რა არის საუკეთესო საჩუქარი ბავშვების აზრით?

რა არის საუკეთესო საჩუქარი ბავშვების აზრით?

ახალი თაობა

14 აგვისტო 19:00, 2018 წელი

მოუსმინეთ და გაიცანით: ნია ტიკარაძე, სოფია კომახიძე, ანდრია მთვარელიძე, გიორგი ყალიჩავა, ნიკოლოზ ქანთარია,  ზუკა გიორგობიანი, შაკო ჭრიკიშვილი,  ანი გიორგობიანი,  დაჩი ჩიქობავა, გუგა ჩუგუაშვილი და  რემი გიორგობიანი.

ნიაკო ტიკარაძე - 6 წლის


 



- ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაჩუქებდი წიგნს, იმიტომ, რომ უყვარს კითხვა. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო მობილური ტელეფონი, რომელიც დედამ და მამამ დაბადების დღეზე მაჩუქეს. ძალიან, ძალიან გამიხარდა. მინდოდა, მქონოდა მობილური ტელეფონი. პრინციპში, მჭირდებოდა კიდეც.


 


სოფია კომახიძე - 8 წლის



 


ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაჩუქებდი საიდუმლო ნივთების შესანახს, იმიტომ, რომ საიდუმლო გუნდი გვაქვს შექმნილი სკოლაში. საიდუმლო ბლოკნოტში საიდუმლოებებს ვწერთ და ჩასაკეტი აქვს, ამიტომ მას ვერავინ გახსნის. საიდუმლო ადგილებს ვპოულობთ ხოლმე და ამ ადგილებში ვინახავთ ჩვენს საიდუმლო ნივთს. ყველაზე მეტად გამიხარდა, როდესაც ჩემმა საუკეთესო მეგობარმა მაჩუქა ჩემი საყვარელი ნივთი - საიდუმლო სკივრი, რომელშიც იდო ორი რაღაც: წიგნი და ძალიან ლამაზი ჯოხი. საერთოდ, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ასეთი რამ არსებობდა და რომ ვნახე, ძალიან გამიხარდა. კიდევ, ჰარი პოტერი არის ჩემი საყვარელი ფილმი და ძალიან მინდა, ჰარი პოტერის ჯოხი მქონდეს. ჩემი ჰობია ჰარი პოტერის ნივთების შეგროვება.


 


ანდრია მთვარელიძე -9 წლის



- თუ ბევრი ფული მექნება, საუკეთესო მეგობარს ვაჩუქებდი „იქს ბოქსს“, რადგან როდესაც ჩემმა ნათესავმა „იქს ბოქსი“ მიყიდა, უზომოდ გამიხარდა. კიდევ მახსოვს, ძალიან გამიხარდა, როდესაც ჩემმა დამ მობილური ტელეფონი მაჩუქა. სიხარულისგან დავფრინავდი. აი, თუ ბევრი ფული არ მექნება, მაშინ მეგობარს ვუყიდი ბურთს.


გიორგი ყალიჩავა - 7 წლის


 



 


- ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაჩუქებდი წიგნს - საბავშვო ენციკლოპედიას. მე უკვე მაქვს და ძალიან მომწონს. ერთ ჩემ საუკეთესო მეგობარს ვაჩუქე ტრანსფორმერი მანქანა და ძალიან გაუხარდა. ყველაზე მეტად დამამახსოვრდა საჩუქარი, რომელიც ჩემმა მეგობარმა მაქსმა მაჩუქა - ეს არის ასაწყობი პლანეტები. გადავირიე, ისე მომეწონა. ახლაც ვთამაშობ ხოლმე.


 


ნიკოლოზ ქანთარია - 11 წლის



 


- ჩემი საუკეთესო მეგობარია ნიკოლოზი. ორივეს ძალიან გვიყვარს მეცნიერული რაღაცები. სულ ძიებაში ვართ. რომ გავიზრდებით, ძალიან გვინდა ავაშენოთ რაკეტა და გავფრინდეთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გამოგვივა. რადგან მეცნიერებით არის დაინტერესებული ჩემი მეგობარი, ვაჩუქებდი რამე სამეცნიეროს. მაგალითად, იცით რას? აი, მეცნიერებს რომ აქვთ, რომ ჩაიჭყიტებიან და ჩანს ყველაფერი. ყველაზე მეტად მომინდებოდა მეჩუქებინა ტელესკოპი, რომლითაც დაინახავდა სხვადასხვა პლანეტას. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო ველოსიპედი, რომელიც დედამ და მამამ მაჩუქეს ნიკოლოზობაზე. მინდა, ბევრი ფული მქონდეს, რომ მე და ჩემმა მეგობარმა სხვადასხვა ნაწილები ვიყიდოთ. აი, მაგალითად, ახლა „სამაკატკას“ ვაწყობთ, რომელსაც საჭე ჯერ არ აქვს. აი, რომ მაჩუქონ ფული, ამ „სამაკატკის“ ნაწილებისთვის დავხარჯავდი.


 


ზუკა გიორგობიანი - 8 წლის


 



 


- საუკეთესო მეგობარს ვაჩუქებდი დრონს და ძალიან გავახარებდი. სკოლაში როცა ვიყავით და გახანგრძლივებულში ვრჩებოდით, სულ ხატავდა დრონს. ჰოდა, მეც მივხვდი, რომ ძალიან უნდოდა დრონი ჰქონოდა. დრონი მეც რომ მაჩუქონ, ძალიან გამიხარდება. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო საჩუქარი, რომელიც დაბადების დღეზე მაჩუქეს 6 წლის რომ გავხდი - ეს იყო პულტიანი მანქანა, რომელზეც ვოცნებობდი. ახლა უკვე გავიზარდე და აღარ ვთამაშობ მაგ მანქანით, მაგრამ ვინახავ. ჩემი პატარა ძმა რომ გაიზრდება, მას უნდა ვაჩუქო.


 


შაკო ჭრიკიშვილი - 11 წლის



 


- ცოტა რთულია საჩუქრის შერჩევა. გააჩნია, ფული რამდენი მექნება. ისე, მეც გამიხარდება, თუკი, მაგალითად, დრონს ვაჩუქებ ჩემს საუკეთესო მეგობარს. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო მობილური ტელეფონი, რომელიც დედამ და მამამ მაჩუქეს. მახსოვს, რომ ძალიან გამიხარდა. ახლა ვერ გეტყვით, რომ რამე საჩუქარზე ან ნივთზე ვოცნებობ, რადგან ის, რაც მაქვს, მაკმაყოფილებს.


 


ანი გიორგობიანი - 10 წლის



- ერთხელ ჩემ საუკეთესო მეგობარს ვაჩუქე ზუსტად ისეთი ბალიში, როგორიც მე მაქვს და ძალიან გაუხარდა. ბალიშზე ამერიკის დროშა ეხატა და ორიგინალური იყო. ახლა, უცებ ვერ ვფიქრობ, რას ვაჩუქებდი მეგობარს, მაგრამ შევეცდები, რამე განსხვავებული საჩუქარი გავუკეთო. პირადად ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო საჩუქარი, რომელიც დედამ და მამამ დაბადების დღეზე მაჩუქეს. ეს იყო ველოსიპედი, რომელზეც ვოცნებობდი. ძალიან მიყვარს ველოსიპედით სეირნობა.


 


დაჩი ჩიქობავა - 7 წლის



- ჩემს მეგობარს ვაჩუქებდი მაგალითად, მანქანას. სათამაშო, პულტიან მანქანას, სპაიდერმენის ნახატებით. ისეთს, თვითონ რომ მართოს. როცა მე მაჩუქეს პულტიანი მანქანა, მახსოვს, ძალიან გამიხარდა.  ახლა, ძალიან მინდა, მაჩუქონ თოფი ელემენტებზე და სათამაშო ტყვიებს რომ ისროდეს.


 


გუგა ჩუგუაშვილი - 7 წლის



- ჩემს საუკეთესო მეგობარს ვაჩუქებდი ჰოვერბორდს და ზუსტად ვიცი, ძალიან გაუხარდებოდა, სიხარულისგან გადაირეოდა. ჯერ მეც არ მაქვს ჰორვერბორდი, მაგრამ მალე მექნება. კიდე, სურვილი მაქვს, დაბადების დღეზე მაჩუქონ ბატუტი. დავდგამ ეზოში და მაგრად გავერთობი. უკვე მიღებული საჩუქრებიდან ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ველოსიპედი. სულ ვოცნებობდი BMW-სნაირი ველოსიპედი მქონოდა და მამიკომ ბრჭყვიალა, ცისფერი ველოსიპედი მომიყვანა, რომლითაც ხშირად ვსეირნობ.


 


რემი გიორგობიანი - 9 წლის



- ჩემს მეგობარს ვაჩუქებდი კომპიუტერის სათამაშო სპეციალურ კლავიატურას და მაუსს, რომელიც სათამაშოდ არის განკუთვნილი. ზუსტად ვიცი, ძალიან გაუხარდებოდა. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საჩუქარი იყო ჰოვერბორდი, რომელიც დედიკომ დაბადების დღეზე მაჩუქა, დილას ადრევე მომიტანა. ისე გამიხარდა, ისე გამიხარდა, ლამის გადავირიე. ძალიან მინდოდა, ვოცნებობდი, რომ მქონოდა. ახლა ვოცნებობ ახალ მობილურ ტელეფონზე.


 


 

დღის ჰოროსკოპი

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

მენტალური ჯანმრთელობის ახალი ცენტრი და უფასო პროგრამები - „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით Mental Hub გაიხსნა

ბოლო რამდენიმე წელია სოციალური პასუხისმგებლობა ბიზნესის სფეროს სტრატეგიის ნაწილი გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს დაუფინანსებს

 „ევროპაბეთის“ მხარდაჭერით ახალი ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა  Responsible.ge-ს დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის კურსის გავლას თამაშზე დამოკიდებული ადამიანები „მენტალ ჰაბშიც“ შეძლებენ
ამბები

„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ტრანსფორმაციის სტრატეგია: წინ, ახალი რეალობისკენ!

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ბაზარზე განვითარების ახალ სტრატეგიას აანონსებს, რაც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ეხმიანება და გრძელ ვადაში კომპანიის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ „ჯიპიაი ჰოლდინგში“ აცხადებენ.
დღის ჰოროსკოპი

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

9 რამ, რაც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ

ტექნიკის ბრენდმა „ზუმერმა“ წინასაგამოცდოდ აბიტურიენტების წახალისება გადაწყვიტა და ვიდეორგოლში ის მომენტები შეკრიბა, რომელიც ყველას გამოგვივლია გამოცდების წინ.
ამბები

რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში - 50 000 ლარისთვის 5 ქვეყანა იბრძოლებს

სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა რეგიონში ევროპაბეთი და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაცია, პროფესიონალურ ნარდში პირველ რეგიონალურ ონლაინ-ჩემპიონატს ატარებენ. 5 ივლისიდან სტარტი აიღო საკალიფიკაციო პირველობებმა, უშუალოდ ჩემპიონატი კი 26 ივლისს, europebet.com-ზე დაიწყება, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპაბეთი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?