ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“ მასშტაბურ შემოქმედებით კონკურსს იწყებს

ამბები

25 სექტემბერი 15:07

#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც სტარტი აიღო და კონკურსანტებს უკვე დღეიდან ელის. 

კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.


სასტუმრო რედისონში, გამართულ პრესკონფერენციაზე კონკურსის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა კონკურსის მნიშვნელობაზე, მონაწილეობის წესებსა და შეფასებების კრიტერიუმებზე ისაუბრეს.


#ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია, რომელმაც სტარტი უკვე აიღო და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეეძლება. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომი“, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com


მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში.  კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი. გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.


„#ქალაქიხასიათით - ეს არის შემოქმედებითი კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ქალაქების პოპულარიზაციას და სწორედ ამიტომ, „ბორჯომი“ შესაძლებლობას აძლევს ყველა მსურველს გადაიღონ ფოტო ან მოკლე ვიდეო და უკეთ წარმოაჩინონ საკუთარი ქალაქის ხასიათი, გაგვაცნონ ჩვენთვის ჯერ კიდევ, უცნობი თუ ნაცნობი საინტერესო მხარეებით. კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, საპრიზო ფონდი შეადგენს 10 ათას ლარს, რომელიც სამ გამარჯვებულზე გადანაწილდება. ვფიქრობთ, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას და საქართველოსა და მისი კუთხეების შესახებ ცნობადობის გაზრდას“, - განმარტავს ქართული მინერალური წყალი "ბორჯომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნანიკო კუპრაშვილი.


„ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება დავინახო ერთი დიდი ქალაქი, და ეს ქალაქი რამდენად სხვადასხვანაირი და მნიშვნელოვანია თითოეული მცხოვრებისთვის. მთავარი კრიტერიუმი ის იქნება, რომ აღმოვაჩინოთ ახალი სივრცეები და ახალი ხასიათი უკვე კარგად ნაცნობი ქალაქების. ჩემთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება აღმოვაჩინო ისეთი ქალაქი, სადაც არ ვყოფილვარ. მართალია, ასეთი ალბათ, ძალიან ცოტა იქნება, თუმცა უკვე კარგად  ნაცნობ ქალაქში, სადაც მე ახალს დავინახავ ან დამანახვებენ, ეს ძალიან საინტერესოა“, - აღნიშნავს ჟიურის წევრი, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი.


 „ეს ორმაგად საამაყოა, წარმოადგენდე ისეთ ბრენდს როგორიცაა ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“, და ამასთან ერთად წარმოაჩენდე შენი ქალაქის ხასიათს. ძალიან მიხარია, რომ მივიღე ამ პროექტში მონაწილეობა, დარწმუნებული ვარ, პროექტის ფარგლებში საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი ვიდეო თუ ფოტომასალის ნახვის შესაძლებლობა გვექნება. ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარების კუთხით“, - გვითხრა პროექტში ჩართულმა ირაკლი გაფრინდაშვილმა, რომელმაც კონკურსს მიღმა გადაღებული პატარა ვიდეორგოლით „თბილისის“ ხასიათი საუკეთესოდ წარმოგვიჩინა.


პროექტის მიზანია, კონკურსანტმა წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან.


პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ!


„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში  და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.

დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?