18 წუთი იდეისთვის - TEDx-ის კონცეფცია

ამბები

28 ნოემბერი 12:46, 2019 წელი

თბილისი ყველაზე პრესტიჟულ ინტელექტუალურ ფორუმს წელს უკვე მეექვსედ მასპინძლობს. 

სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის 9 სპიკერი სტუმრებს 14 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში საკუთარ ინოვაციურ ხედვებსა და მიდგომებს გაუზიარებს.


2019 წლის TEDxTbilisi-ს თემა ცხოვრების ხელოვნებაა. სხვადასხვა დარგში მოღვაწე სპეციალისტები და ექსპერტები - რატი ღოლიჯაშვილი, მაკო ქავთარაძე, ხატია გაბისონია, მანუჩარ ჩიტაიშვილი, თათა რატიშვილი, ლიკა დუმბაძე, გიორგი თუმანიშვილი, მარია ბაიერ დ’ორაციო და ჯერი ოსბორნი - ცხოვრების ხელოვნების თავისებურ ხედვაზე ისაუბრებენ.


წლევანდელ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. სტუმრებმა რეგისტრაცია TEDxTbilisi-ს ფეისბუქ ან ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბმულზე უნდა გაიარონ 25 ნოემბრიდან 8 დეკემბრის ჩათვლით.


ინტელექტუალური ფორუმის უცვლელი პარტნიორი და სპონსორი საქართველოს ბანკია, რომელიც საქართველოში დაწყების დღიდან გვერდში უდგას TEDxTbilisi-ს.


TEDx გლობალური კონფერენციებისა და ღონისძიებების ქსელია, რომლის მიზანიც არაორდინარული, საინტერესო და შთამაგონებელი იდეების გავრცელებაა. ის მსოფლიოში ცნობილი TED-ის კონფერენციების მოყვარულ ადამიანებს აერთიანებს და ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი ძალებით ტარდება TED-ის ნებართვით. თუმცა ამავდროულად, ცალკეული TEDx ღონისძიებები არსებითად დამოუკიდებელად  დაგეგმილ ინიციატივას წარმოადგენს. დღეისთვის მთელ მსოფლიოში 300-ზე მეტი TEDx ორგანიზაცია არსებობს. საამაყოა, რომ ამ ნოვატორულ და პროგრესზე ორიენტირებულ საზოგადოების ნაწილს საქართველოც წარმოადგენს TEDxTbilisi-თ.


ტედის პირველი, 4-დღიანი კონფერენცია 26 წლის წინათ კალიფორნიაში გაიმართა. მას შემდეგ ღონისძიება მსოფლიოს მოწინავე მოაზროვნეებსა და საზოგადო მოღვაწეებს იწვევს და მათ, 18-წუთიანი პრეზენტაციის ფორმატში, თავიანთი ცხოვრების საუკეთესო სიტყვით გამოსვლის საპასუხისმგებლო ამოცანას აკისრებს. TED-ის კონფერენციების მონაწილეთა შორის გვხვდებიან ისეთი ცნობილი და დამსახურებული მომხსენებლები, როგორებიც არიან ბილ გეითსი, ჯეინ გუდალი, ელიზაბეთ გილბერტი, სერ რიჩარდ ბრენსონი, ბენუა მანდელბროთი, ფილიპ სტარკი, ნგოზი ოკონიო-იუეალა, ისაბელ ალენდე და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი. TED-ის კონფერენციები და ცალკეული გამოსვლები ხელმისაწვდომია როგორც ვებგვერდზე, ისე ღონისძიების მობილურ აპლიკაციაში პოდკასტებად.

დღის ჰოროსკოპი

25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 იანვრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

პროფესორის ანეკდოტში ჩატეული ცხოვრება

ერთხელ ერთმა პროფესორმა სტუდენტებთან ლექცია ანეკდოტის მოყოლით დაიწყო - ცხოვრებისეული და ძალიან გონებამახვილური ანეკდოტით, რაზეც მთელმა აუდიტორიამ გულიანად იცინა...
საკნატუნო ამბები

რას ხედავთ ამ ფოტოზე?

აბა, ყურადღებით დააკვირდით... 
დღის ჰოროსკოპი

24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 იანვარს  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

გუგლის ახალი ყურსასმენი სინქრონულად თარგმნის 40 ენიდან! (Video)

კომპანიის ჩანაფიქრით, Pixel Buds 2, ერთი მხრივ, ლამაზი უნდა ყოფილიყო, მეორე მხრივ - მოხერხებული, მესამე მხრივ - ფუნქციონალური. და, როგორც ჩანს, გამოუვიდათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვარისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

საქართველოს ახალი მილიონერი ჰყავს! 

გათამაშდა 1 მილიონ 182 454 ლარი! იძებნება მოგებული!!!
იცით თუ არა...

როგორ ეძებდა სტივ ჯობსი სამსახურს - CV, რომელიც შეავსო Apple-ის დაარსებამდე 3 წლით ადრე

ყველას გვიწევს, რაღაცით დავიწყოთ... 1973 წელს ეს ლეგენდარული ადამიანი სამსახურს ეძებდა. იმ დროს უკვე მიტოვებული ჰქონდა სწავლა ორეგონ რიდის კოლეჯში. თუმცა ჯერ 3 წელი იყო იმ დრომდე, სანამ ჯობსი კომპიუტერულ ინდუსტრიას შეცვლიდა. 
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

თუ ეს 10 რამ გესიზმრებათ, ყურადღებით იყავით!

ცნობილი შვეიცარიელი ფსიქოთერაპევტი კარლ გუსტავ იუნგი ამბობდა, რომ სიზმრებით ადამიანი თავის ქვეცნობიერში იხედება. სიზმარი გვკარნახობს, თუ რა გვაწუხებს ყველაზე მეტად და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ... 
დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?