Volvo Cars და POC ველოსიპედისტებისთვის სპეციალურ ჩაფხუტს შექმნიან

ამბები

4 ივნისი 11:38, 2019 წელი

Volvo Cars, ავტომობილების უსაფრთხოების მიმართულებით ლიდერი კომპანია, და სპორტული აქსესუარების მწარმოებელი შვედური ბრენდი POC, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ველოსიპედისტებისთვის სპეციალურ ჩაფხუტს ქმნიან.

ჩაფხუტი უსაფრთხოების ვოლვოსეული სტანდარტითა და მაღალი გამძლეობით იქნება გამორჩეული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ველოსიპედისტთა უსაფრთხოებას.


ავტომობილებსა და ველოსიპედებს შორის ინციდენტები ხშირად სრულდება ფატალურად, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა Volvo Cars-მა, კომპანია POC-თან ერთად, უახლესი ტექნოლოგიური სისტემების დახმარებით მოახდინოს მსგავსი შემთხვევების პრევენცია.


Volvo-სა და POC-ის პროექტი მრავალი სპეციალურად შექმნილი იმიტირებული „ქრეშ ტესტისგან“ შედგება, რომლებიც ქ. გოთენბურგის ცნობილ უსაფრთხოების ცენტრში ტარდება. კვლევის მიზანია, დადგინდეს ველოსიპედისტების დაშავების სიმძიმე და ტიპები, რომ ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნას მეტად უსაფრთხო ჩაფხუტი.


ტესტირების განმავლობაში POC-ის ფირმის ჩაფხუტებით აღჭურვილნი არიან მანეკენები, რომლებიც განსხვავებული კუთხითა და სიჩქარით ეჯახებიან სტატიკურად მყოფ „ვოლვოს“ ავტომობილებს. ტესტირება ეფუძნება არსებულ სავალდებულო პროცედურებს, რომელსაც Volvo Cars ფეხით მოსიარულეთათვის იყენებს.


სტანდარტულად, ჩაფხუტების ამჟამინდელი სატესტო პროცედურები არის მარტივი, რაც ითვალისწინებს ჩაფხუტების გატესტვას მხოლოდ სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში სხვადასხვა გრადუსით დავარდნისას და არ ითვალისწინებს შეჯახების პროცესს. Volvo-სა და POC-ის პროექტი უზრუნველყოფს ტესტირების ახალ სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს ყველა შესაძლო დაზიანებას. ასეთი ტიპის ტესტირების შედეგად POC-ის საშუალება ექნება, შექმნას უფრო მეტად უსაფრთხო და დაცული ჩაფხუტები.


„მსგავსი სახის ურთიერთთანამშრომლობა POC-თან ჩვენი სულისკვეთების კარგი მაგალითია. ჩვენ ხშირად ვატარებთ უსაფრთხოების შესახებ ტესტირებებს, რადგან ჩვენი მიზანია არა მარტო ვაკმაყოფილებდეთ საყოველთაო შედეგებს, არამედ გავცდეთ სავალდებულო მოთხოვნებს და შევქმნათ ყველასთვის უფრო მეტად უსაფრთხო გარემო“, - ამბობს მელინ ეკჰოლმი, Volvo Cars-ის უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ლიდერი ინჟინერი.


„უსაფრთხოებაში, ინოვაციასა და დიზაინში მიღებულმა 60-ზე მეტმა საერთაშორისო ჯილდომ განაპირობა ჩვენი რეპუტაცია და ვალდებულება, რომ მომავალშიც გავაკეთოთ უფრო მეტი მსგავსი სახის პროექტი. ისევე როგორც Volvo Cars-ში უსაფრთხოება არის უპირველესი საზრუნავი და მისია, რომელიც წინ უძღვის ყოველ ახალ იდეასა და ინოვაციას, ასევე, კომპანია POC, ჩვენი ლაბორატორიის წამყვან ინჟინრებთან ერთად, ვართ ლიდერები უსაფრთხოების ახალი იდეების მხრივ. სასერტიფიკატო სტანდარტები აუცილებელია, თუმცა ამან არ უნდა შეზღუდოს ჩვენი სურვილი და სულისკვეთება, რომ ვიყოთ ყოველთვის მოწინავე და ვიფიქროთ ინოვაციურად“, - აღნიშნავს POC-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი ოსკარ ჰასი.


Volvo Cars, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, ორიენტირებულია უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებზე, კომპანია მუდმივად მუშაობს საგზაო უსაფრთხოების ნორმების განვითარებაზე და ამ მიმართულებით მრავალ ინოვაციურ პროექტში მონაწილეობს.


ბოლო წლებში Volvo Cars-მა ფოკუსირება მოახდინა იმ ადამიანების დაცვაზე, რომლებიც არ სხედან ავტომობილში და არიან მის გარეთ. მაგალითისთვის, 2010 წელს Volvo Cars-მა შეიმუშავა ფეხით მოსიარულეთა ამომცნობი დეტექტორი და ავტომატური დამუხრუჭების სისტემა. კომპანია 2013 წლიდან ანალოგიურ ტექნოლოგიას იყენებს ველოსიპედისტების შემთხვევაშიც. დეტექტორი ავტომობილის კამერებისა და რადარების საშუალებით ამოიცნობს ობიექტს და ამის შესახებ აცნობებს მძღოლს, ხოლო გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში თავადვე ახდენს შემთხვევაზე რეაგირებას და იყენებს ავტომატურ მუხრუჭს. ორივე ტექნოლოგია სტანდარტია „ვოლვოს“ ყოველი ავტომობილისთვის.

დღის ჰოროსკოპი

31 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

სოკარმა STOPCOV ფონდის მხარდასაჭერად საქართველოს ბიზნესასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა

კომპანია „სოკარი“ მხარს უჭერს StopCoV ფონდის შექმნას და ფონდის დასახმარებლად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში 200 000 ლარი ჩარიცხა.
ამბები

„მაგნიტში’’ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები ფასნამატის გარეშე გაიყიდება

ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დღეიდან „მაგნიტის“ მომხმარებლებს შემდეგი დაფასოებული პროდუქტების -  მაკარონი, ბრინჯი, წიწიბურა, შაქარი, ზეთი, ფქვილი -  შეძენა ფასნამატის გარეშე შეეძლებათ. 
ამბები

“ბაზისბანკმა” და „ჰუალინგ ჯგუფმა“ StopCov ფონდში 200 000 ლარი გადარიცხეს

ბაზისბანკმა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 100 000 ლარი გამოყო.
ამბები

„ნიკორამ“ StopCOV ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა

„ნიკორა“ მიესალმება StopCOV ფონდის შექმნას და ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში 100 000 ლარს რიცხავს.
საკნატუნო ამბები

მშობლების და შვილების სახალისო ურთიერთობა კარანტინში

პატარების მოუსვენრობა მოწყენის საშუალებას არასდროს გვაძლევს...
დღის ჰოროსკოპი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

თამაშზე დამოკიდებულთა ფსიქოთერაპიის სეანსები დისტანციურად წარმატებით გრძელდება

COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი "კამარა" ლუდომანებისთვის განკუთვნილ ფსიქოთერაპიის სეანსებს დისტანციურად აგრძელებს.
დღის ჰოროსკოპი

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

მსოფლიოს დეზინფექცია - ფოტორეპორტაჟი

მსოფლიო, კორონავირუსის გამო, უპრეცედენტო სანიტარულ ზომებს იღებს... 
ამბები

„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის

„ვენდი“ და „დანკინი“ ითვალისწინებს ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეკომენდაციებს და მიწოდების სრულად უკონტაქტო სერვისზე გადადის.
დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?