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.


„როგორც მოგეხსენებათ, 19 მაისს, წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შემდეგი ეტაპი. მნიშვნელოვანია, რომ ელექტრონული აპარატების მიერ ზუსტად იქნა დათვლილი შედეგები ბათილი ბიულეტენების ჩათვლით და  ფაქტობრივად,  საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ, კანონმდებლობის თანახმად შემდგომში ხელით დათვლილი შედეგები დაემთხვა ელექტრონულ შედეგებს.


ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი შეფასდება, როგორც ამომრჩეველთა ქცევის, ისე საარჩევნო პროცესის შესახებ დეტალური ანალიზის შემდეგ  ჩართულ მხარეებთან და ფართო საზოგადოებასთან ერთად.


საარჩევნო პროცედურები გრძელდება. ეხლა მიმდინარეობს როგორც საბოლოო შედეგების დამუშავების, ისე საჩივრების განხილვის პროცესი.


კანონმდებლობის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა შეაჯამონ კენჭისყრის შედეგები არაუგვიანეს კენჭისყრის დღიდან მე-11 დღისა - ანუ არაუგვიანეს 30 მაისისა.


ყველას, რა თქმა უნდა პირველ რიგში ამომრჩევლებს, მედიას, დამკვირვებლებს და საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ თანამშრომელს მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის“ - განაცხადა ანა მიქელაძემ. 


 

დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.
დღის ჰოროსკოპი

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ულამაზესი ანჯელინა ჯოლის 15 განსაცვიფრებელი როლი

უნდა ვაღიაროთ, რომ ანჯელინას გარეშე ამ ფილმებიდან არცერთი არ იქნებოდა ასეთი საინტერესო და ამაღელვებელი.
საკნატუნო ამბები

სილამაზე თუ?...

უცენზურო კაბებმა მოდის სამყარო დაიპყრო.