ევროპაბეთსა და სპორტული ნარდის ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ამბები

13 აპრილი 20:48

კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად დაუჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარ წვლილს შეიტანს.

ბოლო თვეების განმავლობაში ევროპაბეთმა ასევე გააფორმა პარტნიორობის ხელშეკრულებები საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან. კომპანია ასევე არის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.


სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი, ისევევ როგორც მანამდე გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, ევროპაბეთის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაშის" ნაწილია.


რევაზ ცხოვრებაშვილი (საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი):


"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ევროპაბეთს მხარდჭერისთვის. ნარდი ტრადიციული ეროვნული თამაშია. ასეთი ძლიერი კომპანიის ინტერესი უზომოდ გვახარებს, მათი გვერდში დგომა სპორტის ამ სახეობას პოპულარიზაციის მხრივ ძალიან გამოადგება. არსებულ ვითარებაში ტურნირების ციფრულ სივრცეში გადატანა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ევროპაბეთის პლატფორმა მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ შეფერხებებს. მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო და მასშტაბური ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, რომელსაც იმედი მაქვს, ჩვენი ახალი პარტნიორის მხარდაჭერით განვახორციელებთ".


მაშინ, როდესაც პანდემიის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სახლში დარჩენა მთავარი რეკომენდაციაა, იგეგმება სპორტული ნარდის ეროვნული ფედერაციის ეგიდით მიმდინარე სხვადასხვა ტურნირების ევროპაბეთის პლატფორმაზე ჩატარება. 


ევროპაბეთი სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმაა რეგიონში, რასაც ბოლო დღეების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს. ნარდი, ბურა, დომინო, პოკერი - პოპულარულ სამაგიდო თამაშებს ევროპაბეთზე ერთდროულად რეგულარულად რამდენიმე ათასი ადამიანი თამაშობს. უფასო ტურნირები შაბათ-კვირას მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს, ზოგიერთი მათგანის საპრიზო ფონდი 10 000 ლარს აღწევს და მისი გაზრდა კიდევ იგეგმება. 


რამდენიმე თვის წინ ევროპაბეთმა ახალი პროექტის, "პასუხისმგებლიანი თამაში" დაწყების შესახებ ამცნო საზოგადოებას. კომპანია ეტაპობრივად ამბობს უარს ყველა ისეთ კომუნიკაციაზე, რომლებიც სცილდება მიზნობრივ აუდიტორიას და შეუძლებელი ხდება მაყურებლის ასაკის კონტროლი.


კამპანია სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: "დროის კონტროლის" ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.

დღის ჰოროსკოპი

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

1 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

რა ხდება როდესაც მოდა და ტექნოლოგიები ერთიანდებიან?

მოდისა და ახალი ტექნოლოგიების გადაკვეთის წერტილი ახალი ტექნოლოგიების ლაბორატორიაჯეოლაბი გახდა.
დღის ჰოროსკოპი

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 31 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანეები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.