შედეგად მსოფლიოში, 1 მაისის მონცემებით, 14 ქვეყანა დარჩა, რომლებსაც კოვიდი ჯერჯერობით არ ეკარება. მათში მოსახლეობა, მთლიანად, 1,5 მილიონზე ცოტა მეტია. მათ შორის ყველაზე ცოტა მცხოვრებია ნაურუში - სულ 11.200, ყველაზე მეტი კი სოლომონის კუნძულებზე - 65 3 ათასი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ამ ქვეყანაში შეზღუდვებია დაწესებული. ნაურუში, ტუვალუსა და სამოაში საგანგებო მდგომარეობაა შემოღებული, ჩაკეტილია საზღვრები, გადაადგილება შეიძლება მხოლოდ განსაზღვრულ საათებში, ზოგ ქვეყანაში კი, მაგალითად, ლესოტოს სამეფოში, სახლიდან გამოსვლა ნებადართულია მხოლოდ საურსათის და წამლის შესაძენად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად და ა.შ.
კორონავირუსი ასევე არ დაფიქსირებულა რამოდენიმე ტერიტორიაზე, რომლებიც არ არის მიჩნეულსუვერებულ სახელმწიფოებად. მაგალითად, ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე - წმინდა ელენეს კუნძულსა და პიტკერნის კუნძულებზე; ავსტრალიის ქოქოსის კუნძულებსა და შობის კუნძულზე; ახალზელანდიურ კუნძულ კუკიზე; ნორვეგიულ შპიცბერგენზე; აშშ-ს კუთვნილ კუნძულ მიდუეიზე დასხვ.