„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ხარისხის ყველაზე მაღალი ჯილდო მიიღო

ამბები

23 სექტემბერი 13:32, 2019 წელი

„ვენდის“ ქართულმა რესტორნებმა საერთაშორისო „ვენდისგან“ Dave’s Way სერტიფიკატი – ყველაზე მაღალი ჯილდო საკვების უსაფრთხოების, ხარისხის კონტროლის დახვეწილი სისტემის, გემოვნური თვისებების, სწრაფი მომსახურებისა და სისუფთავისთვის მიიღო.

26 მაისის მოედანსა და ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ვენდის“ რესტორნებმა Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატი, შეფასების სხვადასხვა სისტემებთან ერთად, მომხმარებლის უმაღლეს შეფასებას ეყრდნობა.
გამარჯვებული რესტორნის თანამშრომლებს ჯილდო „ვენდის“ საერთაშორისო საოპერაციო დირექტორმა გაბორ ჰავარმა გადასცა. გაბორ ჰავარის მიხედვით: „Dave’s Way ხარისხის სერტიფიკატით ჯილდოვდება რესტორნები, რომლებიც „ვენდის“ მთელ საერთაშორისო ქსელში გამოირჩევა საკვების უსაფრთხოებით, საუკეთესო ხარისხით, უმაღლესი კლასის მომსახურებითა და მეგობრული გარემოთი. შესაბამისად, ჩვენ ვულოცავთ ქართულ „ვენდის“ ღირსეულ ჯილდოს“.


„ვენდი“ მუდმივად ცდილობს, შეასრულოს დანაპირები – „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“. ხარისხის კონტროლის უახლესი სისტემების დანერგვითა და იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებით ჩვენ შევძელით, შეგვექმნა გამორჩეული გემო, რომელიც „ვენდის“ საყვარელ თავშეყრის ადგილად აქცევს. ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცპროდუქტებით, პურით, ნაყინითა თუ სხვა ადგილობრივი პროდუქტებით დამზადებული უგემრიელესი კერძები და ჩვენი მომსახურების დონე შეუმჩნეველი არც „ვენდის“ სათავო ოფისს დარჩა. შესაბამისად, Dave’s Way ხარისხის ჯილდო ჩვენი ძალისხმევის ყველაზე საუკეთესო აღიარებაა. უფრო მეტიც, ვაკის რესტორანმა უფლება მოიპოვა, „ვენდის“ ხარისხის კონტროლის სისტემები გააცნოს და დაატრენინგოს, არა მხოლოდ საქართველოს ვენდის რესტორნების მომავალი თანამშრომლები და მენეჯერები, არამედ სხვა ქვეყნების „ვენდის“ წარმომადგენლობის თანამშრომლებიც“, - აცხადებს „ვენდის“ გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე.


„ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.


 

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?