პედეატრის პასუხი 6 მნიშვნელოვან კითხვაზე

INTERNET დაიჯესტი

15 აპრილი 11:47

ბავშვებზე კორონავირუსის გავრცელება ზრდასრულებთან შედარებით იშვიათად ხდება, თუმცა მათი დაინფიცირება მაინც შესაძლებელია.

ახალი კორონავირუსი ბავშვებზე განსხვავებულად მოქმედებს? რა საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჩემი შვილი?


მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების იმუნიტეტის გამძლეობაზე, კორონავირუსთან მიმართებით, ჯანდაცვის სპეციალისტები ლაპარაკობენ, სხვადასხვა ქვეყანაში გამოვლინდა მძიმე და ფატალური შემთხვევებიც კი. ამის გამო საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.


1. ინფიცირდებიან თუ არა ბავშვები კორონავირუსით?


დიახ. ბავშვებიც და ზრდასრულებიც შეიძლება დაინფიცირდნენ კოვიდ-19-ით. პანდემიის დასაწყისში ფიქრობდნენ, რომ ბავშვები არ ინფიცირდებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ მათ უვლინდებათ სიმპტომები ზუსტად ისე, როგორც ზრდასრულებს, უბრალოდ უფრო მსუბუქ ფორმებში.


ჩინეთის პროფილაქტიკისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა 20 თებერვალს გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც 19 წელზე ქვემოთ ადამიანების რაოდენობა დაინფიცირებულების 2%-ს წარმოადგენდნენ.


„შესაძლებელია, რომ ვირუსმა თავდაპირველად ამოირჩია ზრდასრული ადამიანები, რომლებიც დადიან სამსახურებში და მოგზაურობენ. დღეს ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ შვილებთან და აქედან გამომდინარე იმიტომ ვხედავთ ბავშვებში დაინფიცირების რაოდენობის ზრდას“, – ვარაუდობს საუნთჰემპტონის ინფექციური დაავადებების კლინიკის ხელმძღვანელი სანჯაი პატელი.


მსოფლიო ტენდენციით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ბავშვები ნაკლებად ინფიცირდებიან, მაგრამ რიგ ქვეყნებში კორონავირუსზე ამოწმებენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც მწვავე რესპირატორული სიმპტომის გამოვლინება აქვს, მაგრამ ასეთები ბავშვები იშვიათად არიან.


2. განსხვავდება თუ არა დაავადების მიმდინარეობა ბავშვებსა და ზრდასრულებში?


"იმ საერთო ლიტერატურაში, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს ახალ კორონავირუსზე, შეიძლება აღვნიშნოთ ერთ დაკვირვება: ის ბავშვებიც კი, რომლებსაც სერიოზული თანმდევი დაავადებები აქვთ კოვიდ-19-თან ერთად, მათაც უფრო ადვილად გადააქვთ კორონავირუსი, ვიდრე ზრდასრულებსა და მოხუცებს“, – ამის შესახებ ოქსოფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელმა ენდრიუ პოლარდმა განაცხადა, რომელიც ამ ეტაპზე კოვიდ-19-ის ვაქცინაზე მუშაობს.


მიუხედავად იმისა, რომ კვლევები ოპტიმისტურია, არსებობს გამონაკლისებიც. 31 მარტს გავრცელდა ცნობა, რომ ბელგიაში გარდაიცვალა 12 წლის ბიში, ხოლო ინგლისში 13 წლის ბიჭი.


ეს ცნობილი შემთხვევებიდან, ყველაზე პატარა ასაკის დაღუპულების შემთხვევებია. ვრცელდებოდა ასევე ინფორმაცია ჩინეთში 14 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე.


"კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ ბავშვებს,როგორც წესი, ზედა სასუნთქი გზები უზიანდებათ (ცხვირი, პირი, ყელი), ამიტომაც მათ უვლინდებათ გაციების სიმპტომები და ვირუსი ქვედა სასუნთქ გზებში – ფილტვებში აღარ გადადის, შესაბამისად არ ხდება სიცოცხლისთვის საშიში პნევმონიის განვითარება“, – ჰყვება ლონდონის უნივერსიტეტის კონსულტანტი-პედიატრი გრებ რობერტსი.


ჩინეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით, რომელიც თებერვალში ჩატარდა, ინფიცირებულების მხოლოდ 2,4% არის 18 წელს ქვემოთ, ამათში კი ვირუსმა კრიტიკული ფორმა მხოლოდ 0,2%-ში მიიღო.


3. შეუძლიათ თუ არა მსუბუქი სიმპტომების ბავშვებს ან საერთოდ უსიმპტომო ბავშვებს გადასდონ ვირუსი სხვებს?


კი შეუძლიათ.


კორონავირუსი გადაეცემა პირდაპირი კონტაქტის დროს ჰაერწვეთოვანი გზით და კორონავირუსით დაინფიცირებულ ზედაპირზე შეხებით.


ამიტომ ბავშვები თავისუფლად შეიძლება იყვნენ ვირუსის მატარებლები და გადასდონ ეს სხვას – განსაკუთრებით ოჯახის წევრებს.


„ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი სკოლებისა და ბაღების დახურვა, რათა შემცირებულიყო გავრცელების არეალი. ბავშვები ნაკლებად დაემორჩილებოდნენ დისტანციის წესებს“ – განმარტავს ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფის ხელმძღვანელი.


4. სხვადასხვა ასაკის ბავშვები დაინფიცირების პერიოდს განსხვავებულად გადიან?


როგორც ჩანს ეს ასეა. ჩინური მონაცემები მოწმობს იმაზე, რომ ძალიან პატარები და ჩვილები, კიდევ უფრო სუსტები არიან ვირუსის წინაშე, ვიდრე უფრო დიდები.


მძიმე ან კრიტიკული ფორმა გამოუვლინდა ერთ-ერთ დაინფიცირებულ ჩვილს. „სკოლამდელი ბავშვები უფრო მიდრეკილები არიან დაინფიცირებისკენ. მათი სასუნთქი გზები კარგად განვითარებული არ არის, ისე როგორც უფრო დიდ ბავშვებში“, – განმარტავს ინგლისელი მეცნიერი.


5. როგორ დაიცვას ოჯახმა ბავშვი კორონავირუსით დაინფიცირებისგან?


კარგად დაიბანეთ ხელები, არ შეხვიდეთ კონტაქტში ბევრ ადამიანთან და გააკეთეთ ზედაპირების ხშირი დეზინფეცირება.


„პასუხისმგებლიანად დაიცავით წესები. თუ ქუჩაში ან საჯარო თავშეყრის ადგილას ხართ და რამეს შეეხეთ, არავითარ შეთხვევაში ხელი პირთან აღარ მიიტანოთ, სანამ ხელს სათანადოდ არ დაიბანთ.


რა უნდა იცოდნენ მშობლებმა – ამასთან დაკავშირებით UNICEF-მა სპეციალური ანგარიში მოამზადა.


6. რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვს ხშირად ველაპარაკოთ Covid-19-ზე?
„ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ვირუსზე ერთმანეთში და ამაზე ხშირად წერს მედია, მაგრამ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობლებმა უნდა გააკეთონ. უთხარით თქვენს ბავშვს, რომ ის არ დაიღუპება კოვიდ-19-ით და არაფრის ეშინოდეს. იყოს ფრთხილად და ნუ მოუსმენს ჭორებს“, – განმარტავს ინგლისელი ვირუსულოგი პატელი.


წყარო

დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?
NEW

დღეიდან სამაგიდო თამაშები ევროპაბეთზე უფასო ხდება

„ევროპაბეთი“ ინდუსტრიაში თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს და მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უკონკურენტო რეალობას სთავაზობს. დღეიდან და სამუდამოდ ნარდი, ბურა და დომინო „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასო ხდება. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობას მსურველები 0%-იანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეძლებენ.
დღის ჰოროსკოპი

17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

რევოლუციური სიახლე სათამაშო ბიზნესში - ევროპაბეთის N Card უკვე EMV ტექნოლოგიის ჩიპით და უკონტაქტო გადახდის ფუნქციით

„ევროპაბეთის“ მომხმარებლები დღეიდან ყველაზე თანამედროვე, EMV სტანდარტის ბარათით ისარგებლებენ. საქართველოში პირველად თანხის განაღდების დაფარული არხის პლასტიკურ ბარათს EMV ტექნოლოგიის ჩიპი და უკონტაქტო გადახდის NFC ფუნქციონალი ექნება. შედეგად მომხმარებელი შეძლებს მოგებული თანხა კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად მიიღოს. ამავდროულად მისი ბარათი უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული. 
დღის ჰოროსკოპი

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?